შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2022 10:20

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.

ნომინაციაში ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ: პროფესორი ნათელა დოღონაძე, პროფესორი ირაკლი როდონაია, პროფესორი თამარ შიოშვილი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილი.

ნომინაციაში „2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: ასოცირებული პროფესორი  აზერ დილანჩიევი, პროფესორი ნათელა დოღონაძე, ასოცირებული პროფესორი მეთინ მერჯანი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე და ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჯაყელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით,  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს.

„ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ისეთი გარემოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერის თანამედროვე მოთხოვნებზე, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სერვისის დანერგვის პროცესში ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რასაც დღეს მსოფლიოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოება გვთავაზობს.“ - აღნიშნა რექტორმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 39 ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.

წაკითხულია 139 ჯერ

Related items

  • IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

    როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს.

    განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა მადლობას უხდის პროგრამის განვითარებაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

    ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. 

  • IBSU-ში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

    როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, IBSU-ში უკვე 20 წელია ფუნქციონირებს ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ შიოშვილი. „ქალბატონი თამარის ღვაწლისა და შრომის შედეგია, რომ დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ასეთი გამორჩეული პროგრამა და გვყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული და სტუდენტი. ცენტრის გახსნით ჩვენ ვეხმიანებით აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და იმედი გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“- განაცხადა რექტორმა.

    აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ეწევა ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით. ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.

    თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკისმცოდნეობის პროგრამისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. ცენტრში ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები იმუშავებენ საკვლევ თემებზე, იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხილვა ქართველ და ამერიკელ დარგის პროფესორებთან ერთად.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში 2002 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესორი თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის პროგრამის ფორუმის მონაწილე გახდა. ფორუმი გულისხმობდა ამერიკისმცოდნეობის სპეციფიკური, ტრადიციული და წამყვანი პროგრამების გაცნობას და შესწავლას აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის, მიჩიგანის, ნიუ მექსიკოს, პენ სტეიტის და მემფისის უნივერსიტეტებში.

    2004 წელს თამარ შიოშვილი  გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის გრანტის მფლობელი და მკვლევარი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტში. ამან მას საბაკალავრო პროგრამის განვითარების და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ხოლო 2007 წელს IBSU-ში გაიხსნა საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაც. 

  • თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად
    20 იანვარს 15:00-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ გაზაფხულის ფესტივალის, იგივე ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. სტუმრებს შეეძლებათ, იხილონ და უშუალოდ ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობაში, ეზიარონ ჩინურ კულტურასა და საახალწლო ტრადიციებს. მათ შორის:
    გაიგებთ, რა არის ჩინური ახალი წელი;
    იხილავთ უშუს საჩვენებელ გამოსვლას;
    ეზიარებით ჩინურ კალიგრაფიასა (შუფას) და მხატვრობას (კუოხუას);
    გამოჭრით ქაღალდის ფიგურებს (ძიენჭი);
    დაამზადებთ ჩინურ კვანძებს (ჭუნგკუო ძიე);
    გააფერადებთ ოპერის ნიღბებს (ძინგძიუ ლიენფუს);
    მონაწილეობას მიიღებთ ვიქტორინაში „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ (მასალას შეგიძლიათ უკვე გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/.../1NfRlLA-ZNC.../view , ასევე წაიკითხოთ და მოისმინოთ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენს გვერდზე);
    დაესწრებით სკოლის მოსწავლეთა პოეზიისა და სტუდენტთა იეროგლიფების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიას;
    დაათვალიერებთ ჩინურ ტრადიციულ სამოსს;
    დააგემოვნებთ ჩინურ კერძებს;
    ასევე გაიმართება წინა წლებში გამართული ხატვის კონკურსის ნამუშევრების გამოფენა. ყველა მსურველი შეძლებს ჩინურად დაწერილი სახელის მიღებას, ვიქტორინის მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მოუთმენლად ელის სტუმრებთან შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა.
    დასწრება თავისუფალია!
  • PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

    ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.

    „ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.

  • PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა

    PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სის წელს მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის, გან­ვი­თა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

    „PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების  პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.

    კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას,  ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს. 

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური