ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსული არმია ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმია მათი ქვეყნის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება. როგორც "ტრტ-ქართული" იტყობინება, ვ. ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება, ტელეგრამის ანგარიშზე გაზიარებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„როგოც ადრე, ახლაც ყველაზე დიდი შეტევები დონეცკის ფრონტზე გაგრძელდა. ფრონტის ხაზზე მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რუსეთმა გასულ კვირას დაბომბა სამოქალაქო და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ახლა კი, კიდევ ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. განსაკუთრებით სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე“, აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი თავის მიმართვაში.
Related items
-
ზელენსკი: „რუსეთი სერიოზულ დანაკარგებს განიცდის“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დონბასის რეგიონში სერიოზული დანაკარგები განიცადეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო, დონბასის რეგიონში ძლიერი შეტაკებებით გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა რეგიონში სერიოზული დანაკარგები განიცადეს.
„სიტუაცია ძალიან რთულია და ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ვამარცხებთ დამპყრობლებს და ვაყენებთ სერიოზულ დანაკარგებს რუსეთს. რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის რუსეთი ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკაში, კრემენაიაში და დონბასში მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამ ომის დასრულებას“, - განაცხადა მან.
-
35 ქვეყანა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგ ერთიანდება
ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის იურგიტა შიუგჟდინენეს განცხადებით, 35 ქვეყანა მოითხოვს, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. ამის თაობაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაცია წერს.
უწყების ცნობით, დიდ ბრიტანეთში 35 ქვეყნის წარმომადგენელთა სამიტი ჩატარდა, რომლის განსახილველი თემაც პარიზის თამაშებზე რუსეთის და ბელარუსის შესაძლო მონაწილეობა იყო. დისკუსიაში ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელები არ დაუშვას ოლიმპიურ თამაშებზე.
როგორც ირკვევა, კოალიციაში შემავალმა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, აშშ-მ, საფრანგეთმა და იაპონიამ პარიზი-2024-დან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩამოშორების საკითხი დააყენეს.
"მივდივართ იმ მიმართულებით, რომლითაც ბოიკოტი არც დაგვჭირდება, რადგან ყველა ქვეყანა ერთიანია," - აცხადებს იურგიტა შიუგჟდინენე.
პოლონეთის სპორტის მინისტრის კამილ ბორტნიჩუკის თქმით, არსებობს სხვა, კომპრომისული ვარიანტი - დევნილთა გუნდის შექმნა, რომელშიც შევლენ რუსი და ბელარუსი დისიდენტი სპორტსმენები.
რამდენიმე დღის წინ უკრაინას სტუმრობდა პარიზის მერი ანი იდალგო, რომელმაც განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობა მიუღებელია.
-
საფრანგეთი უკრაინაში მსუბუქ ტანკებს გაგზავნის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინაში მსუბუქ ტანკებს გაგზავნიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „სანამ ევროპაში მშვიდობა არ დაბრუნდება, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება“. მაკრონმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტშია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
-
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ძალების მიერ აღებულ 1800-ზე მეტ დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
ზელენსკიმ დედაქალაქ კიევში უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
მან განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ერთგულ ბრძოლას რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ და თქვა "უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს".
ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას იარაღით უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ "და პირველად ისტორიაში, ევროკავშირი ასეთი მასშტაბური თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის დახმარებას უზრუნველყოფს".
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მათ ომში დაუჭირეს მხარი და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ წარმატებული კონტრშეტევები სწორედ ამ იარაღის წყალობით განახორციელა. „ჩვენ მოვახერხეთ უკრაინის 1800-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დამპყრობლებისგან გაგვეთავისუფლებინა“. - თქვა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი აგრძელებს სვლას იმ გამარჯვებისკენ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 15 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის პროდუქტი უკრაინის პორტებიდან გავიდა ექსპორტზე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წყალობით, რომელიც შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და თურქეთის მხარდაჭერით.
მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და თქვა, რომ მათ ასევე წამოიწყეს ინიციატივა „მარცვლეული უკრაინიდან“ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაჭირვებული ქვეყნებისთვის მისაწოდებლად და თურქეთთან ერთად სულ 30-მდე ქვეყანა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას.
-
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ არმიის მომზადებას მომავალი წლისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ არმიის მომზადებას მომავალი წლისთვის. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ზელენსკიმ ერს ვიდეო გზავნილით მიმართა, რომელიც მან ღამით საკუთარი Telegram-ის ანგარიშით გაავრცელა და გააკეთა შეფასებები მის ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ ისინი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფრონტზე უახლესი ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო არმიის მომავალი წლისთვის მომზადებას.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს გადამწყვეტი წელი უნდა იყოს“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მზად უნდა იყოს ყველა სეზონისთვის და დაამატა: „ჩვენ ვიცით, რა რისკებია ზამთარში, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე და, შესაბამისად, რა შედეგი უნდა აჩვენოს მთელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი მიზანი უკრაინის მთელი მიწების გათავისუფლებაა და რომ ამ რწმენით შევლენ 2023 წელში.
ბიზნეს ნიუსი

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ...