„მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს რეგიონში
პროექტმა „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“ (CoM East), თავისი 10 წლიანინაყოფიერიმუშაობისგანმავლობაში, გააერთიანა სახელმწიფოს დაინტერესებული მხარეები, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანებები აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ექვსი ქვეყნის თითქმის 500 მუნიციპალიტეტიდან. იმის გათვალისწინებით, რომ საერთო მოსახლეობის 42%-ზე მეტი ცხოვრობს მუნიციპალიტეტებში, რომლებიც „მერების შეთანხმების“ მიზნებს იზიარებს, რეგიონში ადგილობრივი მთავრობების ინიციატივაში ჩართვის აშკარა დადებითი ტრენდი შეინიშნება.
ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას პროექტის ხელმომწერებს შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ტექნიკური ცოდნისა და დაფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო დაბრკოლებების ერთობლივად დაძლევას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფარგლებში ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენცია „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“2022წლის 29-30 ნოემბერს გაიმართება თბილისში, საქართველოში. კონფერენციას 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან და უკრაინიდან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერების შეთანხმების ინიციატივა მზად არის მიაღწიოს მიზანს გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. 2030 წლისთვის ემისიების 35%-ით შემცირების ამბიცია მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი მუნიციპალიტეტები ნამდვილად უახლოვდებიან ამ პრობლემის გადაჭრას. 460-ზე მეტი ხელმომწერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის ლიდერი და ბრწყინვალე მაგალითი ადგილობრივი მთავრობებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - თქვა ლოურენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა (DG NEAR).
კონფერენციის დროს, მომხსენებლები წარმოადგენენ შეთანხმების და მისი ხელმომწერების მიერ მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ევროკავშირის ძლიერ პოლიტიკურ ნებას, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელისუფლებას, მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა განხილულ იქნას საკვანძო სუსტი მხარეები და ბარიერები, რომელთა გადალახვა უწევს ხელმომწერ ქალაქებს, და შესთავაზებს წარმატების მიღწევის ეფექტურ საშუალებებს. კონფერენციაზე ასევე დაისახება ინიციატივის მომავალი და ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტების მიმართ „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ევროპული ინიციატივების ფარგლებში. სემინარები, რომლებიც გაიმართება ღონისძიების მეორე დღეს, შექმნის სივრცეს დიალოგისთვის ადგილობრივი მთავრობების, ცენტრალური ხელისუფლების და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) განხორციელების, სადემონსტრაციო პროექტების მაგალითებისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესახებ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროექტის 10 წლის იუბილესთან ერთად, ღონისძიება ასევე აღნიშნავს „მერების შეთანხმების“ მესამე ფაზის დაწყებას, რომელიც ამ წლის დასაწყისში ამოქმედდა. გარდა ამისა, 2014 წლიდან 2021 წლამდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა მერების შეთანხმების 33 სადემონსტრაციო პროექტი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 38.5 მილიონ ევროს შეადგენს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა გასული ათი წლის განმავლობაში აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში შექმნეს ძლიერი და მხარდამჭერი საზოგადოება, სადაც სამინისტროები და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ხელს უწყობენ შეთანხმების ხელმომწერებს CO₂-ის შემცირების ვალდებულებების შესრულებაში და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების გატარებაში.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით CoM East სამდივნოს კომუნიკაციის მენეჯერს, ქალბატონ ელენა ნიკიტინას (JLIB_HTML_CLOAKING ), ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პროექტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენები, სამოქმედო გეგმები, და დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის შესახებ ყველა შესაბამის ენაზე: https://com-east.eu/en/