აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, თავიანთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ით გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში გაიმართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 სექტემბერს სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკებები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მომზადდება.
აზერბაიჯანის მთავრობას კი შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
Related items
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ.
განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს სომეხ კოლეგებთან და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და რეფორმების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით.ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთგული რჩება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური -
მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.
-
ილხამ ალიევი: აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ ურთიერთსიძულვილისა და მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამჟამად ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. „იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სამუშაოს უმოკლეს ვადაში დასრულებას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა, რომ ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდნენ ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული ისტორიული განსხვავებები ჰქონდათ და მტრობის გვერდი აუარეს„, დასძინა ილხამ ალიევმა. -
პრეზიდენტი ი. ალიევი: ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტებთან მიმართებაში
ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტების კუთხით. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამავდროულად, იყო გარკვეული უპირატესობები, განსაკუთრებით საკომუნიკაციო პროექტებთან დაკავშირებით. „აზერბაიჯანი მრავალი წელია ინვესტიციას ახორციელებს თანამედროვე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის შექმნაში. ახლა კი ტვირთების გადაზიდვა ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში დამატებით შესაძლებლობებს ქმნის“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა. -
"რატომ გაილაშქრა "მთავარმა ლეიბორისტმა" ასე მოულოდნელად აზერბაიჯანის წინააღმდეგ" - აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახური, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ასეთი კანონზომიერება: პოლიტიკოსები გამოცდილებას წლების განმავლობაში იძენენ, პოლიტიკანები კი ჯამბაზებად გადაგვარდებიან. როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ინერციით რეესტრებში არის შეტანილი ხმამაღალი ტიტულით "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი სტატუსი ჯამბაზად დაეფიქსირებინა.
მთელი მისი მოღვაწეობა მრავალი ათწლეულის მანძილზე უკვე შენარჩუნებული იყო მძვინვარე პოპულიზმის ჟანრში. თუმცა, ამან ოდნავადაც არ შეუწყო ხელი მის საარჩევნო შედეგებს, რამაც საბოლოოდ მიიყვანა პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, სტატისტიკური შეცდომის ზღვარზე მყოფი ამომრჩევლების სიმპათიამდე.
რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ჯგუფის ქცევის არჩევანი მისი წევრების გემოვნების საკითხია. თუმცა, ასევე არსებობს უძველესი იმპერატივი, რომ ერთის თავისუფლება შეიძლება გავრცელდეს მეორის თავისუფლების საზღვრებამდე. საერთაშორისო ურთიერთობებში კი ეს ძირითადი პოსტულატია. სწორედ მას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი და სახელმწიფოთა თანაარსებობის ჩვეულებები და წესები. იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტმა, თეორიულად, ბუნდოვნად მაინც უნდა გაიხსენოს ეს ძირითადი ჭეშმარიტებები. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა...
6 თებერვალს შ. ნათელაშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საკუთარი თავი საზოგადოებისთვის და ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ძირითად საკითხებზე ხანგრძლივი დუმილის მიუხედავად, მისთვის ჩვეულ სტილში გაეკეთებინა სკანდალური განცხადება, მან მოულოდნელად აღმოაჩინა საქართველოს "მთავარი პრობლემა..." მრავალსაუკუნოვანი, უძველესი და თანამედროვე ისტორიის ათწლეულების სტრატეგიული პარტნიორი და კარგი მეზობელი - აზერბაიჯანი; რა თქმა უნდა, მარგინალურ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან არასტანდარტული და ალოგიკური შეხედულებები, მაგრამ მათაც კი უნდა ჰქონდეთ საზღვარი.
არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყანას, მის სიმბოლოებს და სახელმწიფოს მეთაურს. ეს არის ტაბუ, არამარტო საერთაშორისო პოლიტიკის, არამედ უბრალოდ ადამიანური სინდისის თვალსაზრისით.
მით უმეტეს, ამგვარი დაბალი მორალური, პოლიტიკურად პროვოკაციული და დიპლომატიური თვალსაზრისით არაკომპეტენტური განცხადებები ჩრდილს აყენებს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხს, რომელიც მიმდინარეობს ორივე მხარის შესაბამისი უწყებათაშორისი კომისიების ფარგლებში და რომელსაც პროფესიონალები განიხილავენ.
ამ კომისიების მუშაობა პროფესიულ სიჩუმეს მოითხოვს და ამ პროცესზე კომენტარის გაკეთების ნებისმიერი პოპულისტური მცდელობა, ქირურგიული ოპერაციის პროცესში, ხმაურიანი მოყვარულის ჩარევას ჰგავს, და ორივე შემთხვევაში შედეგი შესაბამისი უნდა იყოს - დილეტანტი სკანდალისტის გაძევება მოცემული სივრციდან.
ეს ყველაფერი ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ გაილაშქრა "მთავარმა ლეიბორისტმა" ახლა ასე მოულოდნელად აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს ძირითად და უმსხვილესი სტრატეგიული პროექტების რეალიზებას შუა დერეფნის ლოგიკის ფარგლებში? სად არის საქართველოს, აზერბაიჯანის და მთელი რეგიონის ობიექტური ინტერესები და სად არის იაფი ფარსი და ქაოსის შექმნის მცდელობები? ჭეშმარიტი პოლიტიკოსი და დიპლომატი უპირველეს ყოვლისა მუშაობს ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, პირველ რიგში, მთავარ მეზობლებთან და გარე პარტნიორებთან, ხოლო აურზაური და პოლიტიკანური კლოუნადა - ეს "ნათელაშვილი და პარტნიორების" ცირკის ხვედრია," - აღნიშნულია აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რამდენიმე დღის წინ, დავით გარეჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ ხორციელდება არქეოლოგიური გათხრები და არტეფაქტები გაურკვეველი მიმართულებით გადააქვთ. ნათელაშვილი მოუწოდებს იუნესკოს, გამოყოს შესაბამისი კომისია და ძეგლის მდგომარეობა ადგილზე შეამოწმოს.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...