ახალი სპორტული სეზონის წარმატებული დასაწყისი!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2022 13:47
გრან პრის ეტაპებში (ფიგურული სრიალი) მონაწილეობის ისტორიაში, პირველად, საქართველომ შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ამასთან, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193, 11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა!
შეფილდში გამართულ ეტაპზე სულ 10 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 სეზონიდან გამოდის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მან უკვე საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია, როგორც გასული სეზონის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
გრან პრის ეტაპზე შეფილდში საქართველოს სახელით იგი პირველად ასპარეზობდა, მისი ეს სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რითიც მან გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.
გრან პრის მეორე ეტაპი ქართველი სპორტსმენისათვის ორი კვირის შემდეგ ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.
წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • ოქროს და ვერცხლის მედლები ალმადას გრან პრიდან

    ალმადას (პორტუგალია) გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა ფინალებამდე გაიკვალა გზა, აქედან ერთმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო, მეორემ ვერცხლის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე.

    მომავალი ოქროს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა პორტუგალიელ, ავსტრიელ, უკრაინელ და ჩეხ მეტოქეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ დოტა არაის ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

    ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა რუმინელი, სლოვენიელი, მონღოლი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვაზარით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კორეელ მინიონ კიმთან.

  • ისტორიული შედეგი - ანასტასია გუბანოვა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

    საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში ისტორია დაწერა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულია ოქროს მედალი. წარმატების შემოქმედი კი არის ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ფინეთის ესპოოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

    გუბანოვამ სამედლო განაცხადი მოკლე, სავალდებულო პროგრამაში პირველობით გააკეთა, დღეს კი თავისუფალ სრიალშიც საუკეთესო შეფასება (130 ქულა) დაიმსახურა და ჩემპიონობა იზეიმა.

    ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგებად ითვლებოდა ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაოს (2010, 2012) და მორის ყვითელაშვილის (2020) ასევე ბრინჯაოს მედლები. ასე რომ, საჩემპიონო ყულაბას ახლა უკვე ოქროს მედალიც შეემატა.

    აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვას წარმატებამ საქართველოს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე 3 საგზური მოუტანა.

  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

    ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

    გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

    ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

    ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.

  • ანასტასია გუბანოვამ პეკინის თამაშებზე გამოსვლა მე-11 ადგილით დაასრულა

    პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეცამეტე საშეჯიბრო დღეს მოციგურავე ქალებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს და მედლებიც გაინაწილეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მსაჯებისგან მისთვის საუკეთესო - 135.58-ქულიანი შეფასება მიიღო. იქამდე კი გუბანოვას საუკეთესო მაჩვენებელი (134.41) Finlandia Trophy-ის 2021 წლის ტურნირზე ჰქონდა.

    საქართველოს ნაკრების წევრმა ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 65.40 ქულით და მეათე შედეგით დაასრულა. მეათე შედეგი აჩვენა დღესაც. აი, ორივე პროგრამის ჯამში კი 200.98 ქულა დააგროვა და პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა. გუბანოვამ მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოადგინა ზამთრის ოლიმპიადაზე.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. კაცთა ერთეულებში მეათე შედეგით დაასრულა ასპარეზობა მორის ყვითელაშვილმა, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.

  • ქართველმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა

    ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გრძელდება 24 -ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სპორტულ ცეკვებში მედლების მესამე კომპლექტის გათამაშების შემდეგ, ასპარეზობაში 23 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი ჩაერთო, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი მოკლე პროგრამები. ამის შესახებ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, მე- 9 სასტარტო ნომრით მსაჯებისა დ ამაყურებლების წინაშე წარსდგა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ტექნიკურად თითქმის უშეცდომოდ წარმოადგინა თავისი მოკლე პროგრამა საინტერესო ელემენტებითა და შესაფერისი მუსიკალური ინტერპრეტაციით. თავისუფალ პროგრამაში უძლიერეს ბოლო ორ ჯგუფში მოსახვედრად ქართველმა მოციგურავემ 65,40 ქულით შეძლო ამ მაღალი კონკურენციის პირობებში მე-10 ადგილის დაკავება და მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში ძლიერ ჯგუფში მე- 16 ნომრად გამოსვლის უფლება. ანასტასია გუბანოვამ ევროპის ქვეყნებიდან მონაწილე სპორტსმენებს შორის პოზიციები მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და ბელგიის წარმომადგენლებს დაუთმო. ანასტასია გუბანოვასათვის ოლიმპიური თამაშები პირველი, ყველაზე საპასუხსიმგებლო საერთშორისო სტარტია მის კარიერაში და შუალედური მე- 10 ადგილი უდავოდ მაღალი შედეგია სადებიუტო გამოსვლისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ ანასტასია გუბანოვას თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გაიმართება 17 თებერვალს.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური