საქართველოში გამოიცა უახლესი წიგნი "ჩინეთის ისტორიის" შესახებ
Related items
-
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის/პოეტის შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.ფოტოალბომი: https://bit.ly/3kTjXvr -
პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“ საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“.მონოგრაფიაში წარმოდგენილია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც. ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა ლინგვისტური მასალები: ცხრილები, ილუსტრაციები, სქემები და ა.შ.წიგნი ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია.პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი.წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ."იმედია, ეს წიგნი დაეხმარება ჩინური ენით დაინტერესებულებს ფონეტიკური თავისებურებების გაგებაში და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში", - აცხადებს პროფესორი მარინე ჯიბლაძე. -
საქართველოში გამოიცა ნაწარმოები "ლიტერატურული ალუზიები სი ძინფინგის გამოსვლებსა და ნაშრომებში"
ქარჩხაძის გამომცემლობამ საქართველოში გამოსცა "ლიტერატურული ალუზიები სი ძინფინგის გამოსვლებსა და ნაშრომებში". ნაწარმოები გამოიცა ორ წიგნად.
წიგნში თავმოყრილია ლიტერატურული ფრაზები ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, სი ძიფინგის გამოსვლებიდან თუ ნაშრომებიდან, რომლებშიც ის ხშირად და ოსტატურად იყენებს ციტატებს ძველი ჩინეთის კლასიკოსთა თუ ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან, ჩინური ლიტერატურული ტრაქტატებიდან ტანის დინასტიის ლექსებამდე და სუნის დინასტიის რითმულ პროზამდე, კონფუციდან – მაო ძედუნამდე და ხაზს უსვამს ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც თვალს უხელს და შთააგონებს ადამიანს, ავლენს წარსულისა თუ მიმდინარე მოვლენების ბუნებას, მათ შორის კავშირს და ცოცხალი და ხატოვანი ენით გადმოსცემს უდიდეს სიბრძნეს.ძველი ჩინური კლასიკური ციტატები სიბრძნის მარგალიტებია, სათუთად შენახული ხანგრძლივი ისტორიის მქონე ჩინურ კულტურაში, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებული დახვეწილი ტრადიციულ ჩინური კულტურისა და ღრმა აზრის მატარებელია.კომენტარების ავტორია იან ლისინი. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი: „ჟენმინ ჟიბაოს” რედაქციის ხელმძღვანელი იან ჟენიუ.ქართულ ენაზე თარგმანი შეასრულა ნიკოლოზ ბაქრაძემ. -
ჩინეთში გამოიცა წიგნი სი ძინფინგის იდეების შესახებ არმიის გაძლიერების თაობაზე
პეკინი, 24 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის და "ჟენმინ ჩუბანშეს" (სახალხო გამომცემლობა) გამომცემლობამ ერთობლივად გამოსცეს წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ჩინეთის პრეზიდენტისარმი სი ძინფინგის იდეების შესახებ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ჩინეთის შეიარაღებული ძალები.
წიგნი, რომელიც კითხვა-პასუხის სახით გვამცნობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის იდეებს, მოიცავს 63 კითხვას 16 სხვადასხვა თემას.
წიგნი სრულყოფილად და სისტემურად უხსნის მკითხველს სი ძინფინგის იდეების მნიშვნელობას, სამეცნიერო სისტემას, მდიდარ შინაარსს და პრაქტიკულ მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა უფრო მაღალ დონეს.
-
მხატვარ დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრები ილუსტრირებულ წიგნად გამოიცა
5 აგვისტოს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ცნობილი ქართველი მხატვრის 95-ე იუბილეს მიეძღვნა და მისი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაციაა წარმოდგენილი.
"დღეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, გაგვემართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია არა მხოლოდ ის ნამუშევრები, რაც წარმოდგენილია გამოფენაზე, არამედ 300-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევარი. წიგნში შესულია აგრეთვე მისი ოჯახის წევრების, კოლეგების, სტუდენტებისა და მეგობრების მოგონებები." - განაცხადა პრეზენტაციაზე წიგნის ავტორმა, ლელა წიწუაშვილმა.
50-იანელთა თაობის მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის ერთად წარმოჩენა, პროფესიონალებისთვისაც კი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა - ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები და ესკიზები, რომელიც აქამდე თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ხახუტაშვილს, შემოქმედს, რომლის ნამუშევრებიც თითქმის ყველა ქართველისთვის ნაცნობია, არასდროს ქონია პერსონალური გამოფენა და მხოლოდ ახლახანს, იუბილეზე დავით ტატულაშვილის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობა.
მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, ისევე როგორც წიგნის პუბლიკაცია, ”შატო ზეგაანი”-სფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
"იშვიათია ხელოვანი, რომელმაც ამდენ მიმდინარეობაში - სიურეალიზმში, აბსტრაქტიზმში, რეალიზმში ერთნაირი წარმატებით შეძლო მოღვაწეობა. მისი სტილი, მისი ტექნიკა, მისი მთელი შემოქმედება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს მეტად დაფასებული. წიგნი-ალბომი უაღრესად პროფესიონალურად, დახვეწილი გემოვნებით არის შესრულებული და უმაღლესი ხარისხით არის დაბეჭდილი," - აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.
სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული.
წიგნის დიზაინი ეკუთვნის დავით ჯანიაშვილს.
ბიზნეს ნიუსი

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ...