ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ფორუმში - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity” მიიღო მონაწილეობა
გამოქვეყნებულია
მსოფლიო
ორშაბათი, 28 ნოემბერი 2022 10:29
2022 წლის 25 ნოემბერს, ქ. აქტაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა), გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო და ტრანსპორტის მინისტრების ოთხმხრივი მაღალი დონის შეხვედრა - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity”. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შემადგენლობით.
შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციისა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის გზებს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომლებმაც დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივებსა და სატრანზიტო პროცედურების გაციფროვნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება საქართველოს მნიშვნელოვან როლზე სხვადასხვა რეგიონული პროექტის წარმატებული განხორციელების საქმეში.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა დოკუმენტებს, როლებშიც გაწერილია კონკრეტულ აქტივობები შუა დერეფნის ფარგლებში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით. მინისტერიალის დასასრულს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ოთხმრივ პრეს-კონფერენციაში.

Tagged under