ამერიკა უკრაინას ისევ ეხმარება!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2022 09:30

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების მიხედვით, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას, ისინი ყოველთვის გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას და ამ ქვეყნისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ჩათვით იარაღსა და სამხედრო საბრძოლო მასალებს და დაამატა, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან მკაცრი სანქციები დაუწესონ მათ, ვინც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიის მცდელობებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება სტამბოლში ხელმოწერილი მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების წარმატებას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

წაკითხულია 123 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა განცხადება თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ, მოღალატურ თავდასხმასთან დაკავშირებით.

    როგორც აზერბაიჯანული სააგენტო АЗЕРТАДЖ-ი იტყობინება, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტსღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რომელიც იცავდა ჩვენს საელჩოს და საელჩოს პერსონალს.

    კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიებას და ტერორისტების კანონით დასჯას. ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე მიუღებელია!“, - აცხადებს ილხამ ალიევი.

  • ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

    ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ემერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

    კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაიანში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაიანას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი,  6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.  

    მიმდინარე ომის გათვალისიწნებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა. ამ მიზნით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს საზოგადოება და ქართული ბიზნესი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ.

  • გერმანია უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა

    გერმანია უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა. ამის შესახებ განაცხადეს ჟურნალმა Der Spiegel-მა და გერმანულმა ტელეარხმა n-tv-მ. ამავდროულად, ვაშინგტონი განიხილავს კიევში M1 Abrams-ის ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნასაც.

    გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა უკრაინას გაუგზავნოს „ლეოპარდის“ ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის 2A6-ის ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან. საუბარია ტანკების ერთ მარაგზე - ანუ 10-14 ცალ ტექნიკაზე.

    ბერლინი ასევე აპირებს დაამტკიცოს გერმანული წარმოების ტანკების მიწოდება სხვა ქვეყნების მიერ (მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება მწარმოებლის ნებართვის გარეშე).

    წყარო: https://www.svoboda.org/a/germaniya-soglasilasj-na-otpravku-tankov-leopard-ukraine/32237847.html?fbclid=IwAR2aFMt4b9HKTsi2WVlZ31Qp8hXL3CuIqpl43JwBVDHH_Biv48hg80-XKuM

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ!

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! 

    ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. 

    დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

  • არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - საქართველოს პრეზიდენტის განცხადება!

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

    იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

    ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. 

    ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.  

    ამის დაშვება დაუშვებელია! 

    ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში. 

    ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური