ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2022 17:39

30 სექტემბერს, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით,  მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს განახლებული შემადგენლობის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და  სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე, სათათბიროს წევრი 20-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ფერმერთა სათათბიროს სამუშაო მეთოდები, სამოქმედო გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია იქნა განხილული.

ფერმერთა სათათბიროს საკომუნიკაციო სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს ცნობადობის გაზრდას და წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციის პლატფორმის შექნას, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებას და უფრო მოქნილს გახდის სათათბიროს მუშაობას.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ფერმერთა ასოციაციის მთავარ საკონსულტაციო ორგანოს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფერმერების, ასევე, ზოგადად აგროსექტორის განვითარებისთვის. 

"შეხვედრისას,  სხვადასხვა სამუშაო პროცედურებთან ერთად, განვიხილეთ სათათბიროს განახლებული საკომუნიკაციო სტრატეგია და შევთანხმდით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ამასთან, წევრი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ არაერთი კონკრეტული საკითხი დაისვა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივ ასოციაციათა  წარმომადგენლებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ძალისხმევის კოორდინაციის მნიშვნელობას. ვფიქრობთ,საგულისხმოა ფერმერთა სათათბიროს საქმიანობის ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ყველა წევრი ასოციაციის ეფექტურ ჩართულობასა და თითოეული მათგანისთვის პრიორიტეტულ საკითხთა სათანადოდ ასახვას სათათბიროს საქმიანობაში.  დღეისათვის ფერმერთა სათათბირო 22 დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს, სამომავლოდ კი პლატფორმის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვიმედოვნებთ, რათა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი დავფაროთ", -  აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა სათათბიროს განახლებულ სტრუქტურულ მოდელს უახლოეს მომავალში, ოფიციალური პრეზენტაციის სახით წარადგენს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს,  მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა.  ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების  მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

წაკითხულია 270 ჯერ

Related items

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბიროს განახლებულ სტრუქტურულ მოდელზე შეხვედრა გამართა

    თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს ფერმერთა სათათბიროს სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრას, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და  სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე 30-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელი, დებულება და ბრენდის პლატფორმა განიხილეს.

    საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს მიზნების  მეტად ეფექტურად განსახორციელებლად, სათათბიროს სტრუქტურული აგებულება, წევრთა რაოდენობა და მათი არჩევისა და გაწევრიანების კრიტერიუმები იცვლება.  ფერმერთა სათათბიროს განახლებული დებულების შესაბამისად, სათათბიროს წევრი შესაძლებელია გახდესსოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივი გაერთიანება/ასოციაცია (მისი გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის შესაბამისად), რომელიც კონკრეტული დარგიდან წარმოადგენს ფერმერთა ხმას. „ფერმერთა სათათბირო  განვითარების ეტაპზე  გეგმავს საკუთარი აქტივობის ზრდას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება მისი დებულების განახლება და ინტენსიური პირდაპირი კამპანია ახალი წევრების მოსაძიებლად და შემდგომში, სათათბიროში გასაწევრიანებლად. ჩვენი მიზანია, ფერმერთა სათათბირომ, მისი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, მეტად ეფექტურად მოახდინოს სოფლის მეურნეობის სფეროში მუმუშავე სექტორული ასოციაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს, როგორც ანგარიშგასაწევი საკონსულტაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას დარგობრივ ასოციაციებს შორის დიალოგისთვის. ასევე, ძალისხმევის კონსოლიდაციას, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ორგანიზაციებისა და ფერმერების ადვოკატირებისთვის, შუამდგომლობისა და  დიალოგის წარმართვისთვის, როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ - აღნიშნა   სათათბიროს სპიკერმა, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა.

    საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს,  მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა. ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების  მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

  • ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

    ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
    როგორც ყაზახურ-ქართულ ეკონომოკურ გაერთიანებაში აცხადებენ, მემორანდუმი ფერმერული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და აგრო ტურიზმის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ დარგობრივი პერსპექტივების გაფართოებაზე და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებას. ამასთან, ფერმერულ საქმიანობასთან და აგროტურიზმთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი მიზნობრივი ღონისძიებებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.
    “მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ვიმუშავებთ ფერმერული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობასა და ფერმერების საჭიროებების შესწავლაზე, ასევე მოხდება ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება, დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, შეხვედრები და მოხდება საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ასევე, საყურადღებოა აგრო ტურიზმიც, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების პოტენციალის მქონე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გაერთიანება, თავის მხრივ, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოს აგრო ტურიზმის პოპულარიზაციას ყაზახეთში, შესაბამისად, ყაზახეთის მხარესთან ვიმუშავებთ ამ სფეროს შესაძლებლობების შესწავლასა და ურთიერთსარგებლიანი პროექტების განხორციელებაზე,“ - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი ნატა ფედოსეევა.
    „მემორანდუმის ფარგლებში მოხდება აგრარულ სფეროში ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარებისა და კავშირების გაღრმავების მიზნით შეხვედრების ორგანიზება, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და აგროტურიზმის პოპულარიზაციის, ისე ფერმერული საქმიანობის განვითარებისთვის“,- განმარტავენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.

     

  • შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ

    #შოვიუნდაგანვითარდეს - პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში

    27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე:  „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“.  შეხვედრის ფარგლებში მოხდება „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

    შეხვედრის  მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და   მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

    შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება.  მის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი  50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას. შოვში 130-ნომრიანიმაღალიკლასისსასტუმროსმშენებლობასუძრავიქონებისგანვითარებისკომპანიასიმეტრია“ უზრუნველყოფს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური