10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე
13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. და მაინც რა მოვლენაა IWSC, რა გამოცდილებას იტევს, როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია, კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ.
ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად, არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელოვნებას. გთავაზობთ, 10 მნიშვნელოვან ფაქტს, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე:
- კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტი ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
- საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ტესტირებაზე ათიათასობით ალკოჰოლური სასმელის ტესტირებას ჟიურის წევრი/მსაჯები ახდენენ.
- IWSC კონკურსის არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდება. ეს უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის.
- IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
- კონკურსის პირობების თანახმად, მეღვინეები რეგისტრირდებიან IWSC-ის ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ მეღვინეებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი ღვინის 2 ნიმუში ღვინის ეროვნულ სააგენტოში 1-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით.
- კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იქნებიან. რაც ყველაზე ხაზგასასმელია, ჟიურის უხელმძღვანელებს ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი მსოფლიოში - უმაღლესი რანგის პროფესიონალი - აღიარებული ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი. IWSC-ის მხრიდან აგრეთვე იმსაჯებენ: მეგან კლარკი, მეგი მაკპერსონი, სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
7. კონკურსს ქართველი მსაჯებიც მოემსახურებიან. ჟიურიში იქნებიან ანა გოდაბრელიძე, გოგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი და ლევან მეხუზლა.
- კონკურსი ჩატარდება 13 ოქტომბერს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის პირობების თანახმად ჩატარების ადგილი, IWSC-ის მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ ტესტირების დასასრულს გახდება ცნობილი.
- კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.
- გალა ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეობების დაჯილდოვება IWSC-ის სპეციალური მედლებით (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) და სერტიფიკატებით.
IWSC-ის საქართველოს კონკურსზე რეგისტრაცია დასრულდება 7 ოქტომბერს.
Related items
-
Visa-სა და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი ბიზნესკონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
თბილისი, 26ოქტომბერი, 2022 – დღეს, Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან გამოავლინა 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე.
კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე ბრენდ „ჰორსტურის“ თანადამფუძნებელი, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა ბრენდ „ბისერნათის“ დამფუძნებელმა მოიპოვა და მიიღო ფულადი პრიზი 15 000 ლარის ოდენობით.
კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, 2021 წელს საცხენოსნო პლატფორმა - „ჰორსტურსი“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას. ინოვაციური ონლაინ პლატფორმა საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს ეხმარება საკუთარი სერვისის გაციფრულებაში, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს.
მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი გახდა ნათია ბედენაშვილი, ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.
კონკურსის საუკეთესო ათეულია:
- ბრენდი„ინ ბლუმ გარდენი“ - მარიამ ბალანჩივაძე
- ბრენდი „Halo“ - ანა ერემეიშვილი
- ბრენდი „ჰორსტური“ - ანა ნადირაძე
- ბრენდი „დასი“ - თამარ ჟღენტი
- ბრენდი „ბისერნათი“ - ნათია ბედენაშვილი
- ბრენდი „აგრო ჰოლდინგი“ - სოფიკო მახატლიშვილი
- ბრენდი„ჰიპო ველოს“ -ვერიკო ბაზალი
- ბრენდი „ფაქტურაატელიე“ - მარიამ მახარაძე
- ბიზნესიდეა „პერსონაჟი“ - თამარ ქველიძე
- ბრენდი „დამ - დამ“ - ქეთევან ქარსელაძე
კონკურსის მეორე ეტაპზე ფინალისტები ორდღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრნენ, სადაც შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები.
კონკურსი, გლობალური კამპანიის - She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“ გამოცხადდა და მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეირჩნენ.[1]
###
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
-
კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შედგა
300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი სტუმარი მეღვინეობის ქალაქში
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ღვინის მოყვარულებს დაუბრუნდა. ღონისძიება ტრადიციადქცეულ ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს მეღვინეობის ქალაქმა ახტალის პარკში უმასპინძლა. ფესტივალის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, უცხოელი და ქართული საზოგადოებისთვის ღვინის კულტურისა ქართული ტრადიციების გაცნობა წარმოადგენდა.
წელს ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა - 300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი როგორც ქართული ისე უცხოეილ სტუმარი. ფესტივალი სხვადასხვა პროდუქციას - ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელის გამოფენა-გაყიდვას მოიცავდა, რომელსაც სპეციალურად შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა.
შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაეტარებინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, ფესტივალზე მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ და სხვადასხვა საბავშვო თამაში.
„ღვინის დღეების ფარგლებში, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ჩატარდა. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ამ ქუდისა და ქოლგის ქვეშ გაიმართა საერთაშორისო ღვინის კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC), სადაც 150-ზე მეტი მეღვინე და 487 ქართული ღვინო მონაწილეობდა. ამ კონკურსის საქართველოში ჩატარება უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს კონკურსი ლონდონის გარეთ პირველად ჩატარდა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ ნდობისთვის. ეს არის ძალიან დიდი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. აღნიშნული კონკურსი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება დღევანდელ ფესტივალს, 200-ზე მეტი მეღვინეა წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის მასშტაბურობას. დღევანდელ დღე კიდევ ერთხელ, პოპულარიზაციას უკეთებს ღვინის დღეებს, ღვინოს, გურჯაანს, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტს და ჯამში ქართული ღვინის დღესასწაულს,“- განაცხადა ფესტივალის იდეის ავტორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 20 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს მასპინძლობდა.
„ფესტივალს სულ 350-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, თუმცა აქედან 200 მეღვინეობა იყო. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია და ასევეა, ფესტივალზე მოსულ სტუმართა რაოდენობაც. წელს ფესტივალი International Wine & Spirit Competition (IWSC) კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომელიც ევროპაში პირველად, საქართველოში ჩატარდა და ამ საერთაშორისო კონკურსში ქართველებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის თვითონ ფესტივალიც საერთაშორისო გახდება და შესაბამისად, მონაწილეებიც არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც იქნებიან. დღეს კი გვსტუმრობენ ტურისტები, დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსი და ა.შ.“ - განაცხადა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ეკა ცისკარაშვილმა.
“ჩვენი ღვინის კომპანია „ კარდანახი 1888“ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დაარსების დღიდან იღებს მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალზე International Wine & Spirit Competition კონკურსში წარდგენილი ღვინოებიდან ორივე ვერცხლის მფლობელმა ღვინომ („ კარდანახი“ და „წარაფი“) დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. ჩვენი კომპანია აწარმოებს 25 დასახელების ღვინოს სოფელ კარდანახში, რომელიც არის ერთადერთი სოფელი საქართველოში, სადაც 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა როგორიცაა, ახოები, წარაფი და კარდანახი,“ - აღნიშნავს ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია „კარდანახი 1888“ დამფუძნებელი მალხაზ მახოშვილი.
„ჩვენი კომპანიიდან „რანინა კახურმა“ International Wine & Spirit Competition კონკურსში ოქროს ჯილდო მიიღო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები საქართველოში შემოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ღვინის დღეების ინიციატივა კარგია, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელიც კიდევ უფრო ფართო მასშტაბებსა და საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. დღევანდელი ფესტივალი ითვალისწინებს როგორც დეგუსტაციას, ასევე გაყიდვებს, თუმცა ჩვენ ორიენტირებულები ვართ ექსპორტზე. ეს ჯილდოც საექსპორტოდ გამოდგება, ჩვენს პარტნიორებთან საკომუნიკაციოდ,“- გვითხრა „გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მონაწილემ „დუგლაძეების“ კომპანიის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესო თევდორაშვილმა.
პოპულარული ღვინოების ქინძმარაულის, ხვანჭკარას, წინანდლის გვერდზე განსხვავებული არომატისა და გემოს სასმელიც გამოჩნდა. ვაშლის წვენის დადუღებით მიღებული ხილისკენკროვანი ღვინო - ცოცხალი სიდრი, სიახლეა ქართულ ბაზრისთის.„სიდრი ვაშლის ფერმენტაციის შედეგად მიღებული სასმელია, რომელიც ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა. ის ახალი სასმელია და დღეს ქართველი მომხმარებლისთვის ნაკლებად ცნობილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, რადგან უკეთ დაგვენახა რამდენად მოთხოვნადია დღეს სიდრი. მართალია, ქართველმა მომხმარებელმა არ იცოდა სიდრის შესახებ, თუმცა მას ეცნობოდა არომატი, გემო და ფესტივალზე სიდრი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა,“ - გვითხრა ფესტივალზე მონაწილე, „სიდრის კლუბი ბაზალეთის“ დამფუძნებელმა ზაალ ხელაძემ.
ფესტივალზე სტუმრების განწყობაზე დიდებული ღვინოებისა და გემოების გარდა, მუსიკოსებიც ზრუნავდნენ. მათ შორის, გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.
შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი იყვნენ: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია. -
კრისტელ გიბერი: „კონკურსს არ ჰყავს წაგებული - ყველა მონაწილე ჟიურისგან მიიღებს ინდივიდუალურ შეფასებებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დაგვიტოვა მის მიერ წარმოებულმა ღვინომ“
IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა
„ჩვენ 50 წელზე მეტია მხარს ვუჭერთ მსოფლიო ღვინის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მნიშვნელოვანი გამოცდილება და მოსაზრება გავიზიარეთ თქვენგან და ასევე საინტერესო სიახლეებს გავეცანით ადგილობრივი ჟიურის წევრებისგან. შეუძლებელი იქნებოდა, ეს ტესტირება ლონდონში ჩაგვეტარებინა. განსაკუთრებული მადლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და მის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ მოკლე დროში სასწაულის მოხდენა და განხორციელება შევძელით. IWSC-ის სახელით გეტყვით, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ! “ – ასე მიმართა IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მოსულ სტუმრებს IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა კრისტელ გიბერიმ.დღეს IWSC კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.
„იდეას კონკურსი რომ საქართველოში ჩატარებულიყო საფუძველი ივლისში ჩაეყარა და სწორედ ამ დროიდან, 3 თვის განმავლობაში მოვახერხეთ ამ დიდი საქმის სისრულეში მოყვანა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი, სარა ებოტის, რომელმაც დამაკავშირა სწორ და ნამდვილ ადამიანებთან. ძალიან სასიამოვნოა, რომ მუშაობა გვიწევს ქართულ გუნდთან და მადლობას ვუხდი ჟიურის ადგილობრივ ყველა წევრს, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა კრისტელ გიბერიმ.
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაც სწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.
„აქტივობები ასევე დაგეგმილია ლონდონსა და სხვადასხცა ქალაქებში. ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე ხელს შევუწყობთ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარუზაციას, როგორც მომხარებლებთან, ისე სავაჭრო პარტნიორებთან. ყველა მეღვინეს ვულოცავ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. კონკურსს არ ჰყავს წაგებული, ყველა კონკურსანტი ჟიურის წევრებისგან მიიღებს ინდივიდუალურ შეფასებებს, თუ როგორი შთაბეჭდილება დაგვიტოვა მის მიერ წარმოებულმა ღვინომ. კონკურსი აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ, ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება, “ - განაცხადა IWSC-ის გენერალურმა დირექტორმა.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში. -
სარა ებოტი: „ქართული ღვინო სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს“
IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა
„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს,” - აღნიშნა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე.
IWSC კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.
„კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ - კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოების განსაკუთრებულობაზე საუბრობს სარა ებოტი.
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაც სწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას. კონკურსს ჰყავს გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.
„და თუ კონკურსის მონაწილეებმა ვერ მიაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ სურდათ, არ გაიტეხოთ გული, რადგან კონკურსები აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ, ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება. თქვენი ძალა ერთიანობასა და მრავალფერვნებაშია. გააგრძელეთ მუშაობა თქვენს კოლეგებთან ერთად, რადგან თქვენ ახლა იწყებთ, იმის ჩვენებას, თუ რა შეგიძლიათ თქვენ და თქვენს რეგიონს,“ - ასე მიმართა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ქართველ მეღვინეებს და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში. -
რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022“ წარმატებით ჩატარდა
ოქტომბრის თვეში ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფ. კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოსათვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება გაიმართა რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022“.
სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოებული და ადგილზე წარმოდგენილი ღვინოები.
ღვინის ფესტივალის მიზანი იყო, კარდანახის ღვინისა და ადგილზე წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა.
სტუმრებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს:- ყურძნის დაწურვაში
- ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში
- ჩურჩხელის ამოვლებაში
- კახური შოთის გამოცხობაში
- მწვადის შეწვაში
- სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში
ღონისძიება წარიმართა ცოცხალი მუსიკის თანხლებით.ღონისძიება ჩატარდა გურჯაანის რაიონ სოფ. კარდანახში, სასტუმრო „ამპელოში“. მასპინძელი და ორგანიზატორი ღვინის კომპანია "კარდანახი 1888".
რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალმა 2022“ წარმატებით ჩაიარა და სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. რიგით მე-2 „კარდანახის ღვინის ფესტივალი 2022“-ის ორგანიზატორების თქმით აღნიშნული ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველ წელს აღინიშნება.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...