ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საერთაშორისო სისტემას, გაერო-ს მეთაურობით: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი
ბალი, ინდონეზია, 16 ნოემბერი (Xinhua) -- ჩინეთი საერთაშორისო სისტემის მტკიცე მხარდამჭერია, რომელსაც სათავეში გაერო უდგას, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე.
მოლაპარაკებების დროს სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია გაერო-ს წესდების ძირითადი მიზნებისა და პრინციპების პატივისცემა და სერიოზული ყურადღების მიქცევა ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ საზრუნავზე. "ჩინეთი მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა გაერო-სთან და ერთობლივად შეუწყოს ხელი გლობალური განვითარების ინიციატივას და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას ხელშესახები შედეგების მისაღწევად", განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
ა. გუტიერეშმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიულოცა სი ძინფინგს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევა და განაცხადა, რომ გაერო აფასებს პეკინის ერთგულებას მულტილატერალიზმისადმი და მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი" ჩინეთის პრინციპს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი ჩინეთთან ურთიერთობაში, და რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
Related items
-
ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა
მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის, უზენაესი სახალხო სასამართლოსა (SPC) და უმაღლესი სახალხო პროკურატურის (SPP) სამუშაო ანგარიშები და განმარტება სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუტების რეფორმის გეგმის შესახებ.
სხდომას სი ძინფინგი, ლი ციანგი, ჭაო ლძი, ვანგ ხუნინგი, ხან ჭენგი, ცაი ცი, ტინგ სუესიანგი და ლი სი დაესწრნენ.
ლი ჭანშუმ, კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომაზე NPC-ის მე-13 მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
მთავარმა მოსამართლემ, ჭოუ ციანგმა SPC-ის სამუშაო ანგარიში წარმოადგინა.
გენერალურმა პროკურორმა, ჭანგ ძუნმა დამსწრე საზოგადოებას SPP-ის სამუშაო ანგარიში გააცნო.
სახელმწიფო მრჩეველმა სიაო ძიემ დეპუტატებს სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუტების რეფორმის გეგმა განუმარტა.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
-
ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს
ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა კვირას, სახელმწიფო საბჭოს სახელით, მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი სესიის გახსნაზე.„ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ბაზარზე ხელმისაწვდომობა და გავაგრძელოთ თანამედროვე სერვისების სექტორის გახსნა. უნდა უზრუნველვყოთ ეროვნული მოპყრობა უცხოეთიდან დაფინანსებული კომპანიების მიმართ“, – თქვა ლიმ.„ჩვენ უნდა გადავდგათ აქტიური ნაბიჯები, რათა ჩინეთი შეუერთდეს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველ და პროგრესულ შეთანხმებას და სხვა მაღალი სტანდარტების ეკონომიკურ და სავაჭრო შეთანხმებებს. ამასთანავე, ჩვენი მიზანია სტაბილურად გავაფართოვოთ ინსტიტუციურად გახსნა შესაბამისი წესების, რეგულაციების, მენეჯმენტისა და სტანდარტების პროაქტიული მიღებით,“ თქვა ლიმ.პრემიერი ლის განცხადებით, ჩინეთმა უნდა გააგრძელოს იმპორტისა და ექსპორტის როლის ბერკეტად გამოყენება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ მომსახურება უცხოეთიდან დაფინანსებული კომპანიებისთვის და ხელი შევუწყოთ უცხოური დაფინანსებით მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას”, თქვა ლიმ.მან ასევე ისაუბრა, რომ ღია და დიდი ბაზრით, ჩინეთი დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო დიდ ბიზნეს შესაძლებლობებს შეუქმნის უცხოურ კომპანიებს ჩინეთში.პრემიერ ლის გამონათქვამებმა მკაფიო სიგნალი გაგზავნა, რომ ჩინეთი გააგრძელებს გახსნას და ეს დაასტაბილურებს უცხოური კომპანიების ნდობას ჩინეთის მიმართ, განუცხადა კვირას Global Times-ს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის უფროსმა მკვლევარმა ჭოუ მიმ.ჭოუს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა დეკემბერში მოახდინა COVID-19-ის რეაგირების ზომების ოპტიმიზაცია, უცხოური კომპანიები გამოიყენებენ მეტ შესაძლებლობებს, რაც საწარმოებს პანდემიის შემდეგ სწრაფი აღორძინების ზღვარზე მიიყვანს.ოფიციალურმა მონაცემებმა იანვარში აჩვენა, რომ ჩინეთის შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზედიზედ მესამე წელია იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა რჩება მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის, მიუხედავად პანდემიისა.ჩინეთის მიმზიდველობა, გამყარებული მისი მასობრივი მოხმარების ბაზრით, ძლიერი საწარმოო ბაზებითა და მუდმივად გაუმჯობესებული ბიზნესგარემოთი.ჩინეთი რჩება სტრატეგიულ ბაზრად Merlin Entertainments-ისთვის ფანტასტიკური ზრდის პოტენციალით. „ჩვენ კვლავ ვხედავთ უზარმაზარ ინტერესს ჩინელ მომხმარებლებში, რომლებიც ეძებენ ლოკაციებზე დაფუძნებულ გართობას და ხანმოკლე შესვენებებს და კარგად ვართ განწყობილი იმისათვის, რომ გამოვიყენოთ მომხმარებლების მუდმივი სურვილი ახალი ჯადოსნური მოგონებების შესაქმნელად“, განუცხადა Global Times-ს Legoland Resorts-ის ოპერატორმა Merlin Entertainments-მა.თებერვალში, სინხუას ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, ჩინეთმა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა უნდა მიემართოს მაღალი ხარისხის განვითარებისკენ. ქვეყანა ხედავს მრავალმხრივ გადასვლას ახალ ძლიერ მხარეებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ტექნოლოგიებზე, სტანდარტებზე, ბრენდებსა და სერვისებზე.იგეგმება ზომების მიღება ეკონომიკური განვითარების ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესების, მრეწველობის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის მუდმივი გაზრდისათვის. ასევე, პროდუქციის, პროექტებისა და სერვისების ხარისხის დონის ასამაღლებლად.ჩინეთი, რომელიც მუდმივად ცდილობს ბაზარზე წვდომის შემსუბუქებას, ნეგატიური სიების შემცირებას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, რჩება უცხოური ინვესტიციების ფავორიტ მიმართულებად.51 პროცენტით და 72 პროცენტით შემცირდა პუნქტები უცხოური ინვესტიციების უარყოფით სიაში, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას და საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებს. მთლიანი წარმოების სექტორი ძირითადად გახსნილია, ხოლო საფინანსო და მომსახურების სხვა სექტორებში გახსნის პოლიტიკა კვლავ გაძლიერდება, თქვა პრემიერმა ლიმ.“ჩინეთმა შექმნა 21 თავისუფალი ვაჭრობის საპილოტე ზონა და ხაინანის თავისუფალი სავაჭრო პორტის მშენებლობა სტაბილურად პროგრესირებს” – განაცხადა ლიმ.მასალა მოამზადა აკაკი ბალანჩიბაძემ -
ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს
ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.
სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.
წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidentad-si-dzinpini-mesame-vadit-airchies/
-
ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს
მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს. 2015 წლიდან მოყოლებული უკვე მეცხრე წელი იქნება, რაც მარცვლეულის გამომუშავების ნიშნული სტაბილურად სრულდება.
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი სტაბილურობას ინარჩუნებს და განაგრძობს გამწვანების ფართობის ზრდას. პანდემიის მიუხედავად, 2022 წელს ჩინეთის მარცვლეულის მთლიანმა გამომუშავებამ 685 მილიონ ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 3,7 მილიონი ტონით ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მარცვლეულის გამომუშავების სამიზნე რაოდენობა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრა და ივარაუდება, რომ შიდა მოთხოვნას სრულიად დააკმაყოფილებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო სამუშაო ანგარიშში სასურსათო უსაფრთხოება 2023 წლის ექვსი ძირითადი სამთავრობო სამუშაოდან ერთ-ერთი გახლავთ. ჩინეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთლიანი მარცვლეულის ფართობს სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და მარცვლეულის წარმოების 50 მილიონი ტონით გაზრდის მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.
გარდა ამისა, ხელისუფლება გააუმჯობესებს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებს, რათა უზრუნველყოს სტაბილურ ფასებში სასოფლო-სამეურნეო მარაგით მომარაგება და გააძლიეროს მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო მიწების, სარწყავი სისტემებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, კიდევ უფრო გააქტიურდება სათესლე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განვითარება.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
-
პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ბიზნეს ნიუსი

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ...