IBSU-ში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 20 იანვარი 2023 17:05

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, IBSU-ში უკვე 20 წელია ფუნქციონირებს ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ შიოშვილი. „ქალბატონი თამარის ღვაწლისა და შრომის შედეგია, რომ დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ასეთი გამორჩეული პროგრამა და გვყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული და სტუდენტი. ცენტრის გახსნით ჩვენ ვეხმიანებით აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და იმედი გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“- განაცხადა რექტორმა.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ეწევა ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით. ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.

თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკისმცოდნეობის პროგრამისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. ცენტრში ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები იმუშავებენ საკვლევ თემებზე, იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხილვა ქართველ და ამერიკელ დარგის პროფესორებთან ერთად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში 2002 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესორი თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის პროგრამის ფორუმის მონაწილე გახდა. ფორუმი გულისხმობდა ამერიკისმცოდნეობის სპეციფიკური, ტრადიციული და წამყვანი პროგრამების გაცნობას და შესწავლას აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის, მიჩიგანის, ნიუ მექსიკოს, პენ სტეიტის და მემფისის უნივერსიტეტებში.

2004 წელს თამარ შიოშვილი  გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის გრანტის მფლობელი და მკვლევარი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტში. ამან მას საბაკალავრო პროგრამის განვითარების და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ხოლო 2007 წელს IBSU-ში გაიხსნა საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაც. 

წაკითხულია 138 ჯერ

Related items

  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო.

    წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვიდეო.

     

  • IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“

    რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

    დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.

    მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.

  • ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ
    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "უცხოური გავლენის" კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადამ რომ „ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად.
    საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი". - ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ.
    აშშ-ის საელჩო საქართველოში
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
    ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის/პოეტის შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.
    წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.
     
    ფოტოალბომი: https://bit.ly/3kTjXvr
  • IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

    როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს.

    განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა მადლობას უხდის პროგრამის განვითარებაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

    ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური