დოჰაში ოფიციალურად გაიხსნა პირველი პანდების სახლი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ჩინეთი
შაბათი, 19 ნოემბერი 2022 13:02

ხუთშაბათს, ფართო საზოგადოებისთვის დოჰაში ოფიციალურად გაიხსნა პირველი პანდების სახლი. 

ყატარში 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და პანდას სახლის ორი ვარსკვლავი, "სი ჰაი" და "ჯინგ ჯინგი", სიამოვნებით მიესალმებიან მნახველებსა და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.

ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

წაკითხულია 113 ჯერ

Related items

  • ტაიანდაოს თოვლის ქანდაკების 35-ე გამოფენა ჰარბინში

    ჰარბინი, 1 თებერვალი (სინხუა) -- "ძალიან ლამაზი და საინტერესოა! მომეწონა!"ტაიანდაოს თოვლის ქანდაკების 35-ე გამოფენაზე ჰარბინში, /ჰეილონჯიანგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი/. ევგენი ისაევმა რუსეთიდან თავისი კამერით გადაიღო სხვადასხვა ხელოვნების მიერ შესრულებული დახვეწილი თოვლის ქანდაკებები. ამჟამად ჰარბინი მასპინძლობს ყინულისა და თოვლის 39-ე საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც გაიხსნა მიმდინარე წლის 5 იანვარს.

    ამ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მრავალი ღონისძიება, მათ შორის თოვლის ქანდაკებების გამოფენა კუნძულ ტაიანდაოზე / მზის კუნძული /. გამოფენის ორგანიზატორის თქმით, 1,54 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე წარმოდგენილი იყო 160-ზე მეტი ცალი თოვლის ქანდაკება, მათგან 27 - დიდი და საშუალო ზომის. 

    "ზოგიერთ ნამუშევარში რუსული ელემენტებია. ჩვენ მოგვწონს", - ამბობს ე. ისაევი და დასძენს, რომ ამ გამოფენას თავის მეგობრებს ურჩევს, რომ მათაც ესტუმრონ, როცა შესაძლებლობა ექნებათ.

  • ჩინეთში ფარნების დღესასწაულს ეგებებიან

    პეკინი, 31 იანვარი (სინხუა) - ჩინეთში ფარნების ფესტივლის („იუანსიაოცზე“) მოახლოებასთან დაკავშირებით (მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-15 დღე), რომელიც მიმდინარე წელს 5 თებერვალს აღინიშნება, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების მზადება მიმდინარეობს, რომლებიც დაკავშირებულია უძველეს ხალხურ წეს-ჩვეულებებთან და ტრადიციებთან.

     

  • ჩინეთიდან ევროპისკენ პირველი სატვირთო მატარებელი დაიძრა

    საინფორმაციო სააგენტო სინხუას ცნობით, ჩინეთ-ევროპის პირველმა სატვირთო მატარებელმა სამხრეთ ჩინეთის კუანგსი ჭუანგის ავტონომიური რეგიონის სადგური 2023 წლის 12 იანვარს დატოვა.

    სატვირთო მატარებელი, რომელსაც მძიმე ტექნიკა გადაჰქონდა, ნანინგის საერთაშორისო სარკინიგზო პორტიდან უზბეკეთში, კერძოდ ტაშკენტში, გაემგზავრა, გზად კი ალატავის უღელტეხილზე გაჩერდა.

    2022 წელს კუანგსი მართავდა 33 ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებელს. წლის მეორე ნახევარში სატვირთო მატარებლებისა და საკონტეინერო გადაზიდვების რაოდენობა, შესაბამისად, პირველი ნახევრიდან 53,8%-ით და 57,7%-ით გაიზარდა.

    წყარო: Embassy of The People’s Republic of China in Georgia

     

  • ჩინეთმა კოსმოსში 14 ახალი თანამგზავრი გაგზავნა!

    ტაიუანი, 15 იანვარი /სინხუა/ კვირას ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა 14 ახალი თანამგზავრი.

    14 ახალი თანამგზავრი გაუშვეს სპეციალური დამხმარე რაკეტგადამზიდი მოწყობილობა Changzhen-2G Launch Vehicle  გამოყენებით.

    ახალი თანამგზავრების გაშვება, მათ შორის Tsilu-2 და Tsilu-3, მოხდა პეკინის დროით 11:14 საათზე, ტაიუანის კოსმოდრომიდან შანსის პროვინციაშ.

    შედეგად, ყველა თანამგზავრი წარმატებით გავიდა მითითებულ ორბიტაზე.

  • ჩინეთის მოსახლეობა ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ემზადება

    პეკინი, 10 იანვარი (სინხუა) - ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობა ემზადება ჩინური ახალი წლის (საგაზაფხულო ფესტივალი) აღსანიშნავად.

    ჩინური ახალი წელი ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი. ჩინურ ენაზე მისი სახელწოდებაა „ჩუნცზე“, და ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით ტრადიციული ჩინური ახალი წლის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. ის დღესასწაულთა მთელ სერიას მოიცავს.

    ამ ღონისძიებისთვის მოსახლეობა ყიდულობს ლამაზ, ტრადიციულ საჩუქრებს და ამგვარად ისინი აღნიშნავენ ჩინური ახალი წლის დადგომას.

     

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური