საქართველოს თანაორგანიზებით ღონისძიება "ტექნოლოგიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში - არჩევნები ციფრულ სამყაროში" გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2022 09:33

საქართველოს, როგორც კოალიციის - "დემოკრატიათა თანამეგობრობა" სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყნისა და „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამდივნოს ორგანიზებით, 2022 წლის 27 სექტემბერს, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიება თემაზე - „ტექნოლოგიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამსახურში - არჩევნები ციფრულ სამყაროში“.
ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული კვლევის  - „ტექნოლოგიები არჩევნებში - ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები 'დემოკრატიათა თანამეგობრობის' წევრ ქვეყნებში“ - შედეგები და მას დაესწრნენ ეუთო-ს წევრი ქვეყნებისა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები.
ზემოხსენებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო კოალიციის მმართველი საბჭოს 11-მა წევრმა ქვეყანამ (აშშ, ესტონეთი, ინდოეთი, კანადა, კოსტა რიკა, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, ლიეტუვა, ნორვეგია, რუმინეთი და საქართველო). კვლევა ხსენებული ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და დოკუმენტირებას ისახავდა მიზნად. ანგარიშში საუკეთესო პრაქტიკებს შორის მოყვანილია საქართველოს გამოცდილება ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის, ხმების დათვლის, საჩივართა განხილვისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ წევრ ქვეყნებში და მის მიღმა ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
27 სექტემბრის ღონისძიება გახსნეს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურმა მდივანმა, თომას გარეტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ლიდერობისთვის და ჯგუფის ფარგლებში კვლევის ინიცირებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის.
კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საპანელო განხილვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს, საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ეროვნული გამოცდილება გააცნო ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბაძემ.
კვლევის - „ტექნოლოგიები არჩევნებში - ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები 'დემოკრატიათა თანამეგობრობის' წევრ ქვეყნებში“ - ანგარიში განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://community-democracies.org/new-publication-report-technology-in-elections/ .
კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ საქართველოს თავმჯდომარეობით მოქმედი სამუშაო ჯგუფის -„დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიზანია დემოკრატიული პროცესებისა და შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშესაწყობად ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება და ტექნოლოგიების დემოკრატიული პროცესების საზიანოდ მომდინარე საფრთხეების ნიველირების გზების ძიება.

საგარეოს ადმინისტრაცია

წაკითხულია 103 ჯერ

Related items

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს

    ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

    მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ. „როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

    სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

    „შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.

    თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.

    ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.

    აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

    წყარო: https://1tv.ge/news/si-dzinpini-amerikul-chinuri-urtiertobebi-rtul-vitarebashia-da-chven-es-dzalian-gvaghelvebs/

  • ამერიკა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მანამ არ მოგვარდება, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დატოვებს უკრაინას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ტურნეს დაწყებამდე თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ნაყოფიერი, ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო“.

    აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და დასძინა: „ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დატოვებს უკრაინას“.

    მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ისინი უკრაინას აშშ-ს არმიის ინვენტარიდან 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

  • „ეფეს საქართველომ“ წამყვანი ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს ‘Project Future’ სტაჟირების პროგრამა გააცნო!
    24 ოქტომბერს, San Diego State University Georgia-ის ორგანიზებით, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ABET პროგრამების წარმატებული სტუდენტები STEM-ის შემდეგი მიმართულებებით:
    ელექტრული ინჟინერია
    ქიმია-ბიოქიმია
    კომპიუტერული ინჟინერია
    კომპიუტერული მეცნიერებები
    სამოქალაქო ინჟინერია
    სტუდენტებს გავაცანით „ეფეს საქართველოში“ წარმოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობები, რამაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.
    გვეამაყება, რომ 2021 წლიდან დღემდე „ეფეს საქართველოს“ სხვადასხვა დეპარტამენტში სტაჟირება 21-მა სტუდენტმა გაიარა და პროგრამა 2023 წლიდან კვლავ განახლდება!
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩაიტანეს

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide მის ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    რეზნიკოვმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი თავდაცვის სისტემები ჩავიდა და ნორვეგიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩამოვიდა. ეს იარაღი უკრაინის არმიას საკმაოდ გააძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს საჰაერო სივრცეს. გავაგრძელებთ ჩვენზე თავდამსხმელი მტრის სამიზნეების განადგურებას“. - თვქა რეზნიკოვმა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური