მოასწარი დეკემბერი - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 დეკემბერი 2022 11:28

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე დეკემბრის აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს  განსაკუთრებული პირობებიდან ერთ-ერთი.

  • ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან)
  • ან დაისვენოს სესხის ყოველთვიური გადასახადისგან ზაფხულამდე, 6 თვემდე საშეღავათო პერიოდის პირობით

აქციის პირობებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის/თანხის დამატების შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურების პირობით. ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით, ან მობილურ სერვის ცენტრებს.

აქცია გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით.

დეტალური პირობები: https://bit.ly/3EUupt6

წაკითხულია 92 ჯერ

Related items

  • ლიბერთი განათლებისთვის ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

    ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის.

    კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში გააგზავნის, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი, ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.
    წელს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან - 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი. კონკურსში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადიგონ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.
    „ვიწყებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების დიდი მოთხოვნა“, - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
    „ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი - ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. - აცხადებს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
    ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების
    2 / 2
    შექმნის წახალისება. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
    კონკურსის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის მხარდამჭერები არიან სხვადასხვა კომპანიები და ორგანიზაციები.
    2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი.
    კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/events/detailed/15.

  • ,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
    ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწი-ფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,მერსი კორფსისა“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარები-სთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
    ,,ლიბერთის ,,ბიზნეს დიალოგი“-ს მიზანია, რეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დიალოგის ფორმატი კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაცნოთ ჩვენი პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორები და ლოკალურად შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთისთან პარტნიორობის და დაფინანსების შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. გასულ წელს თითქმის მთელი საქართველო მოვიცავით და ამჟამად ქვემო ქართლს ვეწვიეთ. მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის საკმაოდ  ნაყოფიერია, რადგან იდეების და საჭიროებების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
    ,,ლიბერთი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. მადლობას ვუხდით ბანკს აქტიური თანამშრომლობისთვის. მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე პროექტების შესახებ, ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ – მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარები დეპარტამენტის უფროსი.
    ,,სააგენტოსთვის "აწარმოე საქართველოში" ძალიან მნივნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა. ლიბერთი ბანკის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოხდა არსებული სახელმწიფო პროგრამების გაცნობა. აღნიშნული მიმართულია მცირე  და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დიალოგის ტიპის შეხვედრები  საკმაოდ კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ  მომხარებლებმა მიიღონ  ამომწურავი ინფრომაცია  მათთვის სასურველ და  მორგებულ საკრედიტო  პროდუქტებზე და ამასთანავე გამოიყენონ ყველა ის ფინანსური სიკეთე, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სთავაზობს თავის პოტენციურ ბენეფიციარებს -  სესხის პროცენტის სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის და საგრანტო პროგრამების სახით”- ირაკლი ვეშაგური, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი
    ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, ბიზნეს სექტორისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებთ, დაზღვევა მათ დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
    ,,მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ,, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE), რომლის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ბანკის ინიციატივა - ,,ბიზნეს დიალოგი“, კარგი შესაძლებლობაა შევხვდეთ რეგიონებში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნეს წრეებს და გავაცნოთ რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მოსალოდნელი დადებითი შედეგები. ასევე მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებსა და გამოცდილ მეწარმეებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი. 
  • ,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

    ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს.

    რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში მიმდინარე მესამე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ ქვემო ქართლის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.

    RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

    პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

    "ლიბერთი რეგიონებში, ახალგაზრდების ფინანსური განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარების საქმიანობაში. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია ახალგაზრდებს დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხსიმგებლიანი ბიზნეს კომპანიები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის და ლიბერთის სახელით მონაწილეებს ვულოცავთ ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებას. ვფიქრობთ, ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული მონაწილეებს დაეხმარებათ პროექტების წარმატებით განხორცილებაში. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეების მხარდაჭერას - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი.

    “რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია სექტორთაშორისი თანამშრომლობა. კერძო სექტორის მონაწილეობა და რესურსების კონსოლიდაცია ყოველთვის ზრდის ინტერვენციის ხარისხს. პროექტის განხორციელების პროცესმაც ცხადყო, რომ სინერგიაზე დაფუძნებული მიდგომებით იქმნება ბევრად მეტი შესაძლებლობა და მდგრადი შედეგები.” - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი.

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.

    ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

    ,,მერსი ქორფსის“ შესახებ

    ,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

    სს ლიბერთი ბანკის შესახებ

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება

    ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება შეეძლებათ.

    ლიბერთის 700-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სმარტფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ბანკომატში ნაშთის შემოწმება, ბანკომატიდან თანხის გატანა (როგორც ლარი, ასევე აშშ დოლარი), ფულადი გზავნილებით სარგებლობა და ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისები.

    გარდა ამისა, ლიბერთის Cash-In ბანკომატებში ფიზიკური ბარათის გარეშე, მობილურით Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით თანხის შეტანა და ვალუტის კონვერტაციაც შესაძლებელია - თანამედროვე Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია. ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით მარტივია - უკვე Apple Pay-ით ან Google Pay-ით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის, 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.

    Apple Pay ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე მესამე წელია ხელმისაწვდომია, ხოლო Google Pay საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაინერგა. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს ციფრულ საფულეში ბარათის დამატება მარტივად, მობაილ ბანკიდანვე ერთ ღილაკზე დაჭერით შეუძლიათ. გადახდის უკონტაქტო სერვისით სარგებლობისას კი ლიბერთის ბარათების ყველა ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია.

    ლიბერთიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული არხებისა განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, Apple Pay-ს და Google Pay-ს სერვისების დანერგვით კი კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს შესთავაზებს ბანკომატის არხით სარგებლობისას:

    „თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია.
    ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული.
    როგორც Apple-ის, ასევე Google ციფრულ საფულეს უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს უკონტაქტო გადახდებისთვის და ახლა უკვე, ბანკომატით სარგებლობაც შეეძლებათ პლასტიკური ბარათის გარეშე.
    2023 წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ციფრული სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაზე“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.     

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქართული ბრენდების ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით ახალ აქციას იწყებს: მომხმარებლები, რომლებიც ლიბერთის Mastercard ბარათით აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტების ონლაინ მაღაზიებში გააკეთებენ შენაძენს, გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნებენ ანგარიშზე.

    აქციაში მონაწილე CashBack-ის მეგობარი ქართული ბრენდები და პირობები:

    · 1 თებერვალი - Person - 60% | https://person.ge

    · 2 თებერვალი- Onemall • ვანმოლ - 30 % | https://onemall.ge

    · 3 თებერვალი- Ninea • ნინეა - 40% | https://ninea.ge

    · 4 თებერვალი- გოგოშა • GOGOSHA - 50% | https://gogosha.ge

    · 5 თებერვალი- Hamo • ჰამო -  50% | https://hamo.ge

    ქეშბექის აქციით სარგებლობისთვის საჭიროა cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და ონლაინ გადახდისას ლიბერთის Mastercard ბარათის გამოყენება.

    აქციის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, დაბრუნებული ქეშბექის ლიმიტია 200 ლარი. აქცია ძალაშია 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით.

    „ქართულ ბრენდებთან მეგობრობა, ლიბერთის ლოიალობის მიმართულებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის მუდმივად აქტიური გვაქვს ეს შეთავაზებები და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილიც შეგვაქვს მათი ბიზნესის განვითარებაში.

    ელექტრონული კომერციის კუთხით, როგორც ლიბერთის მომხმარებლების, ასევე ქართული ბრენდების ონლაინ მაღაზიებში გადახდების წახალისება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. მოხარული ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას 60%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდეთ ანგარიშზე და სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ ყველაზე მაღალი ქეშბექით“ -  დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

    როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

    1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

    2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება

    3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard  ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური