პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“ საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ორშაბათი, 28 ნოემბერი 2022 11:54
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც. ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა ლინგვისტური მასალები: ცხრილები, ილუსტრაციები, სქემები და ა.შ.
წიგნი ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია.
პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი.
წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.
"იმედია, ეს წიგნი დაეხმარება ჩინური ენით დაინტერესებულებს ფონეტიკური თავისებურებების გაგებაში და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში", - აცხადებს პროფესორი მარინე ჯიბლაძე.
წაკითხულია 117 ჯერ

Related items

  • ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა

    2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს

    ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი

    საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023.

    BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,

    საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების

    გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია

    სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

    გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა

    შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

    BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი

    და საერთაშორისო დაწესებულება.

    გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულსაგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო

    კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,

    ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

    გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და

    კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

    თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–

    სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს

    საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),

    ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

    (BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.

  • ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

    პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარის - წიგნის გარეშე.

    ,,ლიბერთისა და  ,,მთიელი წიგნების“  მეგობრობით,  საქართველოს მთიან რეგიონებში, ყველაზე ძნელადმისაღწევ სოფელშიც კი არ დარჩებიან  ბავშვები სასურველი  წიგნების გარეშეჩვენთვის  მეტად საამაყოა ის ფაქტი, რომ  „მთიელი წიგნები“-ს ორგანიზაციის დამფუძნებელი - გიორგი კივილაძე - ლიბერთის თანამშრომელია.

    ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია განათლების ხელშეწყობას გულისხმობსამიტომ ჩვენ მზად ვართ „მთიელ წიგნებთან” ერთად  წვლილი შევიტანოთ კითხვის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან საქმეში“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი

    ,,ერთი წლის განმავლობაში  მოვიარეთ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმსა და ახმეტის რაიონის სოფლები და  1000-ზე მეტ ბავშვს და 43 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. მოხარული ვართ, რომ მთიელი წიგნების“  წამოწყებას ლიბერთიც შემოუერთდა  და  მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი რეგიონის დაფარვას შევძლებთ. 

    ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქოთ ის წიგნი, რაზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ – ლევან ვარამაშვილი, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი

    http://bit.ly/3XEnviM

    ,,მთიელი წიგნების“ შესახებ :

    "მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

    ლიბერთი ბანკის შესახებ:

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
    ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის/პოეტის შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.
    წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.
     
    ფოტოალბომი: https://bit.ly/3kTjXvr
  • მსოფლიოში ყველაზე დიდმა მცურავმა ბიბლიოთეკამ "Logos Hope"-მა იორდანიის სამხრეთში აკაბას პორტში ღუზა ჩაუშვა

    მსოფლიოში ყველაზე დიდმა მცურავმა ბიბლიოთეკამ "Logos Hope"-მა იორდანიის სამხრეთში აკაბას პორტში ღუზა ჩაუშვა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    აკაბას პორტის ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გემი, რომელზეც დაახლოებით 370 მოხალისეა სხვადასხვა ქვეყნიდან, პორტში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე შევიდა.

    მსოფლიოს უდიდესი მცურავი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს თითქმის 4000 წიგნის ნახევარ მილიონ ეგზემპლარს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება, ლიტერატურა და აზროვნება, მოსახლეობისთვის ღია იქნება ხვალიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე.

    მცურავი ბიბლიოთეკა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ლიბანის ბეირუთის პორტში იყო განთავსებული, 4-დან 23 იანვრამდე ეგვიპტეში, პორტ საიდში იყო გახსნილი მოსახლეობისთვის.

    ამჟამად გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "Good Books For All"-ის კუთვნილი გემი "Logos Hope" 1973 წელს ააგეს.

  • საქართველოში გამოიცა უახლესი წიგნი "ჩინეთის ისტორიის" შესახებ
    საქართველოში ცნობილი გახდა უახლესი წიგნის "ჩინეთის ისტორიის" გამოცემის შესახებ. ამის შესახებ სონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მარინე ჯიბლაძე წერს.
    "ჩინეთის ისტორია" არის პირველი ქართული გამოცემა, მოიცავს ჩინეთის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზით.
    ავტორთა ჯგუფი:
    ოთარ ჭიღლაძე
    დავით ანდღულაძე
    ნანა გელაშვილი
    შალვა ჩიხლაძე
    არჩილ კალანდია
    მარინე ჯიბლაძე
    მადლობა წიგნზე მომუშავე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გაწეული დიდძალი შრომისა და ენერგიისთვის. ოთარ ჭიღლაძე დავით ანდღულაძე Nana Gelashvili Shako Chikhladze Archil Kalandia, ქართული ტექსტის ენობრივი რედაქტირებისათვის პროფ. თინათინ ბოლქვაძეს Tinatin Bolkvadze, ჩინელ ისტორიკოსებსა და ენათმეცნიერებს, წიგნის დიზაინერებს.
    ვიმედოვნებთ, რომ წიგნი ღირებული რესურსი იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჩინეთის ისტორიითა და, ზოგადად, ჩინეთით.
    წიგნის პრეზენტაციასა და წიგნის შეძენასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაცნობებთ. დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს: https://www.facebook.com/chinetisistoria/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური