PSP-მ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2022 14:48

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-მ  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები.

წაკითხულია 124 ჯერ

Related items

  • PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

    ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.

    „ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.

  • PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა

    PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სის წელს მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის, გან­ვი­თა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

    „PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების  პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.

    კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას,  ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს. 

  • ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას!

    დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

    კომპანია GM Pharma  (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში. 

    ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, ისე   ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას,  განადგურდა  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის  ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები.  რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და  ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.

  • PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

    PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს - ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს.

    კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.

    მიმდინარე კვირის PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი უკვე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/3ClbLut

    „კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება PSP უნიკალური ფასდაკლების სისტემის დანერგვით. აფთიაქების ვიტრინებზე “ჭკვიანი” მონიტორები დამონტაჟდება, რომლებიც კლიმატისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, რეალურ დროში შესაბამის ფასდაკლებებს აგენერირებს - მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს. ასე მაგ. წვიმასა და სუსხში - გაციებისა საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, მზიან ამინდში - კანის დამცავ პროდუქტებზე და სხვ.

    აღნიშნული კამპანია ყველა ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებულია. შესაბამისად, მომხმარებელს საშაულება ექნება PSP-ს სოციალური ქსელების საშუალებით მომენტალურად შეიტყოს მიმდინარე აქტივობების, სასარგებლო რეკომენდაციებისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ“ - აცხადებენ PSP-ში.

  • PSP დაზღვევა“ ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით პირველ ხუთეულშია

    „PSP დაზღვევა“ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიით ავტოდაზღვევის ხუთეულშია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებს თიბისი დაზღვევასთან ერთად.

    პსპ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციებს და მოზიდული სადაზღვევო პრემით პირველ ხუთეულშია.

    „დაზღვევის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო დაზღვევის განვითარებას სხვადასხვა სტიმულირების მექანიზმებით და ამით გაიზარდოს  ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის წილი. ასევე აუცილებელია დროულად გადაიდგას ნაბიჯები სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღებით.

     ნებაყოფლობითი დაზღვევის სტიმულირება და განვითარება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამივე მხარისათვის. პირველ რიგში  მოქალაქე უკეთ დაცულია სამედიცინო რისკებისაგან, მეორეს მხრივ დაზღვევის ბიზნესი ვითარდება, ბოლოს კი მთავარია , რომ  სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსებს მიმართავს  მიზნობრივად სოციუალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებისათვის.

    საყურადღებოა სავალდებულო დაზღვევის განვითარება ქონებრივი რისკების მართვის მიმართულებით. ეს არის ის გზა და გამოსავალი რაც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. სავალდებულო დაზღვევით მცირდება ქონებრივი რისკები რაც მოსახლეობისთვის და კერძო ბიზნესისთვის დიდი ტვირთია“ - აცხადებენ “პსპ დაზღვევაში“

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური