Visa-ს ახალი კვლევითი ანგარიშები ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას ცვალებადი საფრთხეების პირობებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2022 13:09

თბილისი, 2022 წლის 17 ოქტომბერი – მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში Visa განახლებულ დასკვნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა თაღლითობა მას შემდეგ რაც პანდემიამ პიკს მიაღწია, მაშინ როდესაც დამნაშავეები მიზანში იღებენ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცის მოწყვლად მახასიათებლებს, რადგანაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება პირადი და ელექტრონული კომერციის გამოცდილებების ნაზავს უბრუნდება.

„საცალო ვაჭრობის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების კვალდაკვალ, კრიმინალები კვლავ სათავისოდ იყენებენ ფიზიკურ დაუცველობას მაღაზიებში, ელექტრონული კომერციიდან კი სარგებელს იღებენ მავნე და ვირუსული პროგრამებისა და ფიშინგ შეტევების მეშვეობით, სხვა ხერხებთან ერთად,“ განაცხადა პოლ დ. ფაბარამ, Visa-ს რისკების მთავარმა ოფიცერმა.

ორი ახალი გლობალური კვლევა: Visa-ს უახლესი ანგარიში საფრთხეების შესახებ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, და MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ტექნოლოგიების ანალიზი (MIT Technology Review Insights) „ფულის მოძრაობა ციფრულ სამყაროში", რომელიც 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა Visa-სთან პარტნიორობით, პოსტპანდემიური ეკონომიკის ახალ და განმეორებად საფრთხეებს უსვამს ხაზს.

ციფრული კომერცია და კრიპტო მომხმარებლები მდიდარი სამიზნეები არიან ნოვატორი თაღლითებისთვის

ციფრული კომერციის გარემო, რომელიც საგრძნობლად სწრაფად განვითარდა პანდემიის გამო, კიბერდამნაშავეებისთვის ჯერ კიდევ უმდიდრეს სამიზნედ რჩება.

Visa-ს გლობალური რისკების შემსწავლელი გუნდის მიერ, გამოკვლეული თაღლითობისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევების თითქმის სამი მეოთხედი ეხებოდა ელექტრონული კომერციის სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ,  ხშირი იყო სოციალური ინჟინერიისა და ვირუსული პროგრამების შეტევები. კვლევის მიხედვით, ხშირია ციფრული სკიმინგის შეტევები, რომლებიც მიზანში იღებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და მესამე მხარის კოდის ინტეგრირებას.

მსგავსი თავდასხმების შემთხვევები ნათელს ხდის სავაჭრო და საგადასახადო ტრანზაქციებზე უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის აუცილებლობას, იმის უზრუნველსაყოფად რომ გარე კოდი არ გააქტიურდება ბარათის მფლობელისთვის  არაკონფიდენციალურ გარემოში. მასაჩუსეტსის ინსტიტუტის კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვანია მათი მომხმარებლებისთვის, 59% კი აღიარებს, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები ყველაზე დიდი გამოწვევაა ციფრული გადახდების გაფართოებისთვის. ბევრი უპირატესობას უსაფრთხოების მოწინავე შესაძლებლობებს ანიჭებს, როგორებიცაა ციფრული ტოკენები (32%), ხელოვნური ინტელექტი და გაძლიერებული ავტორიზაცია (43%).

ტრადიციულ ვალუტაზე ზიანის მიყენების გარდა, თავდამსხმელები კრიპტოვალუტის მომხმარებლების მოსატყუებლად ახალ ტაქტიკებს მიმართავენ, მათ შორისაა საფულეზე გამიზნული, ბრაუზერის გაფართოების, ახალი მავნე პროგრამა კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის, ასევე ინოვაციები ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის სქემებში. 2022 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, სამმა დიდმა ქურდობამ, რომლის დროსაც სხვადასხვა ხიდის სერვისებში სუსტი წერტილები იქნა გამოყენებული, 400 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა კიბერქურდებს.[1]

დაცვა Visa-ს დაპირებაა

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაული ნარჩუნდება, Visa-მ გაზარდა ძალისხმევა თაღლითობის შემთხვევების შესამცირებლად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Visa-მ 9 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ქსელის უსაფრთხოებაში. Visa-ში დასაქმებულია ათასზე მეტი ერთგული სპეციალისტი, რომლებიც Visa-ს ქსელს მავნე პროგრამებისგან, ნულოვანი დღის შეტევებისგან და ინსაიდერული საფრთხეებისგან 24x7x365 რეჟიმში იცავენ. Visa ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესაძლებლობებს და მუდამ ჩართული ჰყავს ექსპერტები, რათა დაიცვას თავისი ეკოსისტემა, პრაქტიულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს მილიარდობით დოლარის თაღლითობის მცდელობა. ფაქტობრივად, Visa-ს რეალურ დროში მონიტორინგმა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, დაბლოკა 4,2 მილიარდ დოლარზე მეტი თაღლითური გადახდების მოცულობა ბოლო 12 თვეში, ბევრმა არც იცოდა, რომ პოტენციური თაღლითური ტრანზაქციის რისკის ქვეშ იყო.

გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ ანგარიშის წასაკითხად ეწვიეთ Visa-ს ოფიციალურ ვებ.გვერდს. ციფრულ სამყაროში ფულის მოძრაობის MIT ტექნოლოგიების ანალიზის შესახებ ანგარიშის სრულად წასაკითხად ეწვიეთ მასაჩუსეტსის ინსტიტუტის გვერდს.

###

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

 

[1] Visa-ს ორწლიანი ანგარიში გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ.

წაკითხულია 169 ჯერ

Related items

  • ადამიანის ტვინს „თვალის დახამხამებაში“ შეუძლია ყალბი მოგონებების შექმნა

    ადამიანის ტვინს „თვალის დახამხამებაში“ შეუძლია ყალბი მოგონებების შექმნა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    საიტის Science Alert-ის მიხედვით, ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ როდესაც კვლევაში მონაწილე 534 ადამიანს აჩვენეს ლათინური ასოების რეალური და სარკისებური (C და Ɔ) ფორმები, ადამიანები მიდრეკილნი იყვნენ დაემახსოვრებინათ ასახული ასო მისი რეალური სახით.

    კვლევაში, მას შემდეგ, რაც ზოგიერთ მონაწილეს აჩვენეს შემთხვევითი ასოები მეხსიერების დასაბნევად, ყველა მონაწილეს სთხოვეს კვლავ ეთქვათ ნაჩვენები პირველი ასო.

    კვლევაში აღინიშნა, რომ მონაწილეთა თითქმის 20-მა პროცენტმა შექმნა ცრუ მეხსიერება სასურველ ასოზე, პირველი ასოს ჩვენებიდან ნახევარ წამში, და ეს რაოდენობა 3 წამის შემდეგ 30 პროცენტამდე გაიზარდა.

    კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანებს ასოები ასახული ფორმით ანახეს, მათ „თვალის დახამხამებაში“ ნაჩვენები ასო უფრო მეტად ახსოვთ, როგორც რეალური.

    ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ტვინი ცვლის მოგონებებს "ცრუ მოგონებებით" იმის მიხედვით, თუ რას ელის იგი და რომ მონაწილეთა მიერ ლათინური ასოების ცოდნის გამო, მათი ტვინი ელოდება დაინახოს ასოები, ნაჩვენები ნორმალური წერილობითი ფორმით და არა მათი ასახული ფორმით.

    ექსპერიმენტებში, უბრალო და სარკისებურად ასახული ასოების შემთხვევით ჩვენების შემდეგ, მონაწილეებს ჰკითხეს, 1-დან 4-მდე რამდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთ მეხსიერებაში.

    მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთ პასუხებში. ამრიგად, დადგინდა, რომ მონაწილეთა პასუხები იყო რეალურად "ცრუ მოგონებები" და არა ცრუ ვარაუდები.

    კვლევა ჟურნალ "PLOS One"-ში გამოქვეყნდა.

  • Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

    თბილისი, საქართველო, 2023 წლის 1 თებერვალი – VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით.

    სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa  ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა, რომლის შემდეგ, მე-2 და მე-3 ადგილებს ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ. VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა.

    Visa, როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში, ერთგულად განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, უცვლელი მისიით - შესთავაზოს ყველას, ყველგან თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური საშუალებები. მრავალი წლის განმავლობაში, Visa აქტიურად თანამშრომლობს  ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებთან  საქართველოში და ხელს უწყობს  თანამედროვე გადახდის ეკოსისტემისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებას. 

    “ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას - განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa  ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო, მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,”  განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    Visa-ს შესახებ:

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

  • ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსებას

    ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაასახელეს გამარჯვებული, რომელიც მიიღებს გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებული 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსება წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე მსხვილ ტრანზაქციას და მწვანე ობლიგაციების გამოშვების პირველ შემთხვევას.

    კომპანია ევროკავშირისაგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.

    მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

    ტრანზაქცია სრულად შეესაბამება პროგრამის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, აგრეთვე გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ღირებულებების მხარდაჭერას.

    5-წლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით. ობლიგაციები გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.

    კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ნუკა მშვიდობაძემ, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ GRPO კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და განახლებადი ენერგიის სხვა ოპერატორებსაც მისცემს დამატებით მოტივაციას, დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“.

    დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი GEORGIA

  • მილიარდი უკონტაქტო ტრანზაქცია ერთ წელიწადში: გარდამტეხი მომენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის

    მსოფლიო მასშტაბით, უკონტაქტო ტრანზაქციების რიცხვი სატრანზიტო ოპერატორის გაციფრულების კვალდაკვალ იზრდება

    თბილისი, 4 ოქტომბერი, 2022 - Სულ უფრო მეტი მგზავრი მოელის კომფორტულად გადაადგილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით. Visa-ს უახლესმა კვლევამ - ურბანული მობილობის მომავალი” (Future of Urban Mobility Survey) დაადასტურა, რომ მგზავრების 91%   საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდით სარგებლობს.  გამოკითხულთა თითქმის მესამედმა უკონტაქტო გადახდები მთავარ მახასიათებლად დაასახელა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას განაპირობებს.

    იმავე კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების უმეტესობა (88%) ამბობს, რომ სტაბილურობა და გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი სიხშირით სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დასაქმებული მგზავრების უმეტესობა (62%) საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვირაში მინიმუმ სამი დღე გადაადგილდებიან.

    Tap-to-ride ტექნოლოგია მგზავრებს  ბარათით ან მობილური საფულის გამოყენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს და მგზავრობის საფასურის მართვა აღნიშნული სერვისით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზუსტი ნაღდი ფულის ტარება, ან დარდი იმაზე, რომ მეტროს ბარათზე მგზავრობისთვის შესაბამისი ანგარიში არსებობდეს. Visa-მ ხელი შეუწყო უკონტაქტო სატრანსპორტო გადახდების უზრუნველყოფას მსოფლიოს ქალაქებში, ბანგკოკიდან მეხიკომდე, რიომდე და მათ ფარგლებს გარეთ, ამავდროულად მხარი დაუჭირა 550-ზე მეტ ურბანული მობილობის ინიციატივას, მას შემდეგ, რაც 2011 წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში tap-to-pay ტექნოლოგია დანერგა.

    უკონტაქტო გადახდების სისტემა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2018 წლიდან მოქმედებს და აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში Visa-ს ბარათებით უკონტაქტო გადახდების რაოდენობა გახუთმაგდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით. ამასთანავე, საქართველოში Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების 95%-ზე მეტი უკონტაქტო გადახდებზე მოდის.

    ციფრული გადახდების სწრაფი ზრდა დასტურია იმისა, თუ როგორი მიმზიდველია ის  მომხმარებლებისთვის. Visa-მ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად დაამუშავა მილიარდზე მეტი tap-to-ride ტრანზაქცია გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში, სადაც ყველაზე დიდი წილი ევროპას უკავია, მათ შორის დღეში 4 მილიონზე მეტი გადახდა ტრანსპორტში, ქალაქ ლონდონზე მოდის, თუმცა სხვა რეგიონებშიც ზრდა შეინიშნება. ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე უკონტაქტო გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის2. უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის გამოყენებამ დაადასტურა, რომ ის ინვესტიციის სარგებელს (ROI) სთავაზობს სატრანსპორტო სააგენტოებს , მომხმარებლებისთვის მოხერხებულობასა და მოქნილობასთან ერთად. 

    უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგია, რომელიც დაინტეგრირებულია Visa Prepaid და Private Label ბარათებზე, ციფრული ბილეთების ყიდვის შესაძლებლობებს ქმნის  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა ან საბანკო ანგარიშზე წვდომისა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური ინკლუზიის განვითარებაში მთელ მსოფლიოში.

    Visa  თანამშრომლობს ქალაქების დამგეგმარებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, ოპერატორებთან და გადაწყვეტილებების მიმწოდებლებთან, რათა ურბანული მგზავრობის გამოცდილების ახლებური გააზრება მოხდეს, ინკლუზიურ, მდგრად და ურთიერთდაკავშირებულ მრავალმოდელურ ტრანსპორტზე ფოკუსირებით. პროგრამის “მდგრადი ქალაქების ქსელის” (Resilient Cities Network) მეშვეობით Visa თანამშრომლობს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქალაქებთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ციფრული გადაწყვეტილებები, უნიკალური გამოწვევების გადასაჭრელად.

    Visa აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში - Global New Mobility Coalition, რომელიც გამოწვევების უკეთ გადაწყვეტებისკენ  მიისწრაფვის, საერთო, დაკავშირებული და დეკარბონირებული მობილობის ეკოსისტემის შესაქმნელად. გუნდმა ახლახანს მიმოიხილა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინოვაციურ მიდგომას მგზავრობის დროს გადახდების მდგრადობაზე: ინოვაცია მობილურობის გადახდებში ხელს უწყობს ადამიანების მოძრაობას, პლანეტის დაცვასთან ერთად (Innovation in mobility payments is keeping people moving while protecting the planet).

    გასული 60 წლის განმავლობაში, Visa თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, რათა გააუმჯობესოს გადახდის მეთოდები და ხელმისაწვდომობა ტრანსპორტზე, ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების მხარდაჭერით. ყოველდღიურ სატრანსპორტო გადახდებში სიახლეების დანერგვა ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენი მიზნების მისაღწევად.

    Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის გვერდს. Visa-ს ურბანული მობილობის კვლევის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ აქ.

    კომპანია „Visa”-ს შესახებ

     Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

     

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის წახალისების მიზნით, Visa უერთდება გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამას საქართველოში

    თბილისი, 13 აპრილი, 2022 – Visa, მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველოში, რომელიც დაარსდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თიბისი ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

    Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებსა და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. ქალთა როლის წარმოჩენა და მისი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სტერეოტიპების მსხვრევისა და იმ გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. Visa-ს სჯერა, რომ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ გაციფრულების დანერგვასა და მის მზარდ მოთხოვნაზე.

    „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია წარმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ იმ ქალებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე დგანან.  ამდენად, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველას მათი პროფესიული კომპეტენციებიდან და ლიდერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კატეგორიას - ICT ჩემპიონი და მე მჯერა, რომ გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას,  განსაკუთრებულ ჯილდოს და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    დაჯილდოება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომლის მემკვიდრეობაც ბევრს კვლავ შთააგონებს. პროექტი  წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში და ისწრაფვიან პოზიტიური ცვლილებებისკენ. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, UTG და Majorel Georgia.

    განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.ictwomen.ge  განაცხადები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, 30 მაისს გახდება ცნობილი ჯილდოს ფინალისტების ვინაობა და 10 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

     

    ***

    კომპანია Visa-ს შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური