PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 30 დეკემბერი 2022 09:44

ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.

„ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.

წაკითხულია 213 ჯერ

Related items

  • საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

    საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

    "ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული.

    ჯანდაცვის  სამინისტროთვის ცნობილის თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი  ფასები ანუ თვითღირებულება.

    მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.

    სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.

    კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება,  ხოლო 7 მდიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება", ნათქვამია განცხადებაში.

  • PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა

    PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სის წელს მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის, გან­ვი­თა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

    „PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების  პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.

    კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას,  ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს. 

  • ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენების ნომინაციაში არიან წარდგწნილები
    საერთაშორისო საციგურაო კავშირის რიგით მესამე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი " ISU Skating Awards " გაიმართება 2023 წლის 5 თებერვალს.
    2022 წლის დაჯილდოვების ცერემონიალი არ გამართულა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ამიტომ 2023 წელს გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება ბოლო ორი სეზონის სპორტული შედეგების გათვალისწინებით.
    წარდგენილ ექვს ნომინაციაში სულ 69 კანდიდატი მონაწილეობს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ქორეოგრაფები) . გასახარი ფაქტია, რომ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის ნომინაციაზე: "საუკეთესო დებიუტანტი" წარდგენილია სპორტული წყვილი საქართველოდან კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებიც სხვა ოთხ კანდიდატთან ერთად წარსდგებიან ხმისმიმცემი მაყურებლებისა და ჟურნალისტების წინაშე. კარინა საფინასა და ლუკა ბერულავასათვის ბოლო ორი სეზონი, ნამდვილად გამორჩეული იყო, როგორც იუნიორთა სეგმენტში, ასევე უფროსების კატეგორიაში ,ისინი იუნიორთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები , 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდური და ინდივიდუალური გამოსვლების მონაწილენი და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მეოთხე ადგილის მფლობელები არიან.
    გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ ახალგაზრდა სპორტულ წყვილს , ამისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.isu-skating-awards.com/ დარეგისტრირდით და ხმა მიეცით ჩვენ ღირსეულ სპორტსმენებს.
    საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია
  • ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას!

    დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

    კომპანია GM Pharma  (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში. 

    ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, ისე   ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას,  განადგურდა  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის  ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები.  რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და  ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.

  • „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

    შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია  ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

    მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“  საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და  სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

    ,,კომპანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც ნიშნავს პაციენტისთვის სწორ დროს სწორ მკურნალობას. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები  საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგინეთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ იმუნოთერაპიულ პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე, რომლის მიზანი უნდა იყოს განკურნება. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას, - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ. 

    კონფერენციაზე, რომელზეც  მოწვეულები იყვნენ  ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილეს  თემები, როგორიცაა:  

    • ფილტვისკიბოსაქართველოში(ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
    • ადრეულიარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოს (eNSCLC)პერიოპერაციულიიმუნოთერაპია - რთულიგამოწვევათუგანვითარებადიმკურნალობისახალისტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
    • ადიუვანტურითერაპიაარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოსსრულირეზექციისმქონეპაციენტებში(ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

    ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც მოითხოვს თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. "აუცილებელია ფილტვის კიბოსთვის დამახასიათებელი იმ სპეციფიური ბიომარკერების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებენ და ხელს უწყობენ სიმსივნური პროცესის მიმდინარეობას და პროგრესირებას.

    პერსონალიზებული მედიცინა ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდს: კომპლექსური გენომური პროფილირებას (CGP). ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. „აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე შესაძლებლობა გვაქვს პაციენტს შევურჩიოთ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა. ინდივიდუალური სამკურნალობა სქემა გვაძლევს დაავადების მკურნალობის მეტად ეფექტურ გამოსავალს,“ - ითქვა კონფენრეციაზე. 

    დასასრულს გაიმართა, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგის ამიკო მათითაშვილის ფასილიტატორობით.

    დამატებითი ინფორმაცია:

    როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს  და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს

    იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება. 

    უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის  საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას.   ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ.  „ ჩექფოინთ  (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას.  ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც)  არის გამოხატული  ზომიერი ექსპრესიით. ისინი  პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა  და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების  აქტიურობას და, შედეგად,  იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.

     დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის   სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები -  ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1.  მათი  მოქმედების მექნიზმი მოიცავს  სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და  იმუნური  უჯრედების  რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.

    როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?

    ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური