ჩინური კოსმოსური ხომალდის Shenzhou-14-ის ეკიპაჟი უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე
პეკინი, 4 დეკემბერი (სინხუა) – ჩინეთის კოსმოსური ხომალდის Shenzhou 14-ის ეკიპაჟის სამი წევრი კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის დასრულების შემდეგ დღეს უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე.
Shenzhou-14 დასაბრუნებელი კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ჩენ დონგი, ლიუ იანგი და კაი ქსჟე იმყოფებოდნენ, პეკინის დროით 20:09 საათზე დაეშვა Dongfeng-ის სადესანტო მოედანზე შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში (ჩრდილოეთი ჩინეთი), განაცხადა ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის ოფისის წარმომადგენელმა.
ასტრონავტები კარგ ფორმაში არიან, Shenzhou-14 პილოტირებული მისია წარმატებულად იქნა აღიარებული, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში", მიესალმა იქ მყოფი ხალხი „ტრიოს“ და აიღო კამერები ამ ისტორიული მომენტის გადასაღებად.
„ჩემთვის პატივია ამ მისიაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ჩენ დონმა, მისიის მეთაურმა და პირველმა ჩინელმა ასტრონავტმა, რომელმაც ორბიტაზე 200 დღეზე მეტი გაატარა. "მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით", - დასძინა მან. ლიუ იანგმა, ჩინელმა პირველმა ასტრონავტმა ქალმა, ასევეგანაცხადა, რომ მას დაუვიწყარი მოგონებები ექნება კოსმოსურ სადგურზე გატარებული დროის შესახებ და მოხარულია, რომ სახლში დაბრუნდა.