ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 იანვარი 2023 10:20

2023 წლის 16 იანვარს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, მალიკ მურზალინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა, გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები; განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი; ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე;  ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2022 წლის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში. მინისტრის მოადგილემ ელჩს გაუზიარა ინფორმაცია გასულ წელს საქართველოს ინიციატივების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისა და, შედეგად, თანამშრომლობის დამატებითი შესაძლებლობების შესახებ.
ასევე, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ სირთულეებზე. შეხვედრის დასასრულს ელჩმა აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • შთო-ს მისიამ ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად შეაფასა

    შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) გენერალური მდივნის მოადგილემ გრიგორი ლოგვინოვმა გამოაცხადა დამკვირვებელთა მისიის მოხსენების ძირითადი პუნქტები ყაზახეთის რესპუბლიკაში მეჯლისისა და მასლიხატების დეპუტატების არჩევნებზე.

    მისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მეჯლსისა და მასლიხატის დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები აკმაყოფილებს ყაზახეთის საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, - აღნიშნა გრიგორი ლოგვინოვმა, ასტანაში გამართულ ბრიფინგზე.

    მისივე თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, მისიის მხრიდან არ დაფიქსირებულა. „მისია აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს, და აფასებს მას როგორც გამჭვირვალე, სანდო და დემოკრატიულს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაწეული დახმარებისთვის, დამკვირვებელთა მისიის საქმიანობის უზრუნველყოფაში მათი კომპეტენციის ფარგლებში“, - დასძინა მომხსენებელმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • არჩევნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა - თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი

    19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააზიარა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სადი ჯაფაროვმა, ასტანაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

    „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 2023 წლის 19 მარტს მეჯლისის და მასლიხატის არჩევნებს. მისიაში შედიოდნენ ორგანიზაციის ოფიციალური სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფოების დიპლომატები. მისიამ თავისი საქმიანობა განახორციელა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნა სადი ჯაფაროვმა.

    მისივე თქმით, ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარემ ნურლან აბდიროვმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ საარჩევნო პროცესების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესის მზადების შესახებ.

    „არჩევნების დღის განმავლობაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიამ ასტანაში 438 საარჩევნო უბანი მოინახულა. საერთო ჯამში, მისიამ დამატებით კიდევ 32 საარჩევნო უბანი მოინახულა. მონიტორინგის შედეგად, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი დარღვევები არ გამოვლენილა. მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის ნება“, - დასძინა ორგანიზაციის სპიკერმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • ყაზახეთში მეჯლისის დეპუტატთა არჩევნებზე ეგზიტპოლის პირველი შედეგები გამოცხადდა

    ყაზახეთში მეჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნებზე ეგზიტპოლის პირველი შედეგები გამოცხადდა, ამის თაობაზე Kazinform-ი იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტმა საკუთარი მონაცემები ონლაინ მარათონ „საილაუ-2023“-ზე გამოაქვეყნა.

    ამომრჩეველთა აქტივობამ 53,25% შეადგინა.

    ინსტიტუტის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: პარტია AMANAT - 53,46%. სახალხო დემოკრატიული პარტია „აული“ - 10,52%; რესპუბლიკა პარტია - 8,9%. ყაზახეთის სახალხო პარტია - 6,25%; მწვანეთა პარტია „ბაიტაკი“ - 3,22%; დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლ“ - 7,87%; ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია - 5,31%. ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის ინფორმაციით, კვლევამ 200 საარჩევნო უბანი მოიცვა. აქედან 124 - ქალაქებში, 76 - სოფლებში. გამოკითხვაში სულ 30 000 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამომრჩეველთა 4,47%-მა უპასუხა, რომ ხმა მისცა გრაფას „ყველას წინააღმდეგ“.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • ყაზახეთში, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

    19 მარტს 20:00 სთ-ზე ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

    ქვეყნის ყველა რეგიონში 10 146 ღია საარჩევნო უბანმა მუშაობა კანონით გათვალისწინებულ დროს შეაჩერა. ასტანას დროით 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდა ქვეყნის 15 რეგიონში, კერძოდ აქტობეში, ატირაუში, დასავლეთ ყაზახეთში, კიზილორდასა და მანგისტაუს რეგიონებში.

    ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ითვლიან, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი მონაცემები გახდება ცნობილი.

    ყაზახეთის წარმომადგენლობებში - მსოფლიოს 62 ქვეყანაში 77 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათგან 11-მა მუშაობა ასტანას დროით 18:00 საათზე დაასრულა. 66-ი საარჩევნო უბანი ახლაც განაგრძობს მუშაობას. საზღვარგარეთ ხმის მიცემა სან-ფრანცისკოს საარჩევნო უბანზე 20 მარტს 09:00 საათზე დასრულდება.

    დადასტურებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა სიაში 12 მილიონ 35 004 ამომრჩეველია შეყვანილი. ჯამში, 20:00 საათის მდგომარეობით, ყაზახეთის 6 509 695 მოქალაქემ მიიღო საარჩევნო ბიულეტენი. ეს კი შეადგენს ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი მოქალაქეების 54,09%.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 54,09% შეადგინა

    ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ, რეგიონული კომისიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა 20 საათისთვის არსებული მონაცემები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის აქტივობის შესახებ.

    მათი ინფორმაციით საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობამ 54,09% შეადგინა.

    მათ შორის: 1. აბაის რეგიონში -57,02%2. აკმოლის რაიონში -60,01%3. აქტობის რაიონში -57,45%4. ალმათის რეგიონში -60,03%5. ატირაუს რეგიონში -50,22%6. დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში -59,01%7. ჟამბილის რეგიონში -65,21%8. ჟეტისუს რეგიონში -55,32%9. ყარაგანდას რაიონში -59,48%10. კოსტანის რაიონში -65,10%11. კიზილორდას რეგიონში -66,46%12. მანგისტაუს რაიონში 54.0813. პავლოდარის მხარეში -58,68%.14. ჩრდილოეთ ყაზახეთის რეგიონში -65,25%15. თურქესტანის რეგიონში -53,01%.16. ულიტაუს რეგიონში -58,99%17. აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონში -64,15%18. ასტანაში -42,91%19. ალმათაში -25,82%20. შიმკენტში -45,46%

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური