ყაზახეთის ახალი რეფორმები, რომლის სათავეში ქვეყნის უპირობო ლიდერი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი იმყოფება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 23 დეკემბერი 2022 16:06

ყაზახეთის რესპუბლიკისთვის 2022 წელი უდაოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წელი იყო. მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთში გაიმართა რეფერენდუმი, ხოლო 20 ნომებერს ყაზახეთში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 8 300 046 მოქალაქემ (69,44 პროცენტი) 11 953 465 ამომრჩევლიდან, რომელებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და აღიარეს, მათი სრული მზადყოფნა, რეფორმების გატარებისა და ცვლილებებისადმი, რომლებიც მათ ქვეყანას საბოლოო ჯამში მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ გადააქცევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყაზახმა ხალხმა ერთხმად დაუჭირა მხარი განვითარებას და ახალი, თანამედროვე რესპუბლიკის ფორმირებას, რომელიც მოსახლების კეთილდღეობისკენ, სამართლიანობისკენ და ეკონომიკური წინსვლისკენაა მიმართული. კონსტიტუციური რეფორმა - ეს არის კომპლექსური მიდგომა ცვლილებების, კონსტიტუციური და პოლიტიკური აზროვნების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისკენ.

როგორც ცნობილია, ყაზახეთში მიმდინარე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ლიდერმა ბატონმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. რასაკვირველია, ყაზახმა ერმა სამართლიანი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებულ, პატრიოტ კანდიდატს.

ამავე პერიოდში ყაზახეთი განაგრძობს საერთაშორისო პრინციპების გატარებასა და სისრულეში მოყვანას. ქვეყნის რეფერენდუმის შედეგად, ყაზახეთში გატარდა, სხვადასხვა, სახის რეფორმები. განვითარდა საერთაშორისო სამართლის ნორმები, გატარდა სახელმწიფო მნიშვნელობის წესები. ასევე დაიხვეწა საარჩევნო სისტემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადეობისთვის უფრო ღია და გამჭვირვალე გახდა.

ყაზახეთის პრეზიდენტის ბატონ კასიმ-ჟომარტ ტოყაევის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, არის თვალსაჩინო საერთაშორისო სამართლისა თუ ურთიერთობების ღია, მკაფიო და ეფექტური მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო მსოფლიო არენაზე. სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, იმ მნიშვნელოვან დებულებას, რომ ყაზახეთი ახორციელებს მშვიდობიან და ღია საგარეო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს მეგობრული და ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულების განვითარებას მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებთან. 

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ყაზახეთში ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა წყნარ, პოლიტიკურად სტაბილურ და ტრანსფარენტულ ვითარებაში ჩაიარა. ამის შესახებ პოლიტოლოგმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

ვახტანგ მაისაია ყაზახეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

„მე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ მხრიდან ოფიციალურად საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველოდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მეორე პიროვნება იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პროფესორი ბატონი ბადრი ნაჭყებია, რომელიც ამ შემთხვევაში ყაზახეთში მასმედიის კუთხით იმყოფებოდა და არჩევნებს აშუქებდა.

არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა სარეკორდო მაჩვენებელს შეადგენდა – 641 ადამიანი. ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები იყვნენ: ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, „ისლამური თანამშრომლობის კონფერენციის“ სადამკვირვებლო მისია, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიები, ასევე კანადის პარლამენტის, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები.
ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებში, 10 000 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი. მთლიანობაში, ამ არჩევნებმა საკმაოდ წყნარ, პოლიტიკურად სტაბილურ, ტრანსფარენტულ ვითარებაში ჩაიარა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ სხვა ვერაფერი მონახა და მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ კანდიდატებს შორის სრულმასშტაბიანი კონკურენცია არ იყოო, - დაამატა ვ. მაისაიამ.

იმას, რომ დათვლის პროცესი არატრანსფარენტულ ვითარებაში ჩატარდა, არ ვეთანხმები. პროცესს ასტანაში მდებარე N111 საარჩევნო ოლქში პირადად დავესწარი, იქ 2 597 ამომრჩეველი იყო მიწერილი. ამ ოლქში საღამოს 20:00 საათზე, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, დათვლის პროცესს თავად ვესწრებოდი. ალბათ, ცენტრალური აზიის ქვეყნების მაგალითზე პირველად, დათვლის პროცესს თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია, ასტანის ტელევიზია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი ტრანსფარენტულობის დონეზე იყო. ასეთივე სურათი იყო სხვა საარჩევნო უბნებზეც. მე ვიტყოდი რომ დათვლის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს პრაქტიკა გადმოიღოს, როდესაც მასმედიის წარმომადგენლები დათვლის პროცესს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე ესწრებიან.

ასევე, ერთ-ერთი ნოვაცია იყო ის გარემოება, რომ სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცალკე კამერები იყო მოწყობილი. ასევე, საინტერესო მომენტი იყო ის, რომ ბიულეტენში 6 კანდიდატის გრაფასთან ერთად, მე- 7 გრაფაც იყო – ყველას წინააღმდეგ. ესეც ძალიან საინტერესო მოვლენაა. ამ გრაფაში ხმა 400 000- მა ადამიანმა მისცა. გადახაზული გრაფები ბათილდებოდა. ყაზახეთში ამომრჩევლის სტატუსი 11 მილიონ ადამიანს ჰქონდა, აქედან არჩევნებზე 8 მილიონი ადამიანი მივიდა, ანუ დაახლოებით 69, 1%. მოქმედ პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოყაევს ხმა, დაახლოებით 6-მა მილიონმა ადამიანმა მისცა, რაც 81%-ს შეადგენდა.
არჩევნებში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გაიმარჯვა, რომელსაც, სხვათა შორის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც უჭერდა მხარს. ეს გასაგებია, რადგან დღეს ყაზახეთი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმების ტრანსფორმაციის პირობებშია“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ყაზახეთმა დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია.

„ქვეყანა მკაცრი საპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადადის. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით, 7 წლის განმავლობაში ირჩევა. მას მეორეჯერ არჩევის უფლება არ აქვს. პარლამენტს პოლიტიკური მართვის განხორციელების მიმართულებით საკმაოდ დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. ყაზახეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველმა სიკვდილით დასჯა გააუქმა. მან საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმები დაიწყო და დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა ყველა მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართულებითაც“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. 

თავის მხრივ პროფესორი ბადრი ნაჭყებია ამბობს, რომ არჩევნების ხარისხისა და ლეგიტიმურობის შესაფასებლად მოწოდებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე აცხადებს, რომ არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდა. სხვათა შორის, ამაზე ისაუბრეს როგორც რუსეთის, ისე ამერიკის და სხვა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებმა, რაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე მოწმობს.

„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო წლებში ყაზახეთი აღმავლობის გზაზე იმყოფება, აქ სერიოზული ძალისხმევა კეთდება დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის. სასიხარულოა, რომ ყველა დონეზე რესპუბლიკა ძალიან სერიოზულად ემზადება მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, მათ შორის არჩევნებისთვისაც“, დასძინა ბადრი ნაჭყებიამ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყაზახეთი მსოფლიო არენაზე გამორჩეულია თავისი მშვიდობისმყოფელი, წინადახედული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკითა და დიპლომატიით. ფაქტიურად, აშკარაა, რომ ყაზახეთმა დამოუკიდებლობის 30-ე წელს ბევრ წარმატებას მიაღწია. დასრულებულია ყაზახეთის სახელმწიფო მშენებლობის პროცესი, მოგვარებულია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები, მკაფიოდ დახაზულია და საერთაშორისო სამართლის მიერ დარეგისტრირებული ქვეყნის საზღვრები. დიდი სტეპების გულში, ბრწყინვალე და თანამედროვე ახალი დედაქალაქი ჩამოყალიბდა. ეკონომიკური თვალსაზრისით კი ყაზახეთი საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. კონტინენტის ცენტრში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვრები მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.

აღსანიშნვია ისიც, რომ 2022 წლის სექტემბერში მიმდინარე შანხაის თანამშრომლიბის ორგანინზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრაში, უზბეკეთში, კერძოდ კი სამარყანდში, ყაზახეთის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გასუვა მსოფლიო ბალანსისა და მშვიდობის შესახებ არსებულ დღის წესრიგს - „ჩვენს წინაშე დგას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პოტენციალის სრულიად გამოვლენის ამოცანა. ორგანიზაციის ეფექტუობის გაზრდა, და მრავალმხრივი თანამშრომლობის განივთარება, შედის ყველა მონაწილე სახელმწიფოს ინტერესებში. მისმა საქმიანობამ დამაჯერებლად აჩვენა მის ნორმატიულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ფუნდამენტური პრინციპების აქტუალობა“.  ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების მექანიზმი, განსმჭვალულია დიპლომატიურ მიდგომათა ერთობით. სწორედ კასიმ-ჟომარტ ტოყაევისთვის ნათელია, ყველა ის ნიუანსი, რაც საერთაშორისო პოლიტიკას ახლავს თან და წარმართავს მას. 

რაც შეეხება ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ასპექტებით. ივლისში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივ თანამშრომლობას. საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში იერჟან კაზიხანი. თბილისში გაიმართა ყაზახეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 შეხვედრა, ასევე ბიზნეს ფორუმი ყაზახი და ქართველი მეწარმეების მონაწილეობით. მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობდა კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებითაც - თბილისში დიდი ყაზახი პოეტისა და მოაზროვნის აბაის ძეგლი გაიხსნა. გარდა ამისა, გაიმართა ყაზახეთის კინოს დღეები. ასევე 2022 წლის 15 ნოემბერს, თბილისში წარმატებით ჩატარდა „ასტანა ბალეტის“ წარმოდგენები. იმავე საღამოს სასტუმრო „ბილთმორში“, საზეიმოდ აღინიშნა ორი მნიშნველოვანი თარიღი - რესპუბლიკის დღე და 30 წელი საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან.

ხოლო რაც შეეხება მომავალ 2023 წელს. ექსპერტების აზრით, ეს წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ყაზახეთისთვის. მომავალი წლის პირველ ნახევარში ყაზახეთში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. პირველად 18 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი კანდიდატები შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ერთმანდატიან ოლქებშიც.

ამჟამად, წინასაარჩევნო პერიოდში, უკვე გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძოლებენ ყაზახეთის პარლამენტში მოსახვედრად, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს პოლიტიკურ კონკურენციას და პრიულარიზმს, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით მართვას.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 268 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!

    „აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.

    ბატონები, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ!", ნათქვამია განცხადებაში.

  • პარლამენტმა 5 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 5 დეპუტატისთვის  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
    გიორგი ამილახვარს 75 ხმით, ირაკლი კოვზანაძეს - 69 ხმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას - 68 ხმით, ნინო იობაშვილს - 70 ხმით და გიორგი ხელაშვილს - 67 ხმით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

    პარლამენტის 5 წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

    პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა - გიორგი ამილახვარს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ხელაშვილს, რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით  პირადი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

  • ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

    ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში ახალი, თანამედროვე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ასტანაში, „ნოვრუზ ბაირამის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა.

    სააგენტო „ყაზინფორმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ წარადგინა ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა ყაზახეთის ყველა სფეროს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას. „ხალხმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას და წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ყველაფერი. რეფერენდუმის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ქვეყნის კონსტიტუციაში. გადაიდგა სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები ხელისუფლების სისტემის განახლებისთვის“, - აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა.

    მისივე თქმით, „გუშინ ჩატარდა მეჟლისისა და მასლიხატის არჩევნები, რაც სერიოზული ნაბიჯია ჩვენი ყველა რეფორმის ხელშეწყობისთვის. ეს არჩევნები გახდა ფართომასშტაბიანი ცვლილებების ღირსეული გაგრძელება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაიწყო ახალი ეტაპი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მომენტი დაემთხვა „ნოვრიზის“ დღესასწაულს“, - დასძინა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

  • შთო-ს მისიამ ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად შეაფასა

    შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) გენერალური მდივნის მოადგილემ გრიგორი ლოგვინოვმა გამოაცხადა დამკვირვებელთა მისიის მოხსენების ძირითადი პუნქტები ყაზახეთის რესპუბლიკაში მეჯლისისა და მასლიხატების დეპუტატების არჩევნებზე.

    მისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მეჯლსისა და მასლიხატის დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები აკმაყოფილებს ყაზახეთის საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, - აღნიშნა გრიგორი ლოგვინოვმა, ასტანაში გამართულ ბრიფინგზე.

    მისივე თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, მისიის მხრიდან არ დაფიქსირებულა. „მისია აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს, და აფასებს მას როგორც გამჭვირვალე, სანდო და დემოკრატიულს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაწეული დახმარებისთვის, დამკვირვებელთა მისიის საქმიანობის უზრუნველყოფაში მათი კომპეტენციის ფარგლებში“, - დასძინა მომხსენებელმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • არჩევნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა - თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი

    19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააზიარა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სადი ჯაფაროვმა, ასტანაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

    „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 2023 წლის 19 მარტს მეჯლისის და მასლიხატის არჩევნებს. მისიაში შედიოდნენ ორგანიზაციის ოფიციალური სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფოების დიპლომატები. მისიამ თავისი საქმიანობა განახორციელა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნა სადი ჯაფაროვმა.

    მისივე თქმით, ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარემ ნურლან აბდიროვმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ საარჩევნო პროცესების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესის მზადების შესახებ.

    „არჩევნების დღის განმავლობაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიამ ასტანაში 438 საარჩევნო უბანი მოინახულა. საერთო ჯამში, მისიამ დამატებით კიდევ 32 საარჩევნო უბანი მოინახულა. მონიტორინგის შედეგად, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი დარღვევები არ გამოვლენილა. მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის ნება“, - დასძინა ორგანიზაციის სპიკერმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური