უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
ხელისუფლების ცნობით, თავდასხმები განხორციელდა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ დედაქალაქის შევჩენსკის რაიონში 4 სხვადასხვა აფეთქება მოხდა.
კლიჩკომ გაავრცელა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებისგან დარჩენილი ნაწილების ფოტო, რომლებიც თავდასხმისას იქნა გამოყენებული, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თავდასხმის შედეგად კიევის ცენტრში მდებარე შენობას მცირე დაზიანება მიადგა.
რაიონში მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად.
სროლის შემდეგ ტერიტორიაზე ორი აფეთქების ხმა გაისმა.
რეგიონში, სადაც თავდასხმა მოხდა ქუჩები კვამლით აივსო და მაცხოვრებელთა ნაწილამა სახლები დატოვა და სხვა რაიონებში წავიდა.
რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმების სერია 10 ოქტომბერს დაიწყეს.
Related items
-
უკრაინამ რუსული სუ-24M ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსული სუ-24M ტიპის ბომბდამშენი ბაჰმუტის რაიონში ადგილობრივი დროით 01:30 საათზე ჩამოაგდეს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
უკრაინის გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია: „უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გუშინ ღამით გაანადგურეს რუსული ბომბდამშენი სუ-24М. ინტერვენცია დაახლოებით 01:30 საათზე ბახმუტის მიმართულებით მოხდა“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რითაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი.
ვ. პუტინმა თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ქვეყნის დემილიტარიზაციას, რათა თავიდან აიცილოს კიევის ნატოში გაწევრიანება და შეინარჩუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.
-
ჩინეთის ბაოჰეს რაიონში კურსირება დაიწყო ორმა ექსპერიმენტულმა, უპილოტო ავტობუსმა
ჰეფეი, 21 თებერვალი (სინხუა) -- ქალაქ ჰეფეიში, /აღმოსავლეთ ჩინეთის ანჰუის პროვინციის ცენტრი/ მოძრაობა დაიწყეს უპილოტო ავტობუსებმა. ხოლო თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩინეთის ბაოჰეს რაიონში კურსირება დაიწყო ორმა ექსპერიმენტულმა, უპილოტო ავტობუსმა.
ავტობუსის ხაზი გადის ბაოჰეს რაიონში და მისი საერთო სიგრძე 15 კმ-ს შეადგენს. ეს თვითმართვადი ავტობუსები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ საწარმოებში.
ავტობუსის ბილეთის დაჯავშნა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო საპილოტე ფაზაში მგზავრობა უფასოა. აღნიშნულმა უპილოტო ავტობუსებმა გზებზე სატესტო რეჟიმში მოძრაობა 2022 წლის აგვისტოში დაიწყეს.
უწყვეტი სიღრმისეული „სწავლისა“ და ალგორითმების ოპტიმიზაციის წყალობით, ავტობუსის მართვის უნარებმა მიაღწია მძღოლების დონეს ორი ან სამი წლის მართვის გამოცდილებით, აცხადებენ კომპანიაში.
ავტობუსების სიჩქარე დაახლოებით 30 კმ/სთ-ია და თითოეულ ავტობუსში ათზე მეტი ადამიანი ეტევა. ავტობუსები აღჭურვილია ორი მონიტორით, რომლებიც გზის მდგომარეობას რეალურ დროში აჩვენებს.
-
პრემიერ-მინისტრი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს” მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის” სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს.
FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.შპს „დელტა-ვებე” საქართველოში დაფუძნდა „დელტას” 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა” და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის” ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური -
საქართველოს პრემიერის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქ. კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.2022 წლის დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
სარატოვში სამხედრო ბაზას თავს უკრაინული უპილოტო აპარატი დაესხა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ სარატოვში, ენგელსის სამხედრო ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ენგელსის სამხედრო ავიაბაზას ქალაქ სარატოვში.
იქვე აღნიშნულია, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 01:35 საათზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
ცნობილი გახდა, რომ აპარატის ნაწილების ბაზაზე ჩამოვარდნის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა. უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 დეკემბერს ენგელსის სამხედრო ბაზაზე და დიაგილევოს სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 2 თვითმფრინავი დაზიანდა.
რუსეთი ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას უკრაინის სხვადასხვა წერტილში შორი რადიუსის რაკეტების გასაშვებად იყენებს.
ბიზნეს ნიუსი
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...
ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ და ოზგურ იუჯელმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო
2023 წლის 3 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტო...
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელ...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის...