სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედროებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს

გამოქვეყნებულია სამხედრო
პარასკევი, 25 ნოემბერი 2022 12:06

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელი სწავლება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს და მაკონტროლებელ-დამკვირვებლებისგან მაღალი შეფასება მიიღეს. 

სნაიპერთა მომზადების კურსი ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა. აღნიშნულ სწავლებაში საფრანგეთის ლეგიონმა მონაწილეობა მეორედ მიიღო.

წაკითხულია 89 ჯერ

Related items

  • მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა

    მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს. კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

    სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET)  ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.

  • სპეციალური ოპერაციების ძალებმა რუმინელ სამხედროებთან ერთად საველე სწავლება ჩაატარეს

    საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ ერთობლივ სწავლებებს ატარებენ. 
    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების „JCET“ ფარგლებში საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს სნაიპერის კურსს უტარებს.
    6-კვირიანი მომზადების პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: ავიაციის ჩართულობით ცეცხლის წარმოება, სამთო სროლები, ტაქტიკური მომზადება, კულმინაციური სწავლება და საცეცხლე მომზადება. სწავლების მიზანი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებაა.
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე სწავლების პარალელურად, რუმინეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საპარაშუტო მომზადების კურსს უტარებენ, რომელიც თავისუფალი ვარდნის სწავლებას მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები 3000-3500 მეტრიდან ხტომებს ახორციელებენ.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური