„ეფეს საქართველო“ PechaKucha Night-ის ღონისძიებაზე ანტერპრენერულ პროგრამას წარადგენს
3 ნოემბერს, 19:00-საათზე, „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილისქ.#8), “ეფესსაქართველო“ „სტარტაპბიუროსა“და „იმპაქტჰაბთბილისთან“ ერთადPechaKucha Night Tbilisi vol. 19: Go Green & EFES Georgia Entrepreneurship Program Launch-ისღონისძიებასუმასპინძლებს. ღონისძიებაზე „ეფესსაქართველო“ ანტერპრენერულპროგრამასაცწარადგენს.
ღონისძიების კონცეფციაა „Going Green“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, თუ როგორ ცდილობს მათი ორგანიზაციები უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო, რეგიონი და მსოფლიო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თითოეული კომპანია ხელს უწყობს მსოფლიო გახდეს უფრო მწვანე და ცდილობს უკეთესი გახადოს სამყარო ადამიანების ჩვევების ცვლილებით. PechaKucha Night-ზე განიხილება კრეატიული იდეები და ინიციატივები, რომ მსგავსმა აქტივობებმა უფრო თვალსაჩინო შედეგები გამოიღოს.
“ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, “ეფესის“ პრიორიტეტია.
„ეფეს საქართველოს“ ანტერპრენერული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.
PechaKucha-ს შესახებ
PechaKucha 2003 წელს იაპონიაში, ცნობილი არქიტექტორების, ასტრიდ კლეინისა და მარკ დითამის მიერ დაარსდა. თავად სიტყვა PechaKucha იაპონური წარმოშობისაა და ინგლისურად “chit-chat” ითარგმნება.
ამ დროისთვის, PechaKucha Nights თითქმის 1300 ქალაქში ტარდება. ღონისძიებას არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს, სადაც იკრიბებიან კრეატიული ადამიანები, ნოვატორები, მეწარმეები და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებსა და აზრებს უზიარებენ PechaKucha 20x20 ფორმატში.
PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატი 20 სურათისგან შემდგარ სლაიდშოუს გულისხმობს, რომლებიც წამებში იცვლება. სლაიდშოუ უწყვეტია და თითოეულ მონაწილეს თავისი ისტორიის მოსაყოლად 400 წამი აქვს.
„ეფეს საქართველოს“შესახებ
„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.
„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან.
„სტარტაპ ბიურო“შესახებ
სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
Related items
-
თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა - საუკეთესო შესაძლებლობა ახალი კავშირების გამყარებისთვის
თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.
B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში მათ შეძლეს ახალი კავშირების მოძიება და არსებულის გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის ღონისძიება საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ და Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა. ადგილზე მოეწყო ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც მათ ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნის გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ეს იყო საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
„ფორუმში მონაწილეობდნენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია რაც ვმუშაობთ. ფორუმის მონაწილე იყო ორი მხარე - პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მონაწილეობდა იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი მოეძია და მეორე მხარე კი, ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებდა. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებმა უნდა შეძლონ კავშირების გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის, ” - მიაჩნია USAID-ის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს.
„ფორუმის მიზანია მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ. ასევე ბიზნესთანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა. ასეთი სახის ფორუმები კიდევ უფრო მეტად ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში,“ - განმარტავს "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე.
„პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მთავარი საჭიროება რასაც პასუხობს B2B ფორუმი ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნლება შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს,“ - აღნიშნავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მარგიშვილი.
-
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად
27 აპრილს, 11:00 საათზე, „რესპუბლიკაში“ (მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი) B2B ფორუმი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით ეწყობა და მის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენს.
B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობენ. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში ისინი შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის
ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ეს არის საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო განსავითარებლად.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და მცირე და საშუალო საწარმოების წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა სხვადასხვა სექტორში.
„საქართველოსბანკის“ შესახებ:
„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 37.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38.9%) მიხედვით (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.6 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს 211 სერვისცენტრის, 1006 ბანკომატისა და 3,145 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:
USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება
საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით 27 აპრილს, B2B ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენს.
B2B ფორუმში მეწარმეების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები.
ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, სწორედ ამას ემსახურება მსგავს ღონისძიებებში ჩვენი აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება. B2B ფორუმი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რადგან ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ვფიქრობთ, მეწარმეებმა არ უნდა გამოტოვონ ეს შესაძლებლობა, რადგან მსგავსი შეხვედრები არის კარგი პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად “, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში
“USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი წარმოება, ინტელექტუალური მომსახურებები და კრეატიული ინდუსტრიები. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის” - აღნიშნავს რატი ანჯაფარიძე, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელი.
B2B ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://bit.ly/40MIt1n
-
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
23 მარტს, სტარტი აიღო „ეფეს საქართველოს“და Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამამ, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 გუნდი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც იყო ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. ისინი მომდევნო 12 კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის/კომპანიის განვითარებაზე იმუშავებენ.
შერჩეული მონაწილეები არიან:
- არემარე - ეკოსაგანმანათლებლო, სარეკრეაციო, სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ეკომეგობრული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ენერგოეფექტური მშენებლობისა და რეგენერაციული მეურნეობის მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვას.
- AI Farmer - სათბურების მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აერთიანებს კვალიფიცირებული აგრონომების ცოდნას, უახლოეს ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
- მწვანე საჩუქარი - ნარჩენის ეფექტური ლოჯისტიკური სქემით შეგროვება და გადამუშავებული ნარჩენისგან მეორეული, ეკომეგობრული, პროდუქტების დამზადება.
- Preshfood -მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეღავათიან ფასად შეიძინოს საკვები, რომელიც მათთვის საყვარელ კაფეებს, საკონდიტროებსა თუ მაღაზიებს ჭარბად აღმოაჩნდათ.
- ხიბლი - გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ემსახურება ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების გადამუშავებასა და კომპოსტირებას.
- DAMSI Block - ენერგოეფექტური და ეკომეგობრული სამშენებლო მასალა, რომელიც მნიშვნელოვანად ამცირებს მშენებლობის ხარჯებს.
- Da Vinci Green Systems - დინამიური სისტემები სათბურებისთვის, რომლებიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღონ 2-ჯერ მეტი მოსავალი 4-ჯერ ნაკლები ინვესტიციით.
- Ecomap - ცირკულარული ეკონომიკის ციფრული ეკოსისტემა.
- With us -დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთსა და იმავე მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს.
„საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცირკულარულიეკონომიკის მხარდაჭერა და შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია, ეს არის „ეფეს საქართველოს“ სამეწარმეო პროგრამის ძირითადი მიზნები.შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, გასაუბრების საფუძველზე ჩვენ მიერ 9 გუნდი შეირჩა. მათი აქსელერაციის პროცესი 3 აპრილიდან დაიწყება და ისინი საკუთარი სტარტაპების განვითარებაზე იმუშავებენ. ეს იქნება 12 კვირიანი პროექტი - ერთგვარი სწავლება. მასში ჩართულები იქნებიან დარგის სპეციალისტები. სტარტაპებს მოვამზადებთ იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპისთვის - დაფინანსებისთვის მზად იყვნენ. გასათვალისწინებელია ის, რომ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ბიზნესის საქმეც არის. მასში ჩართულობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „ეფეს საქართველოსთვის“, - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი,ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
გასათვალისწინებელია, რომ პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (აპრილი-ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Impact Measurement, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად. პროგრამის დასასრულს გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ 3-თვიანი მუშაობის შედეგებს.
ცნობისათვის, პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები არიან EFES Georgia, Impact Hub Tbilisi, Startup Büro.
„ეფეს საქართველოს” შესახებ
„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.
„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში.
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.
-
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 042 593 ლარით 660-მდე მოზარდსა და ახალგაზრდას დაეხმარა. შედეგად ასობით მზრუნველობამოკლებულმა ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და ბევრი წარმატებულ კარიერასაც აშენებს. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
11 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:
- 340-მა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება
- 72-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება ან ამჟამად სწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში
- 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების ოსტატთან
- 660-მა ახალგაზრდამ მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება
დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 60%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული. „ფონდი ნატახტარის“ 2022 წლის საჭიროებები, რესურსები და ანგარიში ასე გამოიყურება:
მთლიანობაში 2022 წელს ასოციაციის „ჩვენი სახლი - საქართველო“ კოორდინაციით, მომსახურება 20 ახალგაზრდას გაეწია. ოცივე იღებდა ინტენსიურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, 6 ახალგაზრდას უტარდებოდა ხანგრძლივი ფსიქოთერაპია, ხოლო 7-მა ისარგებლა ფსიქოდიაგნოსტირებით. გასულ წელს 13 ახალგაზრდას ერიცხებოდა სტიპენდია დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით. 1 დაფინანსდა კოლეჯში სიარულის მიზნით გზის თანხით. 3 ახალგაზრდა უზრუნველყოფილი იქნა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ სამედიცინო დიაგნოსტირება და მკურნალობა. 2 აბიტურიენტი დაფინანსდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მიზნით. თითოეული მათგანი ემზადებოდა 3 საგანში.
საბოლოო ჯამში, „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგად, 2022 წელს ფონდის ბენეფიციარი ორივე აბიტურიენტი გახდა სტუდენტი (დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი). მნიშვნელოვანია, რომ 20 ბენეფიციარიდან 15 დასაქმდა და წლის განმავლობაში 4 ბენეფიციართან ასოციაციამ დაასრულა მუშაობა, რადგან მათ ფონდის დახმარებით უკვე შეძლეს დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება.
„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია. თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.
ბიზნეს ნიუსი
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...
ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და ოზგურ იუჯელმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო
2023 წლის 3 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტო...
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის...