„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2022 10:39

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტო „თრაიქეას“ წარმომადგენლობამ, გლობალურმა სადაზღვევო კომპანიამ SOS International-მა, „თრაიქეას“ პროგრამის სამედიცინო მომსახურების მომწოდებლად აირჩია.

„ნიუ ჰოსპიტალსმა“ ხანგრძლივი სელექციისა და ინსპექტირების შედეგად მიიღო „თრაიქეას“ ავტორიზაცია და მისი პარტნიორი გახდა, რათა უზრუნველყოს „თრაიქეას“ და SOS International- ის საქართველოში მყოფი ბენეფიციარებისთვის სრული სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

„თრაიქეა“ წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტოს პროგრამას, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს გარშემო უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების, სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

ავტორიზაციის პროცესი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსმა“ გაიარა „თრაიქეას“ მიერ დადგენილი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და საქართველოში დასავლური სტანდარტების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 230,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება. 

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დახმარებას უწევს უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებს
    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იტყობინება, რომ "შობის დღესასწაული ახლოვდება და განსაკუთრებით ვფიქრობთ უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებიც რუსეთის სასტიკ, გაუმართლებელ ომს გამოექცნენ და საქართველოში აფარებენ თავს.
    გასული წლის განმავლობაში ამერიკის საელჩო შევუერთდით ქართველი ხალხის თანადგომას, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება და სამოქალაქო საზოგადოების თაოსნობით უკრაინელ დევნილთა დახმარების არაერთ პროექტს დავუჭირეთ მხარი.
    ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკრაინელი და ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი სონიაშნიკია, რომელმაც დღემდე 150-ზე მეტი ბავშვი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართო. 2023 წლის განმავლობაში უფასო ინგლისურისა და ზუსტი მეცნიერებების კლასები გაგრძელდება და მათ მედიაწიგნიერებისა და გოგოების გაძლიერების პროექტები დაემატება", - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.
  • ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ორმხრივი კავშირების აღსადგენად: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    პეკინი, 13 დეკემბერი (სინხუა) – ჩინურმა მხარემ მოუწოდა გაზარდოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სე ფენმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკთან და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორთან ჩინეთის საკითხებში ლორა როზენბერგერთან ქალაქ ლანგფანგში. შეხვედრა გაიმართა ჰებეის პროვინციაში, ჩრდილოეთ ჩინეთში, პეკინის მახლობლად.

    ჩინეთმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა განიხილოს ორი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის განხორციელება, როგორც მთავარი გზამკვლევი ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის შემდეგ ეტაპზე, განაცხადა ვან ვენბინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ჩინეთმა ასევე მოუწოდა ორივე მხარეს გააძლიერონ კომუნიკაცია და დიალოგი, განახორციელონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და სათანადოდ მოაგვარონ უთანხმოება, რათა ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

  • შიდსის ჯანდაცვის ფონდი 2022 წელს შიდსის მსოფლიო დღეს „შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ გზავნილით აღნიშნავს

    ქ. თბილისი, საქართველო, 1 დეკემბერი 2022:  წელს, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს  მთავარი გზავნილით  - „ჯერ არ დასრულებულა“.  ამ მესიჯით, AHF მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია  გასაკეთებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ახალ ინფექციებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გაორმაგდეს ძალისხმევა, რადგან სასწორზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა.

    „მოხარულები ვართ, რომ აივ ინფექციის პროგრამების მდგრადობა თვალსაჩინო იყო როგორც მსოფლიო პანდემიის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ. თუმცა, თუ UNAIDS-ის უახლეს მონაცემებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ აივ ინფექციის მიმართ გლობალური რეაგირება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს, შიდსის მსოფლიო დღეს, ჩვენი მთავარი მესიჯი ყოფილიყო „ჯერ არ დასრულებულა“. ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ყველა ქვეყანაში, გაზარდონ ძალისხმევა შიდსის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობისათვის, რათა შევამციროთ ინფექციის ახალი მაჩვენებლების რაოდენობა, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შრომა წყალში ჩაიყაროს,“ - აღნიშნავს AHF-ს გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელი ტერი ფორდი.

    UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე  იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.

    გასული წლების მსგავსად, 2022 წლის შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით AHF საქართველოც უერთდება და 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. შეხვედრა იქნება ინფორმაციული, სადაც მოწვეულ საზოგადოებას გააცნობენ მსოფლიოში ასებულ სტატისტიკას, ისაუბრებენ პრევენციაზე, ტესტირების და მკურნალობის  მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდება უფასო და ანონიმური ტესტირება.

    ღონისძიებას „შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ წარადგენს ნინო ხეთაგური (შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა), სიტყვით გამოვლენ:  ზაზა ლომინაძე (საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი), თენგიზ ცერცვაძე (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმონოლოგიის ს/პ ცენტრი), ირმა ხონელიძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი)

    გარდა ამისა, ამავე დღეს, 12:00-14:00, AHF საქართველო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტი მოხალისეების ჩართულობით გაავრცელებენ დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებსა და კონდომებს. მნიშვნელოვანია, რომ  პროცესში ჩართული არიან სტუდენტი ახალგაზრდობა.  აქტივობა დაიწყება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.  კამპანიის ფარგლებში, ასევე, მომზადდება  საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, რომელიც პოპულარულ და საინფორმაციო ონლაინ გვერდებზე განთავსება. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.

    „ნებისმიერი პანდემიის დაძლევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას,  ადამიანის უპირველესი უფლების - სიცოცხლის დაცვას,  სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს,  ფონდის მთავარი გზავნილია „ჯერ არ დასრულებულა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა  ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით  ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და  დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.

    UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.

    „დღეს ვეროპა არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა, მიუხედავად ამისა, AHF-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა სიამოვნებით უერთდება ადვოკატირების კამპანიას შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. აუცილებელია, ხაზი გავუსვათ აივ ინფექციასთან ბრძოლის გააქტიურების მნიშვნელობას როგორც ევროპაში, ისე  მის ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის სისტემები მთელი კონტინენტის მასშტაბით ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ ლიდერებს, დროული რეაგირება ჰქონდეთ აივ ინფექციასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი რეგიონია, სადაც შიდსის ახალი შემთხვევები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იზრდება. როგორც ყოველთვის, AHF მზადაა, პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების უზრუნველსაყოფად. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ადვოკატირებაზე, რათა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს ხალხზე ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკა. ჩვენ გავაგებინებთ ევროპას, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე აივ/შიდსთან ბრძოლა „ჯერ არ დასრულებულა“  - აცხადებს AHF-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ზოია შაბაროვა.

    შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - AHFwad.org

    ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ

    შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:

     www.aidshealth.org

     www.facebook.com/aidshealth

    Twitter: @aidshealthcare

    Instagram: @aidshealthcare

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს

    ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

    მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ. „როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

    სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

    „შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.

    თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.

    ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.

    აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

    წყარო: https://1tv.ge/news/si-dzinpini-amerikul-chinuri-urtiertobebi-rtul-vitarebashia-da-chven-es-dzalian-gvaghelvebs/

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური