რეზერვისტებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა კოორდინირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2022 17:23

საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის აქტიურ რეზერვში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წარმომადგენლებმა პირველად საბაზისო სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. პირადმა შემადგენლობამ 2-დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა. სამედიცინო სწავლება დასრულდა საჩვენებელი ღონისძიებით, რომელშიც ჩართული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ვერტმფრენი. სწავლება დაჭრილების ევაკუაციის სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. 

სამედიცინო სწავლება აშშ-ის სამხედრო-სამოქალაქო მხარდაჭერის ჯგუფის დახმარებით ჩატარდა.
რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

წაკითხულია 104 ჯერ

Related items

  • უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი

    უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, ბროვარიში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების საკუთრებაში მყოფი შვეულმფრენი ჩამოვარდა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს დაეცა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. სულ დაღუპულია 16 ადამინი, მათ შორის 2 ბავშვი.

    ასევე 22 დაშავებული, მათ შორის 10 ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

    შვეულმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს ძიება და ყველა ვერსია განიხილება. მათ შორის არ არის გამორიცხული დივერსია.

  • საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოში დასკვნითი საველე სწავლება ჩაატარა

    საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

    საარტილერიო ქვედანაყოფმა დასკვნითი საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 ფაზისგან შედგებოდა. პირველი ფაზა საველე პირობებში სწავლების დაგეგმარებას მოიცავდა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა აღსრულებასა და შეფასებას დაეთმო.

    საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.

  • საქართველოს და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს

    თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდაამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი. 

    თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.

  • ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
    დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
    ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
    რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
    მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
  • თავდაცვის სამინისტროში საუკთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. 

    წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. 
    თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური