საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია
2022 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.
როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები.
Related items
-
ჯეიმს კლევერლის ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა
16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
ბრიტანელი კოლეგის ვიზიტს, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „Twitter”-ზე გამოეხმაურა.
„მიხარია, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა, და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის. მქონდა შესაძლებლობა კოლეგასთან ერთად განმეხილა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,“ - წერს დარჩიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. -
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2023 წლის 15 მარტს ქ. თბილისში გაიმართა რიგით მეათე პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახურ მხარეს - მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი.
კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილს პარტნიორობის განვითარების გზები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს გეგმები ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარებასთან და საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
თავის მხრივ, ყაზახეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
-
მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ა. ბჟანიას ბელარუსში ჩასვლასთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ა. ბჟანია ბელორუსში ჩავიდა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
-
ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ის მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებისკენ თითის გაშვერას არ მივიღებთ
ჩინეთი არასოდეს მიიღებს აშშ-ის მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებისკენ თითის გაშვერას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ჩინეთის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება მესამე მხარის მიუმხრობლობასა და არაკონფრონტაციულობას, ორი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.
ცნობისათვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი, რომელიც შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, დღეს რუსეთში ჩადის.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...