ევროკავშირი საქართველოს სამხედრო ძალებისთვის €20 მილიონიან დახმარების პაკეტს ამტკიცებს
ევროპის კავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაცემული დახმარების პაკეტი გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერ-თავდაცვის სერვისთა პოტენციალს. ეს მიზანი მიიღწევა შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით, რაც აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებასაც მოიცავს.
დახმარების პაკეტი იმ 12.75 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერას დაემატება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა.
„უახლესი დახმარების პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოს პოტენციალი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და გამძლეობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
Related items
-
პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.
,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი -
ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ადმინისტრაცია იუწყება.ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატოს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს.პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია. -
შსს-ს განცხადება ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
-
კახა ოქრიაშვილი: „დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“.
„ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...