„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, გაიმართა საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია
„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე ასევე გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის - „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.
გალაკონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.
სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Related items
-
PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.
„ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.
-
PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა
PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის წელს მეხუთედ გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
„PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.
კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას, ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს.
-
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.
ნომინაციაში ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ: პროფესორი ნათელა დოღონაძე, პროფესორი ირაკლი როდონაია, პროფესორი თამარ შიოშვილი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილი.
ნომინაციაში „2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: ასოცირებული პროფესორი აზერ დილანჩიევი, პროფესორი ნათელა დოღონაძე, ასოცირებული პროფესორი მეთინ მერჯანი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე და ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჯაყელი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს.
„ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ისეთი გარემოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერის თანამედროვე მოთხოვნებზე, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სერვისის დანერგვის პროცესში ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რასაც დღეს მსოფლიოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოება გვთავაზობს.“ - აღნიშნა რექტორმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 39 ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.
-
თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ. -
ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა-კ. კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თბილისის მერიაში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
„მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.
„მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ბიზნეს ნიუსი

CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქარ...

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს
მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...