ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 იანვარი 2023 10:41

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარეებმა ისაუბრეს 12-პუნქტიანი გეგმის ცალკეულ საკითხებზე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმებზე.

ჩვენ, ევროკავშირის ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს. მისი საქართველოს პარლამენტში სტუმრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის მზადყოფნას. მისი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა შეხვდეს ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

წაკითხულია 87 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. 

    პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

    ,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

    თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის

    ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • შსს-ს განცხადება ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

    სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

    სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

  • კახა ოქრიაშვილი: „დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“.

    „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან,  ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი. 

  • პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ვახშამზე უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

    დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. 

    თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. 
    ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. 

    როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური