თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 იანვარი 2023 11:37

ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ
    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "უცხოური გავლენის" კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადამ რომ „ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად.
    საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი". - ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ.
    აშშ-ის საელჩო საქართველოში
  • ილხამ ალიევი: აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს

    აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ ურთიერთსიძულვილისა და მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

    АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
    როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამჟამად ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სამუშაოს უმოკლეს ვადაში დასრულებას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა, რომ ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდნენ ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული ისტორიული განსხვავებები ჰქონდათ და მტრობის გვერდი აუარეს„, დასძინა ილხამ ალიევმა.

  • პრეზიდენტი ი. ალიევი: ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტებთან მიმართებაში

    ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტების კუთხით. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

    АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
    როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამავდროულად, იყო გარკვეული უპირატესობები, განსაკუთრებით საკომუნიკაციო პროექტებთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი მრავალი წელია ინვესტიციას ახორციელებს თანამედროვე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის შექმნაში. ახლა კი ტვირთების გადაზიდვა ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში დამატებით შესაძლებლობებს ქმნის“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

  • ამერიკის პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენის კანდიდატურა წარადგინა
    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქ-ნ რობინ დანიგენის /Robin Dunnigan/ კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ამერიკის "თეთრი სახლის" ადმინისტრაცია იუწყება.
    ქ-ნი რ. დანიგენი ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
     
    გთავაზობთ რობინ დანიგენის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს:
    ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
    ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილე;
    სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
    სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო.
    ასევე, მიღებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში.
    საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.
    ელჩის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან განსახილველად და დასამტკიცებლად სენატს უკვე გადაეგზავნა.
     
  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.

    მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის  გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა. 

    „მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.

    საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური