საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში მესამე გამარჯვება იზეიმა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ავსტრიასთან უხვგოლიან შეხვედრაში 6:4 გაიმარჯვა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ხოლო თალესმა დუბლი შეასრულა.
ავსტრიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და მინიმუმ მეორე ადგილი გარანტირებული აქვს. მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 2023 წლის 7 მარტს, მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
Related items
-
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ჯგუფის პირველ მატჩს თბილისში გამართავს.
ბელგიასთან შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობს. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.
დღეს, ჩვენმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრას 8 ოქტომბერს, 19 საათზე, არენა თბილისი უმასპინძლებს. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს: JLIB_HTML_CLOAKING
-
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რიგის თასის გამარჯვებულია
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რიგაში სამი ერის თასი მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის მეორე ტურში ლატვიას დაუპირისპირდა, 2:4 დაამარცხა და მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა.
ელგავას „ზემგალეს ოლიმპისკა ცენტრაში“ გამართული შეხვედრა მასპინძლებთან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა. ლატვიელების კარი თალესმა აიღო, რომელსაც ასისტენტობა ფერნანდო დრასლერმა გაუწია.
ბალტიისპირელებმა მე-11 წუთზე ალეკსანდრს კულეშოვსკის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად 12 წამში მათი კარი ფერნანდო დრასლერმა აიღო, რომელმაც მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრები შესვენებამდე 1:3 დააწინაურა.
შესვენების შემდეგ ლატვიელებმა გერმან მატიუშენკოს გოლით 29-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 33-ე წუთზე ბინიომ საქართველოს ნაკრები ისევ ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 6:3 დაამარცხა და ორი მოგებით სამთა ტურნირის გამარჯვებული გახდა.
რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.
-
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ძირითადი ბირთვი, პსპ-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული
პირველად საქართველოს ისტორიაში! მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები!
ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში, 4-11 ივნისს ტარდება და მასში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
ეროვნული ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით, მათ შორის, ძირითადი ბირთვი პსპ-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში არიან.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთელი, ბესარიონ არველაძე, პსპ-ს გუნდის მწვრთნელია.
საქართველოს ნაკრები ც ჯგუფშია და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან, 5 ივნისს, თბილისის დროით,13:45 სთ-ზე ითამაშებს.
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია!
-
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია!
გუშინ, 24 მაისს, თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმარჯვა ანგარიშთ 5-2 და ფუტსალის ლიგის 2021-22 წწ. გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვა!
გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ლ.სარდანაშვილი რომელმაც დუბლით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს.
“FC PSP - ფეხბურთელთა გუნდი მთლიანად კომპანიის თანამშროლებით არის დაკომპლექტებული, რომელიც წლების მანძლზე ბიზნეს ლიგის ერთ-ერთი უდავო ლიდერი გუნდი და ამ ჩემპიონატის 7 -გზის გამარჯვებულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი პოპულარიზაცია PSP-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“ - აცხადებენ PSP-ში.
-
ისტორია დაიწერა! საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინალში ითამაშებს!
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სფფ-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.
D ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.
1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები С ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამარჯვებულს ან მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ ხსენებულ ჯგუფს 6 ქულით რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია 3 ქულით, ხოლო პოლონეთსა და სლოვაკეთს თითო ქულა აქვს.ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში მიმდინარეობს.
ბიზნეს ნიუსი

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...

„საჩუქრად ქეშბექიც“ - CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო აქცია იწყება!
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ...