#IBSU-ს მედია ცენტრის, რადიო გადაცემის "საუბრები ჟურნალისტიკაზე" სტუმარი თამარ გეგენავა იყო
Related items
-
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა შემდეგ საინტერესო თემებს: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა.ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეალიზებას.კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენდნენ 12 ქვეყანას: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სომხეთი, ყატარი, მოლდოვა და ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 13 ამერიკელი განათლების ექსპერტი.IBSU მადლობას უხდის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის რეგიონულ ოფისს, რომელმაც უზრუნველყო ინგლისური ენის ექვსი სტიპენდიატისა და ფულბრაიტის პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებლის ასისტენტის კონფერენციაზე დასწრება. მათ მონაწილეებს ღირებული ინფორმაცია გაუზიარეს.კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება. -
IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.
მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.
-
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.
საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.
კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.
მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში
-
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის/პოეტის შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.ფოტოალბომი: https://bit.ly/3kTjXvr -
IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს.
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა მადლობას უხდის პროგრამის განვითარებაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
ბიზნეს ნიუსი
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...
ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და ოზგურ იუჯელმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო
2023 წლის 3 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტო...
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის...