PSP-მ შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდთან“ ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2022 12:34

PSP ფარმასა და შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდს“ შორის მოლაპრაკებების

პროცესი წარმატებით დასრულდა და ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტის

გაფორმდა. „დოქტორ ვაილდი“ შვეიცარიის ბაზრის ლიდერი კომპანიაა პირის ღრუს

მოვლის საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით. 90 წლიანი ისტორიის

კომპანია 1940 წლიდან წამყვან დენტალ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ქმნის

ინოვაციურ და ექსკლუზიურ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს როგოც ყოველდღიური

მოვლისთვის, ასევე სპეციფიური საჭიროებებისა, პირის ღრუს პრობლემებისა და მისი

სიჯანსაღისთვის. კომპანია პროდუქციას შვეიცარიის ქალაქ მაინტსში არსებულ საკუთარ

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს და მუდმივად

აკონტროლებს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.

„დოქტორ ვაილდის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინოვაციური კბილის პასტები,

გელები და სავლები საშუალებები მსოფლიოს 40 ქვეყანაში დიდი პოპულარობით

სარგებლობს. უახლოეს პერიოდში შვეიცარული პირის ღრუს მოვლის ინოვაციური

პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“ -

აცხადებენ PSP-ში.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით-ფინანსთა მინისტრი

    26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

    მისი განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დეტალურად გაცნობოდნენ ტვირთების კონტროლის პროცედურებს.
    „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და თითოეულ მებაჟე ოფიცერს, რომლებიც ამ წუთებშიც და 24 საათის განმავლობაში, ახორციელებენ ეფექტურ საბაჟო კონტროლს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
    მისი თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით და საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
    „ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისათვის. ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური სანქციების ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე. ამ მიმართულებით, კიდევ არსებობს გაუმჯობესების რესურსი, რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების შექმნით, რომლითაც ერთი მხრივ, სრულად მოხდება მიწოდების სრული ჯაჭვის კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი არ შეეშლება ლეგიტიმური ვაჭრობის განვითარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
  • ჩინეთში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, მზის მცურავი ელექტროსადგური

    ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანია Huaneng Power International-მა (HPI) დაასრულა მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის მცურავი ელექტროსადგურის პროექტი – 320 მეგავატი სიმძლავრის ობიექტი დეჭოუში, ჩინეთის შანტუნგის პროვინციაში. ელექტროსადგური განთავსდა რეზერვუარზე ორ ფაზად, დეჭოუს 2,65 გიგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურთან ახლოს.

    ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა ორ ფაზაში. პირველი ფაზის დასრულების შედეგად სადგურის სიმძლავრე 200 მეგავატი იყო, ხოლო მეორე ფაზაში მას 120 მეგავატი სიმძლავრის ნაწილი დაემატა. პირველი ეტაპი, რომელიც ასევე მოიცავდა 8 მგვტ/სთ სიმძლავრის საცავის აშენებას, დასრულდა 2020 წლის ნოემბერში. კონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა დეკემბერში.
    კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტი წელიწადში დაახლოებით 550 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტს გააჩნია ენერგიის შენახვის შესაძლებლობები და ასევე ინტეგრირებულია ახლომდებარე ქარის ელექტროსადგურთან. კომპანიის ინფორმაციით, მზისა და ქარის ელექტროსადგურები იზიარებენ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გარკვეულ ნაწილს, რომელიც აუცილებელია ქსელში წარმოებული ენერგიის შესანახად. ახლომდებარე ქარის ელექტროსადგური ქსელს დაუკავშირდა 2020 წლის 27 ივნისს. მას შემდეგ მან გამოიმუშავა 267 გვტ/სთ ელექტროენერგია.

    2022 წლის დეკემბერში კომპანიამ ასევე აამუშავა 130 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჭეძიანგის პროვინციაში, იუხუანის მახლობლად მდებარე მოქცევის ზონაში. ცინგგანგის ეს ელექტროსადგური ჩინეთის ისტორიაში პირველი მოქცევათაშორისი სადგურია. იგი მოიცავს 242,000 მოდულს, რომელიც განლაგებულია  1,2 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზე. პროექტი წელიწადში დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. სხვა მკაცრ გარემო ფაქტორებთან ერთად, ის გამძლე იქნება ტაიფუნებისა და წყლის კოროზიის მიმართ.

    Huaneng Power ასევე გეგმავს 2 გიგავატიანი მზის სადგურის აშენებას ფენჩენგში, ძიანგსის პროვინციაში. პირველი 320 მეგავატიანი ბლოკი წელს დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი 2026 წლისთვის დამონტაჟდება.

    მასალა მოამზადა აკაკი ბალანჩივაძემ

    წყარო: sinomedia.ge

  • ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას!

    დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

    კომპანია GM Pharma  (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში. 

    ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, ისე   ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას,  განადგურდა  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის  ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები.  რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და  ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.

  • შანხაიში ჩინეთის ყოფილი ლიდერი ძიანგ წემინი გარდაიცვალა

    30 ნოემბერს, ძიანგ წემინი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო 1993-2003 წლებში, 96 წლის ასაკში, შანხაიში გარდაიცვალა.

    ძიანგ წემინი უკანასკნელ წლებში ლეიკემიას ებრძოდა, ამ სენით გამოწვეული მრავლობითი ორგანოს უკმარისობა გახდა მისი გარდაიცვალების მიზეზი.

    გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმა კომიტეტმა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ, ჩინეთის სახალხო კომიტეტის ეროვნულმა კომიტეტმა და სხვა.

    შეგახსენებთ რომ ძიანგ წემინის სათავეში ყოფნის დროს ჩინეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადავიდა. ჩინეთში შემუშავდა „მრავალპოლარული სამყაროს“ კონცეფცია და ქვეყნებთან სტრატეგიული ურთიერთობები დამყარდა.

    წყარო: https://sinomedia.ge/ჩინეთის-ყოფილი-ლიდერი-ძი/?fbclid=IwAR0ztK6Rl88T3S0fb4XsQq8BGS4-If96kETIsIbhlF7kO_QvlqhVB5Cs7Js

     

  • კონკურსზე IWSC უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა!

    150-ზე მეტი კომპანია ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს
    კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia რეგისტრაცია დასრულებულია! კონკურსის ორგანიზატორების თქმით, 7 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა, შესაბამისად, კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს - 150-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.
    საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) 13 ოქტომბერს უმასპინძლებს. IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოს მოსაპოვებლად ადგილობირივი და ქართველი მეღვინეები იბრძოლებენ, რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. მედალოსანი ღვინოები კონკურსის დღეს 13 ოქტომბერს გამოვლინდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს მოხდება.
    "საოცარი მოვლენა გველოდება 13 ოქტომბერს ღვინის სფეროში. 07 ოქტომბერს დასრულდა IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსზე რეგისტრაცია და ნამდვილად, წარმუდგენელი შედეგი გვაქვს, სულ დარეგისტრირდა 487 ქართული ღვინო, რაც ორჯერ აღემატება კონკურსის ორგანიზატორების მოლოდინებს. უზომოდ მიხარია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინეთ ჩვენს მეღვინეებს ხმა და გავაგებინეთ, რომ მსოფლიოში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსი ჩამოდის მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის. ორმაგად მახარებს ის ამბავი, რომ დარეგისტრირებულ მეღვინეთა შორის მრავლადაა მცირე და საშუალო მეღვინეობები და რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო ქვეყნიდან გაუსვლელად მოიპოვონ. მსურს ყველა დარეგისტრირებულ მეღვინეს ვუსურვო დიდი წარმატება, ხოლო ჩვენს ბრიტანელ ჟიურის წევრებს ქართული ღვინოთი აღფრთოვანება,“ - აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
    კონკურსის ფარგლებში მათ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ჟიურის წევრებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს, რომელთა შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია. ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ღვინის ექსპერტი გიორგი დაქიშვილი, ენოლოგი და ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი დავით ჩიჩუა, სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე, ენოლოგი პატრიკ ჰონეფი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. მნიშვნელოვანია, რომ უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა დარეგისტრირებული ქართული ღვინოების შესაფასებლად IWSC Wine Judging in Georgia-ს ადგილობრივ და საერთაშორისო ჟიურის წევრებს 5 ღვინის ექსპერტი შეემატა, მათ შორის: გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე და ირაკლი ჩოლობარგია.
    საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
    ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. კონკურსის ღვინოების ტესტირება 12 ოქტომბერს დაიწყო და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო მედალოსანი ღვინოები 13 ოქტომბერს, საღამოს გამოვლინდება.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური