"საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა",- პრემიერი საოკუპაციო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივლისი 2015 12:02

მინდა მოგიწოდოთ ყველას სიმშვიდისკენ. საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა, - ეს განცხადება საოკუპაციო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.  

"მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს, ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენ გზას. ჩვენ მშივადად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი.  ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანტების გავლენის ქვეშ და არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება", -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 
წაკითხულია 370 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური