ზოგადი ხასიათის ინფორმაცია
თურქეთის სტიპენდიები უმაღლესი განათლების სტიპენდიების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა გასცემს უცხოელ სტუდენტებზე. „თურქეთის სტიპენდიების“ უპირველესი მიზანია წარმატებული სტუდენტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამის მიზანია განავითაროს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, ლიტერატურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, არქიტექტურა და სხვ. რითაც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ და გლობალურ პროგრესში.
თურქეთის უმაღლესი განათლების სტიპენდიების პროგრამა, „თურქეთის სტიპენდიების“ ბრენდის სახით ჩამოყალიბდა 2012 წელს. პროგრამა ხორციელდება საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების ადმინისტრაციის (YTB) კოორდინაციითა და ისეთი უწყებების ჩართულობით, როგორიცაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო, უმაღლესი სწავლის საბჭო, საერთო საცხოვრებელთა გაერთიანება, მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატი და ა. შ.
ქვეყნებს შორის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოვებისა და განვითარების მიზნით „თურქეთის სტიპენდიები“ უცხოელ სტუდენტების სთავაზობს თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლას.
„თურქეთის სტიპენდიებზე“ 2012 წელს დარეგისტრირდა დაახლოებით 42 ათასი მსურველი, ხოლო 2022 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა 165,691-მდე, 171 სხვადასხვა ქვეყნიდან. „თურქეთის სტიპენდიების“ ფარგლებში ყოველწლიურად 5000 უცხოელ სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. ამჟამად 15,000 სტიპენდიანტი სწავლობს „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამით.
თურქეთის სტიპენდიები
„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი. იგი მოიცავს: უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის გადასახადს, ჯანმრთელობის დაზღვევას, საცხოვრებელს, თურქული ენის შესწავლას, თვითმფრინავის ბილეთს, უფასოდ სხვადასხვა სახის სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა
• ბაკალავრიატი: 1000 TL
• მაგისტრატურა: 1.400 TL
• დოქტორანტურა: 1.800 TL
• მკვლევარი: 4000 TL
თურქეთში ყოფნის პერიოდში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტუდენტები ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პროფესიული პროგრამებითა და აქტივობებით. ასევე, მეცნიერებისათვის, მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისათვის მოქმედებს სხვადასხვა მოდულები, რის მეშვეობითაც ისინი მიიღებენ სტუპენდიებს კვლევების ჩასატარებლად და თურქული ენის შესასწავლად.
„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის მიზანია მიიზიდოს წარმატებული და კვალიფიციური სტუდენტები. მისცეს მათ სამედიცინო, ინჟინერიის, ჰუმანიტარული, თუ სოციალური მეცნიერებების ყველა საფეხურზე ხარისხიანი განათლება.
რატომ თურქეთის სტიპენდიები?
პროგრამა „თურქეთის სტიპენდიები“:
• სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასტიპენდიო პროგრამებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვას;
• აფინანსებს უნივერსიტეტში სწავლას;
• უზრუნველყოფს თურქული ენის შესწავლას მოსამზადებელ კურსებზე, რაც აკადემიური კვლევებისათვის ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა წყაროებსა და ყოველდღიური ცხოვრებას აუმჯობესებს;
• უზრუნველყოფს ახლადჩამოსულ სტუდენტებს საცხოვრებლით;
• 1-ჯერადად ანაზღურებს თვითმფრინავის ბილეთს სტუდენტის პირველად თურქეთში ჩასვლისას და სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას;
• ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევის მოცულობით პაკეტს.
• გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ბაკალავრის საფეხურზე 1000 TL, მაგისტრატურაში 1.400 TL და დოქტორანტურაში 1,800 TL-ს ოდენობით.
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ. გვერდზე: https://www.turkiyeburslari.gov.tr