საფრანგეთში ირანელმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2022 15:51

ირანში ახალგაზრდა ქალის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები სხვადასხვა წერტილში ისევ გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

მათი ინფორმაციით, საფრანგეთში მცხოვრებმა ირანელმა მოჰამად მორადიმ ქალაქ ლიონში მდინარე რონში გადახტა და თავი მოიკლა, რათა ყურადღება მიექცია მის ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისადმი.

სანამ თავს მოიკლავდა, მორადიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იწყება სიტყვებით „ეს არის ჩემი თვითმკვლელობის ვიდეო“.

მასში მორადი ამბობს, რომ თვითმკვლელობის მიზანია „ევროპის ქვეყნებისა და ხალხების ყურადღების მიქცევა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი“.

"სანამ ამ ვიდეოს უყურებთ, მე მდინარეში მოვკვდები. თვალი ვერ დავხუჭე ჩემი ხალხის პრობლემებზე. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვიცხოვრო დამცირებით." - ამბობს ირანელი ახალგაზრდა.

ფრანგული მედიის ცნობით, გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, გამვლელების ჩარევის მიუხედავად, 38 წლის მორადი მდინარე რონში გადახტა და ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მდინარეში ცხედარი იპოვეს.

ირანის დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის წესების დარღვევის გამო დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის მაჰსა ამინის, 16 სექტემბერს გარდაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქცების დაწყება გამოიწვია.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ანტირეჟიმულ გამოსვლებში გადაიზარდა, ასობით ადამიანი დაიღუპა და 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას ერთგულება დემოკრატიისადმი და შეახსენებს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

    ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს.

    „სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს არის ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან.

    ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ერთად მივაგოთ პატივი ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის, უდანაშაულო მოხუცებისა და ბავშვების ხსოვნას!

    რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია არ შევანელოთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, გთხოვთ მონიშნოთ თქვენს კალენდრში 24 თებერვალი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად, დილის 11:00 საათზე შემოერთდით უკრაინის საელჩო წინ დაგეგმილ სოლიდარობის აქციას.

    ღონისძიება ხელმისაწვდომია ყველასთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის ბრძოლა რუსი აგრესორის წინააღმდეგ.

    საკონტაქტო პირი: ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი, ილია ზუკაკიშვილი

    მობ: 597 34 55 00

  • პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა განცხადება თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ, მოღალატურ თავდასხმასთან დაკავშირებით.

    როგორც აზერბაიჯანული სააგენტო АЗЕРТАДЖ-ი იტყობინება, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტსღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რომელიც იცავდა ჩვენს საელჩოს და საელჩოს პერსონალს.

    კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიებას და ტერორისტების კანონით დასჯას. ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე მიუღებელია!“, - აცხადებს ილხამ ალიევი.

  • თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

    ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

    განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.

    თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებს ბელორუსისა და ირანის წინააღმდეგ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

    ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებს, რომლებიც გამოცხადდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, მათზე, ვინც სამხედრო გზით უჭერს მხარს რუსეთის ომს, როგორიცაა ბელორუსი ან ირანი. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირ-ნატოს თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

    „ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მამაცი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება სანქციების მკაცრი რეჟიმის გამო“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

    „ჩვენ ასევე დავაწესებთ ახალ სანქციებს ბელორუსის მიმართ, რომლებიც უპასუხებენ ბელორუსის როლს რუსეთ-უკრაინის ომში. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს "არსებითი ჰუმანიტარული ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინისადმი, სანამ ეს საჭირო იქნება".

    დაწვრიულებით სანახავად გადადით ბმულზე:

    Press conference broadcast

ბიზნეს ნიუსი

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!

დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური