ქართველი მშვიდობისმყოფელები აფრიკაში გაემგზავრნენ!

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2022 16:54
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის ((EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა.
ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს.
მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.
წაკითხულია 157 ჯერ

Related items

  • ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ
    საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.
    თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
    ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ამირან ბიჭაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა უკვე გადაიბარა.
    ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
  • 1941 წ 21 სექტემბერს მოევლინა ქვეყანას ღირსეული ქართველი მამულიშვილი ოთარ აბდუშელიშვილი

    21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა ერთ-ერთი დიადი დღესასწაულია საქართველოში. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, იესო ქრისტეს დედა.

    სწორედ ამ დღეს 1941 წელს მოევლინა ქვეყანას ღირსეული ქართველი მამულიშვილი ოთარ აბდუშელიშვილი. ზოგადად, 21 სექტემბერს დაბადებული ადამიანები დახვეწილი გემოვნებით და მკაფიო აზროვნების უნარით გამოირჩევიან. ბატონ ოთარს ეს თვისებები უხვად გააჩნდა.

    დიდია ბატონი ოთარის ღვაწლი მეთევზეობის დარგში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და მისი დადებითი იმიჯის განმტკიცებაში. მისი თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს  საუკეთესოდ წარმოჩენას.

  • ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრების შესახებ წიგნი გამოიცა

    დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2022 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება წიგნის  „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია, ქართველი მხატვრისა და პედაგოგის,  დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიმდინარე გამოფენის ფარგლებში.

    წიგნში წარმოდგენილია დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული  ნამუშევრების 300-ზე მეტი  ილუსტრაცია, მისი ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მეგობრების მოგონებები.

    დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა. მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში, მაგრამ არ ქონია პერსონალური გამოფენა.

    მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა პროფესიაონალებისთვისაც კი.  ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები  თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა  წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.

    „სპეციალისტები დამეთანხმებიან, იშვიათია შემოქმედი, რომელიც ერთნაირი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მიმართულებასა და ჟანრში. პერიოდების მიხედვით, იგრძნობა როგორ იცვლებოდა მხატვარში განწყობა, მიდგომა, აბსტრაქციიდან იმპრესიონიზმში, რეალიზმიდან კუბიზმში, სურეალიზმიდან ექსპრესიონიზმში, ყველა ჟანრში, ყველა მიმდინარეობაში დიმიტრი ხახუტაშვილი ახერხებდა შთამბეჭდავი ხელწერა დაეტოვებინა,“ განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

    „გამოფენას ეტყობა დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ქალბატონი ლელა წიწუაშვილის ხელი, მისი ესთეტიკა, სივრცისა და ნახატების განაწილება. თემატიკა ისე ოსტატურადაა მოფიქრებული, რომ ნახატებთან ერთად, თვით გამოფენის კონცეპტუალური გააზრებაც კმაყოფილთ დაგტოვებთ. შატო ზეგაანის კიდევ ერთი კეთილი საქმე ამჯერად ქართული კულტურისთვის." აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა და საქართველოს ყოფილმა  საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა საფრანგეთის რესპუბლიკაში.

    წიგნის პუბლიკაცია განხორციელდა   „შატო ზეგაანი“-ს ფინანსური მხარდაჭრით.

    წიგნის ავტორი - ლელა წიწუაშვილი

    წიგნის დიზაინერი - დავით ჯანიაშვილი

  • ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და  ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას  მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო შტაბის  თავმჯდომარე, ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟანი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი გაესაუბრნენ და მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

    ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ალექსანდრე ბაგაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე,  მოანას კემპზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა უკვე გადაიბარა.

    ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) 12 აპრილიდან ჩაერთო.

  • ქართველი მოდებატეების წარმატება საერთაშორისო ტურნირში

    22 მარტს 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის გამარჯვებული 5 წარმატებული მოსწავლის დაჯილდოება სერტიფიკატებითა და საჩუქრებით.

    ღონისძიება განხორციელდა პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ,  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

    საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შესარჩევ კონკურსში დებატების კლუბების 600-ზე მეტი წევრი იღებდა მონაწილეობას მთელი საქართველოდან, რომელთაგან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 50-მდე მოსწავლე. მათგან კი შეირჩა ის 5, რომლებმაც სრული დაფინანსებით მიიღეს მონაწილეობა იმ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც 40 ქვეყანა და 600-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. ერთ-ერთი ქართველი მოდებატე კი ამ მასშტაბური ტურნირის 10 საუკეთესო მომხსენელს შორის მოხვდა. 

    ღონისძიება გახსნა და გამარჯვებულები წარადგინა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თინათინ ცერცვაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

    • თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
    • ლალი კალანდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი

    საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, როგორც ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA)-ს წევრია, ყოველწლიურად აგზავნის მოსწავლეებს დებატების საერთაშორისო ტურნირებსა და ფორუმებზე.

    პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური