ახალშობილი გიგანტური პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ დამთვალიერებლების წინაშე

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2022 16:39

ჩუნცინი, 2 ოქტომბერი (სინხუა) – ამ წლის 22 ივლისს დაბადებული ტყუპი გიგანტური პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ შაბათს, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში მდებარე ზოოპარკში.

ახალშობილი გიგანტური პანდას ბელები ქ. ჩუნცინის /სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრში ცხოვრობენ და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ.

ჩუნცინის პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრის დამკვირვებლების თქმით, ახალშობილი გიგანტური პანდას ბელები თავს საუცხოოდ გრძნობენ. ისინი იკვებებიან ისე, როგორც მათი წარმომადგენლები ველურ ბუნებაში და ჩანს რომ დღითიდღე მატულობენ წონაში.

წაკითხულია 118 ჯერ

Related items

  • ბანგლადეშის ჩიტაგონგის ზოოპარკში ოთხი თეთრი ვეფხვის ბოკვერი დაიბადა

    ბანგლადეში, 1 დეკემბერი (სინხუა) - ბანგლადეშის ჩიტაგონგის ზოოპარკში ოთხი თეთრი ვეფხვის ბოკვერი დაიბადა.

    იშვიათ თეთრ ვეფხვებს აქვთ ტიპიური შავი ზოლები, მაგრამ მათი ბეწვი თეთრი ან თითქმის თეთრია. სწორედ მათმა უნიკალურმა ბეწვმა გახადა ისინი პოპულარული ეგზოტიკური ცხოველების შოუების დარბაზებსა და ზოოპარკებში.

  • დოჰაში ოფიციალურად გაიხსნა პირველი პანდების სახლი (ვიდეო)

    ხუთშაბათს, ფართო საზოგადოებისთვის დოჰაში ოფიციალურად გაიხსნა პირველი პანდების სახლი. 

    ყატარში 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და პანდას სახლის ორი ვარსკვლავი, "სი ჰაი" და "ჯინგ ჯინგი", სიამოვნებით მიესალმებიან მნახველებსა და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.

    ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

  • ჩინელმა მკვლევარებმა COVID-19-ის შტამების - „დელტა“ და „ომიკრონი“ გამანეიტრალებელი ანტისხეულები აღმოაჩინეს

    პეკინი, 7 სექტემბერი (სინხუა) – ჩინელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვას ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის შტამებისგან - „დელტა“ და „ომიკრონი“. წინასწარმა კვლევებმა ამ ეტაპზე კარგი შედეგები აჩვენა.

    ჟურნალში Signal Transduction and Targeted Therapy გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტში აღმოჩენილმა 58G6 ანტისხეულმა ძლიერი გამანეიტრალებელი აქტივობა აჩვენა, რომელიც თრგუნავს ზემოხსენებულ შტამებს.

    ანტისხეულები ერთობლივად აღმოაჩინეს ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა.

    მკვლევარებს ანტისხეულები ზაზუნებს ცხვირის ღრუს მეშვეობით ეყავდათ და დაადგინეს, რომ ძალიან დაბალი დოზა 2 მგ 1 კგ-ზე, ეფექტური იყო მღრღნელების ამ შტამებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ნათქვამია სტატიაში.

    აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ანტისხეულები გამოყენებული იქნება ინჰალაციის თერაპიაშიც.

  • ბერლინის ზოოპარკში ტყუპი პანდების დაბადების დღე აღნიშნეს (ვიდეო)

    ბერლინის ზოოპარკში გუშინ, ტყუპ პანდებს (ძმებს) - მენ სიანსა და მენ იუანს დაბადების სამი წლის იუბილე ზოოპარკის ადმინისტრაციამ საზეიმო ვითარებაში აღუნიშნა. ტყუპ პანდებს მათთვის საყვარელი ტორტი მიართვეს, რომელიც პანდებმა დიდი სიამოვნებით მიირთვეს.

    აღსანიშნავია ის რომ ბერლინის ზოოპარკში მცხოვრებ პანდებზე დაკვირვება და განვითარება თავის ჩინელ კოლეგებთან (ჩენდუს განვითარების ცენტრი) მჭიდრო კონსულტაციების პირობებში მიმდინარეობს.

      

  • „ცინცინმა“, მდედრობითი სქესის გიგანტურმა პანდამ, მეშვიდე დაბადების დღე აღნიშნა

    პარასკევს, „ცინცინმა“, მდედრობითი სქესის გიგანტურმა პანდამ, მეშვიდე დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ ჩინეთის სააგენტო "სინხუა“ იტყობინება.

    პანდა „ცინცინი“ ქ. ჩუნცინის /სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრში ცხოვრობს და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ.

    პანდა „სინსინ“-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩუნცინის პანდების ცენტრში სადღესასწაულო საღამო მოეწყო და ცენტრის ადმინისტრაციამ პანდას დიდი ტორტი და უგემრიელესი კერძი მოუმზადა.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური