ოქრიაშვილი „ოცნებას“: 2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე ოპოზიციაში გაგიშვებთ რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით!“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2022 14:36

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს, რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კი თითოეულ ოჯახს მდიდრულად,  წალკოტში უნდა ეცხოვრა და უფასო ფული, უფასო შუქი, უფასო გაზი უნდა ჰქონოდა.

2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე „ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, ან რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით; მაგრამ თუ გაბედეს და გააყალბეს არჩევნები, მაშინ ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას.

რაც შეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს არასდროს მოხდება! მსოფლიოსა და ევროპაში პოლიტიკური ამინდი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებიდან 1-2 წელიწადში, საქართველო არამარტო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

P.S ივანიშვილ-კობახიძემ თავადაც კარგად იციან, რომ სამთავრობო ცვლილებები გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ისინი თავიანთ მომხრეებს აჯერებენ!", აღნიშნულია განცხადებაში.  

 

წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • ევროპის საბჭო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში-მარია ბურიჩი

    პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

    შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.

    შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

    მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

  • "გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!", - კახა ოქრიაშვილი

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ქართველი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "15 იანვარს, წავიდა დიდი ქართველი პატრიოტი, ამ ქვეყნის ღირსეული შვილი, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე - არაერთი დაუვიწყარი პერსონაჟის და ნამდვილი ქართული ხასიათის შემქმნელი, რომლის მრავალ ღირსებათაგან უმთავრესი სამშობლოს უპირობო სიყვარული იყო!
    გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

  • კახა ოქრიაშვილი: „დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე  წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას.

    უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ.

    დარწმუნებული ვარ, 2023 წელს   კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება", - ნათქვამია განცხადებაში. 

  • კახა ოქრიაშვილი: „ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე  250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო ავტობუსს, ნაცვლად 150 000 დოლარისა. მას ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორ მოახერხა თბილისის მერიამ, დანარჩენ ქალაქებთან შედარებით 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად ეყიდა ავტობუსები.  როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს, მათ შორის,  ავტობუსებზე, შადრევანში კორუფციის შედეგად დაღუპულ ბავშვზე და სხვა უამრავ შეკითხვაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ არსებობს.

    ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება. ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს", - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.  

  • კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ყველა ის ქართველი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ჩემთვის, როგორც პატრიოტი ქართველისთვის, არის მომავალი, თავისუფალი საქართველოს ჯარი!", - ნათქვამია განცხადებაში.

     

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური