მსოფლიოში ყველაზე დიდმა მცურავმა ბიბლიოთეკამ "Logos Hope"-მა იორდანიის სამხრეთში აკაბას პორტში ღუზა ჩაუშვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2023 15:53

მსოფლიოში ყველაზე დიდმა მცურავმა ბიბლიოთეკამ "Logos Hope"-მა იორდანიის სამხრეთში აკაბას პორტში ღუზა ჩაუშვა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

აკაბას პორტის ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გემი, რომელზეც დაახლოებით 370 მოხალისეა სხვადასხვა ქვეყნიდან, პორტში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე შევიდა.

მსოფლიოს უდიდესი მცურავი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს თითქმის 4000 წიგნის ნახევარ მილიონ ეგზემპლარს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება, ლიტერატურა და აზროვნება, მოსახლეობისთვის ღია იქნება ხვალიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე.

მცურავი ბიბლიოთეკა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ლიბანის ბეირუთის პორტში იყო განთავსებული, 4-დან 23 იანვრამდე ეგვიპტეში, პორტ საიდში იყო გახსნილი მოსახლეობისთვის.

ამჟამად გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "Good Books For All"-ის კუთვნილი გემი "Logos Hope" 1973 წელს ააგეს.

წაკითხულია 96 ჯერ

Related items

  • იტალიის ქ. ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა!

    იტალიის ქ. ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

    „იტალიაში, ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით - პიაცა ენრიკო დე ნიკოლა #46, სკალა - A. ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა. უზარმაზარი დარბაზი იყო სავსე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მზაობისთვის, გამომყვეთ იმ გზაზე, რომელიც განათლების გავრცელებას გულისხმობს“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გ. კეკელიძე.

    ეროვნული ბიბლიოთეკაში ასევე აზუსტებენ, რომ, ისინი წლებია ამ პროექტს ახორციელებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ბიბლიოთეკებს ხსნიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის. 

  • ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

    პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარის - წიგნის გარეშე.

    ,,ლიბერთისა და  ,,მთიელი წიგნების“  მეგობრობით,  საქართველოს მთიან რეგიონებში, ყველაზე ძნელადმისაღწევ სოფელშიც კი არ დარჩებიან  ბავშვები სასურველი  წიგნების გარეშეჩვენთვის  მეტად საამაყოა ის ფაქტი, რომ  „მთიელი წიგნები“-ს ორგანიზაციის დამფუძნებელი - გიორგი კივილაძე - ლიბერთის თანამშრომელია.

    ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია განათლების ხელშეწყობას გულისხმობსამიტომ ჩვენ მზად ვართ „მთიელ წიგნებთან” ერთად  წვლილი შევიტანოთ კითხვის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან საქმეში“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი

    ,,ერთი წლის განმავლობაში  მოვიარეთ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმსა და ახმეტის რაიონის სოფლები და  1000-ზე მეტ ბავშვს და 43 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. მოხარული ვართ, რომ მთიელი წიგნების“  წამოწყებას ლიბერთიც შემოუერთდა  და  მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი რეგიონის დაფარვას შევძლებთ. 

    ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქოთ ის წიგნი, რაზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ – ლევან ვარამაშვილი, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი

    http://bit.ly/3XEnviM

    ,,მთიელი წიგნების“ შესახებ :

    "მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

    ლიბერთი ბანკის შესახებ:

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

  • ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა

    იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი - 22 კაციანი ეკიპაჟით ჩაიძირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    იაპონიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, Kyodo-ს ცნობით, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი 6551 ტონიანი სატვირთო გემი, „Jintan“ ნაგასაკის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამავე ინფორმაციით, ეკიპაჟის 22 წევრიდან 4 გადაარჩინეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ჩინეთის, 8 კი მიანმარის მოქალაქეა.

    იაპონიის სანაპირო დაცვა რეგიონში აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს.

  • პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“ საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა
    შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“.
    მონოგრაფიაში წარმოდგენილია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც. ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა ლინგვისტური მასალები: ცხრილები, ილუსტრაციები, სქემები და ა.შ.
    წიგნი ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია.
    პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი.
    წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.
    "იმედია, ეს წიგნი დაეხმარება ჩინური ენით დაინტერესებულებს ფონეტიკური თავისებურებების გაგებაში და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში", - აცხადებს პროფესორი მარინე ჯიბლაძე.
  • ჩინეთში წარმატებით განხორციელდა უძველესი გემის Changjiangkou-2 მოძიების და მდინარის ზედაპირზე ამოტანის ოპერაცია

    შანხაი, 21 ნოემბერი (სინხუა) – ორშაბათს მდინარე იანძის შესართავთან მდებარე ფსკერიდან წარმატებით განხორციელდა უძველესი გემის Changjiangkou-2 მოძიების და მდინარის ზედაპირზე ამოტანის ოპერაცია.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის ჩინეთში, წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ყველაზე დიდი ხის გემი.

ბიზნეს ნიუსი

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური