ლიბერთი განათლებისთვის ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2023 11:52

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის.

კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში გააგზავნის, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი, ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.
წელს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან - 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი. კონკურსში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადიგონ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.
„ვიწყებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების დიდი მოთხოვნა“, - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
„ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი - ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. - აცხადებს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების
2 / 2
შექმნის წახალისება. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
კონკურსის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის მხარდამჭერები არიან სხვადასხვა კომპანიები და ორგანიზაციები.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი.
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/events/detailed/15.

წაკითხულია 80 ჯერ

Related items

  • ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“!

    21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა ,,CashBack’’ და სოციალური საწარმო „ბაბალე’’ მომხმარებელს სთავაზობს 50%-იან ქეშბექს. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი ბარათით. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი-200 ლარია.

    „ბაბალეს“ საწარმოში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, მსურველები შეძლებენ მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას, რომლის შექმნაშიც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი განთავსებულია „ბაბალე“-ს ვებ-გვერდზე: https://babale.ge/ 

    ნივთების გაყიდვით შესული თანხა მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებას.

    „Cashback“-oს და „ბაბალეს“ მეგობრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და სამომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გვპირდება. 

    როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

    1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
    2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
    3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
    1. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი

    *წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge

    თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

    ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას მომხმარებელს ერთ პლატფორმაზე სთავაზობს.

  • ლიბერთი განათლებისთვის - ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროგრამა გრძელდება

    ლიბერთის და ‘მერსი ქორფსის’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).

    პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და  704-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.

    ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია. ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან  ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

    რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - ქართულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან  QR კოდების მეშვეობითრეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტირომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

    პროექტის მხარდამჭერებია  ლიბერთი  და სპორტისტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

    RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:

    ქვემო ქართლი:  რუსთავიმარნეულიბოლნისიგარდაბანითეთრიწყაროწალკა

    სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომიასპინძაადიგენიახალციხეახალქალაქინინოწმინდა

    შიდა ქართლი:  გორიქარელიკასპი

    მცხეთა-მთიანეთი: მცხეთადუშეთითიანეთი

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის შესახებ

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად  ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

    ,,მერსი ქორფსის“ შესახებ

    ,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციარომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხოპროდუქტიული და სამართლიანი გარემორათა შეამსუბუქოს ტანჯვასიღარიბე და ჩაგვრამერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულმედეგსტაბილურუსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის პროექტის ფარგლებშიმერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთანახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთანრათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

    სს ლიბერთი ბანკის შესახებ

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

    სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის შესახებ

    სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.

    ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

  • “დააგროვე შენი მომავალი თავისთვის” - ლიბერთის ახალი აქცია ვადიანი ტიპის ანაბრებზე

    ლიბერთი მომხმარებლებს  ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზესაუკეთესო  სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე მიიღოს მაღალი სარგებელი.

    ,,ლიბერთის  მიზანია ჩვენს მომხმარებლებს   მუდმივად შევთავაზოთ  მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, სერვისები  და ახალი პირობები.

    დეპოზიტებზე გამოცხადებული საგაზაფხულო აქცია,  სრულად  პასუხობს ბაზარზე მომხარებელების მთავარ ინტერესს -

    დეპოზიტის გახსნის გადაწვეტილების მიღებისას,  არჩევანი გააკეთოს  სანდოობასა და სტაბილურობაზე და მიიღოს მაქსიმალურად მაღალი სარგებელი.  

    ახალი აქციის ფარგლებში, გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ჩვენი ბანკის არსებულ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ამჟამად დეპოზიტები სხვა ბანკში აქვთ განთავსებული და  სურთ უკეთესი პირობებით  სარგებლობა ” - თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

    აქციის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, ვადიანი ანაბრის ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა როგორც ლიბერთის, ასევე სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

    ვადიანი ტიპის ანაბარი

    ლარი - წლიური 13.10%, ეფექტური* 13.23%

    დოლარი - ნომინალური 2,20%, ეფექტური* 2,30%

    სადეპოზიტო სერტიფიკატი

    ლარი- წლიური 13.50 % ეფექტური* 13.50 %

    დოლარი - ნომინალური 2.20%, ეფექტური* 2.20%,

    *ეფექტური პროცენტი დათვლილია 1000 ერთეულზე 12 თვის ვადით

    ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის მობაილ ბანკიდან კიდევ უფრო მაღალი სარგებლით - ლარრის ვალუტაში  აქციის პირობებს + 0.1%. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშიც.

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

  • ლიბერთი განათლებისთვის - ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროგრამა გრძელდება

    ლიბერთის და ‘მერსი ქორფსის’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და 800-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია.

    ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

    რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - ქართულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან  QR კოდების მეშვეობითრეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

    პროექტის მხარდამჭერებია ლიბერთი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
    RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:

    Marker with solid fillქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

    Marker with solid fillსამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

    Marker with solid fillშიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი

    Marker with solid fillმცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

    ,,მერსი ქორფსის“ შესახებ

    ,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

    სს ლიბერთი ბანკის შესახებ

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადდნენ
    გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა  და ლიბერთის  სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონის 300-მდე ფერმერმა ქალმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა.
    ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებს აერთიანებდა, როგორებიცაა: მეწარმეობა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა, საბანკო პროდუქტები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო პროგრამები.
    სასწავლო კურსი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ფერმერთა სკოლის მონაწილე ქალებმა გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ.
    2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან.
    ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ფერმერთა სკოლაში ჩართულობაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია.
    ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

ბიზნეს ნიუსი

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური