ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დახმარებას უწევს უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებს
Related items
-
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა!
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონაც. მე ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს ის სიმბოლოა, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა და რისთვისაც დღემდე მოვედით.
მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს! ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობებს, ყველას! ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, გასაუქმებელია რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს.
მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.
მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე, მაგრამ ასევე, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, რომ ევროინტეგრაციის გზა დაცული იყოს. და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპას.
მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ან აქ, ამერიკაში: ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს?!
ჩვენ ყველა ერთად: თქვენ, ახალგაზრდები, ვინც თბილისში ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს [და მექნება ძალიან მნიშვენელოვანი შეხვედრები], ან გაეროს ტრიბუნიდან, როცა იგივეს ვამბობ და ვამბობთ, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, მისი აზრი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას.
ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ერთად ვიქნებით ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ მე თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე, დიდი ხნის წინ", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი თავის მიმართვაში.
-
ნედ პრაისი - ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისა და აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობისთვის პარტნიორობა
ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ნედ პრასის თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.
„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული კანონი ქართველი ხალხისთვის.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები, გარკვეულ შემთხვევაში, იყო არაფერი, გარდა იდეისა. ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებისთვის. მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ისინი ფიქრობდნენ ადრეულ ეტაპზე, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერო-მ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს ძლიერი განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან და როგორ არის შეშფოთებული აშშ იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს.
„საუკეთესო მაგალითია კონტრმაგალითი. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია აშშ-ის იმ ქვეყნების მოსახლეობასთან, რომლებიც მიისწრაფიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა. ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პარტნიორობა და როგორ ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს. საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.
ნედ პრაისს ბრიფინგზე ასევე კითხვა დაუსვეს, არის რამე, რაც ხელს უშლის აშშ-ის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, „რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და რომლის პარტიამაც წამოაყენა ეს კანონპროექტი“.
„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, ექვემდებარებოდნენ აშშ-ის ან სხვა სანქციებს, თუმცა ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტებისა, რომელთა დამტკიცებაც მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხისგებაში მივცეთ მსოფლიოში ყველა და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების ჩახშობაზე. არის უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, აღმასრულებელ განკარგულებაში, რასაც ჩვენ განვიხილავთ ყურადღებით ამ კონტექსტში. ამას ვაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რაც მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და იმსახურებს უნივერსალური უფლებების კუთხით“, – განაცხადა პრაისმა.
-
ორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის
ორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი ამერიკის შეერთებულ შტატებში F-16-ის ჩათვლით სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით სწავლებას გადის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
სააგენტო „ანადოლუ“-სთვის მიცემულ წერილობით განცხადებაში აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ორი უკრაინელი მფრინავი სამხედრო თვითმფრინავების შესახებ ტრენინგს არიზონას შტატში, ტუსონის რეგიონში გადის.
მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშს წყალობით, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ მუშაობენ აშშ-ს საჰაერო ძალები და ჯარისკაცები, მათ წვლილი შეიტანეს უკრაინელი მფრინავების განვითარებაში და შეძლეს უკეთესი რჩევების მიცემა, თუ როგორ გააუმჯობესონ მათი უნარები.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინელი მფრინავები არ იფრენენ, მაგრამ ტრენინგების ფარგლებში გამოიყენებენ სიმულატორებს.
მან აღნიშნა, რომ მათ პირველად მოაწყვეს ასეთი ღონისძიება უკრაინელ მფრინავებთან ერთად და რომ საბრძოლო სარდლობის მიერ დაფინანსებული წვრთნები მსგავსია სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების თანამშრომლობისა, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ს ევროპული სარდლობის წვრთნების ფარგლებში.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სწავლება არ ჩატარებულა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ან აშშ-ს მიერ საკუთარი ინვენტარიდან გაწეული დახმარების ფარგლებში. მისივე თქმით, ჯერ არ იგეგმება ტუსონში გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავების რაოდენობის გაზრდა და დაამატა: „თუმცა, ჩვენ არ ვკეტავთ კარს მომავალი შესაძლებლობებისთვის“.
სამხედრო მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციაში უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებასთან დაკავშირებით სიახლე ჯერ-ჯერობით არ არის.
-
ჯინ შაჰინი: ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვეს
„ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
"ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის." - სენატორი შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
სენატორ შაჰინის ინტერვიუ ამერიკის ხმასთან: https://www.amerikiskhma.com/a/6989549.html
-
„გააზიარე შენი ფერები“ - 28 თებერვლის ღამეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა
თებერვლის ბოლოს, მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. დაავადებების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრის მიზნით, აღნიშნულ დღეს ათასობით ღონისძიება ტარდება, რომელიც უამრავ ადამიანს აწვდის ხმას და იპყრობს მედიის ყურადღებას. 2023 წლის გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“. ამ მოვლენას უკვე მეთოთხმეტე წელია საქართველოც უერთდება.
28 თებერვალს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიღვინილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა.ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე. ასევე, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვის საკითხები, რა გაკეთდა, რას ველით და ა.შ
- იშვიათი დაავადებების დღე მსოფლიოში და საქართველოში
ჟანა ჩოხელი
SCN2A საქართველოს ასოციაცია - ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადებების მართვა 21-ე საუკუნეში
პროფ. ნანა ტატიშვილი
ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტი, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი
- პარტნიორობა იშვიათი დაავადებების მიმართულებით - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები
ნინო განუგრავა
როშ ჯორჯია, სამედიცინო დირექტორი - იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა - ოპტიმიზაციაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამა
პროფ. დოდო აგლაძე
სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორული დიაგნოსტიკის ცენტრი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია - სისხლმბადი სისტემის იშვიათი ჰემატოლოგიური სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მენეჯმენტი
პროფ. ნინო შარაშენიძე
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
თსსუ-ს ჰემატოლოგიის დეპარტამენტი - ჰიპოფოსფატაზიის წარმატებული კლინიკური მენეჯმენტის მიმოხილვა
ასისტ. პროფ. თინათინ დავითაია
ურო ნეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტი,
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
თსსუ-ს პედიატრიის დეპარტამენტი
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მართვის სფეროში. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა უკვე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბევრი დაავადება ჯერ კიდე ელოდება სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით, ყოველ წელს თებერვლის ბოლოს, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე, სად ვართ, რას ვგეგმავთ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია, “ - განმარტავს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე.
ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70% ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში. ამ ღონისძიების მიზანიც ხომ ზემოთხსენებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც უერთდება. იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის, 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით.
- იშვიათი დაავადებების დღე მსოფლიოში და საქართველოში
ბიზნეს ნიუსი

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ...