შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
Related items
-
IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.
მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.
-
IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს.
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა მადლობას უხდის პროგრამის განვითარებაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
-
IBSU-ში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, IBSU-ში უკვე 20 წელია ფუნქციონირებს ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ შიოშვილი. „ქალბატონი თამარის ღვაწლისა და შრომის შედეგია, რომ დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ასეთი გამორჩეული პროგრამა და გვყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული და სტუდენტი. ცენტრის გახსნით ჩვენ ვეხმიანებით აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და იმედი გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“- განაცხადა რექტორმა.
აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ეწევა ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით. ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.
თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკისმცოდნეობის პროგრამისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. ცენტრში ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები იმუშავებენ საკვლევ თემებზე, იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხილვა ქართველ და ამერიკელ დარგის პროფესორებთან ერთად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში 2002 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესორი თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის პროგრამის ფორუმის მონაწილე გახდა. ფორუმი გულისხმობდა ამერიკისმცოდნეობის სპეციფიკური, ტრადიციული და წამყვანი პროგრამების გაცნობას და შესწავლას აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის, მიჩიგანის, ნიუ მექსიკოს, პენ სტეიტის და მემფისის უნივერსიტეტებში.
2004 წელს თამარ შიოშვილი გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის გრანტის მფლობელი და მკვლევარი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტში. ამან მას საბაკალავრო პროგრამის განვითარების და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ხოლო 2007 წელს IBSU-ში გაიხსნა საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაც.
-
საქართველოში გამოიცა უახლესი წიგნი "ჩინეთის ისტორიის" შესახებ
საქართველოში ცნობილი გახდა უახლესი წიგნის "ჩინეთის ისტორიის" გამოცემის შესახებ. ამის შესახებ სონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მარინე ჯიბლაძე წერს."ჩინეთის ისტორია" არის პირველი ქართული გამოცემა, მოიცავს ჩინეთის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზით.ავტორთა ჯგუფი:ოთარ ჭიღლაძედავით ანდღულაძენანა გელაშვილიშალვა ჩიხლაძეარჩილ კალანდიამარინე ჯიბლაძემადლობა წიგნზე მომუშავე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გაწეული დიდძალი შრომისა და ენერგიისთვის. ოთარ ჭიღლაძე დავით ანდღულაძე Nana Gelashvili Shako Chikhladze Archil Kalandia, ქართული ტექსტის ენობრივი რედაქტირებისათვის პროფ. თინათინ ბოლქვაძეს Tinatin Bolkvadze, ჩინელ ისტორიკოსებსა და ენათმეცნიერებს, წიგნის დიზაინერებს.ვიმედოვნებთ, რომ წიგნი ღირებული რესურსი იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჩინეთის ისტორიითა და, ზოგადად, ჩინეთით.წიგნის პრეზენტაციასა და წიგნის შეძენასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაცნობებთ. დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს: https://www.facebook.com/chinetisistoria/ -
#IBSU-ს მედია ცენტრის, რადიო გადაცემის "საუბრები ჟურნალისტიკაზე" სტუმარი თამარ გეგენავა იყო
#IBSU-ს მედია ცენტრის, რადიო გადაცემის "საუბრები ჟურნალისტიკაზე" სტუმარი თამარ გეგენავა იყო.თამარი ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს ესაუბრა დამწყები ჟურნალისტებისთვის კარიერის პირველ ეტაპებსა და იმ მთავარ ღირებულებებზე, რომლის გარეშეც ეს პროფესია წარმოუდგენელია.რადიო გადაცემა მოამზადეს ლიკუნა ჟორდანიძემ, დავით მათიაშვილმა, ანა ჩალაშვილმა და ლუკა ამბალიამ.
ბიზნეს ნიუსი

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ...