„შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2022 17:29

შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია  ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“  საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და  სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

,,კომპანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც ნიშნავს პაციენტისთვის სწორ დროს სწორ მკურნალობას. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები  საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგინეთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ იმუნოთერაპიულ პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე, რომლის მიზანი უნდა იყოს განკურნება. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას, - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ. 

კონფერენციაზე, რომელზეც  მოწვეულები იყვნენ  ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილეს  თემები, როგორიცაა:  

  • ფილტვისკიბოსაქართველოში(ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
  • ადრეულიარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოს (eNSCLC)პერიოპერაციულიიმუნოთერაპია - რთულიგამოწვევათუგანვითარებადიმკურნალობისახალისტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
  • ადიუვანტურითერაპიაარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოსსრულირეზექციისმქონეპაციენტებში(ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც მოითხოვს თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. "აუცილებელია ფილტვის კიბოსთვის დამახასიათებელი იმ სპეციფიური ბიომარკერების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებენ და ხელს უწყობენ სიმსივნური პროცესის მიმდინარეობას და პროგრესირებას.

პერსონალიზებული მედიცინა ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდს: კომპლექსური გენომური პროფილირებას (CGP). ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. „აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე შესაძლებლობა გვაქვს პაციენტს შევურჩიოთ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა. ინდივიდუალური სამკურნალობა სქემა გვაძლევს დაავადების მკურნალობის მეტად ეფექტურ გამოსავალს,“ - ითქვა კონფენრეციაზე. 

დასასრულს გაიმართა, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგის ამიკო მათითაშვილის ფასილიტატორობით.

დამატებითი ინფორმაცია:

როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს  და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს

იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება. 

უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის  საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას.   ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ.  „ ჩექფოინთ  (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას.  ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც)  არის გამოხატული  ზომიერი ექსპრესიით. ისინი  პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა  და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების  აქტიურობას და, შედეგად,  იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.

 დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის   სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები -  ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1.  მათი  მოქმედების მექნიზმი მოიცავს  სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და  იმუნური  უჯრედების  რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.

როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?

ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

წაკითხულია 169 ჯერ

Related items

  • 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა - “კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“

    „პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია თანაბარი და უწყვეტი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ მკურნალობაზე“ 

    4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში იმართება, რომელის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის  ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

    პრესკონფერეციაზე მოწვეულები არიან პაციენტები, მედიის, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები. შეხვედრა კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით იმართება.

    დაგეგმილია  საქართველოში კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება. იმსჯელებენ  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის  მქონე  ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა

    შეგახსენებთ, რომ პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა.  ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს  მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის! კერძოდ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ლიმიტი ძალიან ბევრი სიმსივნის სამკურნალოდ არასაკმარისია, აუცილებელია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსება პერსონალიზებული მიდგომით, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე და ასევე რადგან  კერძოდაზღვევაარფარავსონკოლოგიურმკურნალობას, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ  ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვისაც, რაცაღმოფხვრისსაქართველოსმოქალაქეებისთვისონკოლოგიურ  სერვისებზეწვდომისუთანასწორობას.  პეტიცია დასრულდა, რომელსაც მხარი 6000-მა ხელმომწერმა დაუჭირა: https://bit.ly/3hK8qgW. ასევე, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის მხარდასაჭერად, ცნობილი სახეების, ექიმების, პაციენტებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე შედგება.

    4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა ღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისთვის. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ კიბოს მართვის მიმართულებით, მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას. საქართველოში მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე არათანაბარი და არასრულფასოვანი მკურნალობა რჩება.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ

    არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის, კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე, თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე.

    მსოფლიო მონაცემებით კიბოს სიკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.  კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინოთ.

    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.  მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.

  • PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

    ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.

    „ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.

  • “შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

    ,,როშ ჯორჯიამ“ ადრეული ფილტვის კიბოს მართვის მთავარ საკითხებზე კონფერენცია გამართა.

    შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია  ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვისსაკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

    მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“  საზოგადოებას  ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას სთავაზობს, პრეპარატის, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ადრეული ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა.

    სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადებების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს, არ იწვევს სიმსივნური უჯრედების პარალელურად ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდა,“ - ითქვა კონფერენციაზე.

    როშის სიმსივნის საწინააღმდებო იმუნოთერაპიულმა პრეპარატმა  ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას. 

    ,,კომანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში წარმოადგენს პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა, რაც ნიშნავს სწორი პაციენტისთვის სწორ მკურნალობას სწორ დროს. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგენთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ სიმსივნის იმუნოთერაპიულ პრეპარატს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას ადრეული ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდგომი  მკურნალობის დროს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე და ფილტვის კიბოს მკურნალობის მიზანი უნდა იყოს განკურნება, - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ.

    გამართული კონფერენციის მთავარი მიზანი მოწვეული საზოგადოებისთვის  ფილტვის კიბოს მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვის გაცნობა იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია.

    ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ვერაგ დაავადებას, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოხატულებები არ აქვს და იმ სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ფილტვის ანთებით, ავტოიმუნურ ან ტუბერკულოზურ პროცესებსაც შეიძლება ახლდეს თან. ჩვენებები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლებისა და თავის ტკივილს.ზოგადი კლინიკური მანიფესტაციის გამო, ხშირად სხვა დაავადებების დიაგნოზით მკურნალობენ. შედეგად, ფილტვის კიბოს გამოვლენა პაციენტთა 60%-70% -ში არა ადრეულ სტადიაზე, არამედ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. არადა დროულ დიაგნოსტირებასა და პროფესიონალთა გუნდთან მოხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.სწორედ, სკრინინგის მნიშვნელობასა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ვასუბრობთ დღე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს რომ მართლაც შევცვალოთ წარმოდგენები ფიტლვის კიბოზე და მკურნალობის მიზანი გახდეს განკურნება,“ - გამარტავს ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით გიორგაძე.

    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა  ივანე კილაძე, კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას  ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, გამოწვევები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ სტატსტიკასა და დაავადების სიმძიმეზე.

    ,,იმუნოთერაპიამ ძალიამ ბევრი რამ შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობაში, კერძოდ, მეტასტაზური ფილტვის კიბოს დროს გადარჩენადობა გასული საუკუნის დასაწყისში თუ 4-5% იყო,  დღესდღეობით ეს რიცხვი 25-30%- მდე გაიზარდა. უფრო შთამბეჭდავია შედეგები მესამე სტადიის, ანუ ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბოს და ადრეული ფილტვის კიბოს დროს. თუკი ძველად ამაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ადრეული ფილტვის კიბოს განკურნებაზეც  კი,“ -  აღნიშნა ივანე კილაძემ.

    კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ  მოწვეული საერთაშორისო სპიკერებიც. დაავადების სიმძიმეზე, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და დამაიმედებლ პროგნოზე ისაუბრეს  ასოცირებულმა პროფესორმაპოლონეთიდან, ტომას მარჟანსკიმ და რომის დედოფალი ელენას სახელობის კიბოს ნაციონალური ინსტიუტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერიკო კაპუზომ.კონფერენციის დასასრულს კი გაიმართა პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგ, ამირან მათითაშივილის ფასილიტატორობით.

  • „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

    26 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს ეძღვნება.

    მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

    „ონკოლოგიაში ჩვენი უმთავრესი მიზანი პერსონალიზირებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. დღეს პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ფილტვის კიბო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო საზოგადოებისათვის. დაავადების იმუნოთერაპიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობის სტანდარტი. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას,“ - განმარტავს „როს ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი.

    კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულები არიან ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილება თემები, როგორიცაა:
    ფილტვის კიბო საქართველოში (ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
    • ადრეული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (eNSCLC) პერიოპერაციული იმუნოთერაპია - რთული გამოწვევა თუ განვითარებადი მკურნალობის ახალი სტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
    • ადიუვანტური თერაპია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სრული რეზექციის მქონე პაციენტებში (ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

    დასასრულს გაიმართება, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიი მათითაშვილის ფასილიტატორობით.

    დამატებითი ინფორმაცია:

    როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს
    იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება.
    უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას. ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ. „ ჩექფოინთ (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას. ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც) არის გამოხატული ზომიერი ექსპრესიით. ისინი პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების აქტიურობას და, შედეგად, იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.
    დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები - ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1. მათი მოქმედების მექნიზმი მოიცავს სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და იმუნური უჯრედების რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.
    როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?
    ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

  • PSP-ში „მადლიერების კვირეული“ დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე

    PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 17-25 ნოემბერს ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.

    PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. მომდევნო წლებში მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთღებული შეთავაზებებით „მადლიერების კვირეული“ ტრადიციად აქცია.

    მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი, ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი, ვიში, სოსკინი, ორმეტა, მისშა, მიზონი, პაიო, თალგო, ლა როშ პოზე, სებამედი, ზიაია, ისის ფარმა, კლორანი, სოსკინი, დოქტორ რენო, ურეაჟი, ცერავე, ალიქს ავენი, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი, კეიპრო, ეკოსლაინი, ბივიზიბალ, ბიორომი, როჟე კავალიე, ლა პეტიტ ოლივიე, ელიზაბეტ არდენი, იუგავი, კოპაში, ლეა, ნიპეს ზოლინგენი, ფიტო,  სოფთ&ჯენთლ - სასურველი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების - ბიორეპაიარი, კურასეპტი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, კორეგა, სილვერ ქეარ, ელმექსი - საშუალებები; ასევე მრავალფეროვანი შეთავაზებები ბავშვთა კვების, ჰიგიენის და მოვლის ყველაზე ფართო ასორტიმენტზე: 2+2, 2+1 და საჩუქრები.

    „გვსურს, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ერთგულებისათვის და წელსაც, უკვე ტრადიციულად, ვთავაზობთ ყველა მათი საყვარელი ბრენდის პროდუქტებს ყველაზე დიდი ფასდაკლებით. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 28 წელია მომხმარებელი და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელიც უკვე ტრადიციად ვაქციეთ. მეტი კომფორტისა და სიმარტივისთვის, სახლიდან გაუსვლელად შესაძენად „მადლიერების კვირეულის“ შეთავაზებებით შეუძლიათ ისარგებლონ PSP-ს ონლაინ პლატფორმებით: https://bit.ly/3geiDRR.

    წლის განმავლობაში მუდმივად საინტერესო შეთავაზებებს, აქციებს, საჩუქრებს და სიახლეებს ვთავაზობთ, მაგრამ მადლიერების კვირეული მაინც გამორჩეული დღესასწაულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. მადლიერების კვირეული 17 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“- აცხადებენ PSP-ში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური