საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2022 09:00

საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას. 

ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

საქართველო,  რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 
წაკითხულია 117 ჯერ

Related items

  • ჩავუშოღლუ: „ჩვენი მხრიდან ამ პირობებში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა შეუძლებელია“

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათთან მაგიდასთან დასხდომა და საუბარი შესაძლებელი იქნება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    „ამ დროისათვის, ამ პირობებში ჩვენთვის შეუძლებელია, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ, ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

    პრესკონფერენციის დროს, კითხვაზე, თურქეთი და უნგრეთი გახლავთ ის ორი ქვეყანაა, რომლებიც არ ეთანხმებიან შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ჩავუშოღლუმ ასე უპასუხა: „ჩვენ, როგორც უნგრეთი, მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას. მაგრამ ერთის მხრივ, ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების საზრუნავის გვედრით, მიუღებელია, რომ თურქეთის უსაფრთხოების საზრუნავი არ დაკმაყოფილდეს, რაც ტერორიზმთან ბრძოლაა. სამწუხაროდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს FETÖ-ს, PKK-ს და PYD-ს აქვთ ძლიერი ყოფნა ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით შვედეთში. ამ ქვეყნებში ხდება მათი დაფინანსება, ტერორისტების გადამზადება და შემდეგ სირიასა და ერაყში გაგზავნა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთსა და ფინეთში წმინდა ყურანის დაწვა, მიუღებელი ქმედებაა. თურქეთ-შვედეთ და ფინეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი, ამდაგვარი ქმედებების აკრძალვასაც ითვალისწინებს. ეს ნათელი და ცალსახაა. ჩვენ არც მეტი არც ნაკლები გვინდა ამ მემორანდუმის ვალდებულებების შესრულება. ჩვენი რწმენით, ანტისემიტიზმი ისევე არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ანტიქრისტიანობა და ანტიისლამი. ქმედებებს, რომლებიც არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ შეიძლება ეწოდოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ შვედეთი ერთ დღეს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. ამ პირობებში კი საკითხთან მიმართებაში ჩვენი მხრიდან, „დიახ“ თქმა შეუძლებელია“.

  • ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

    ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ემერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.

    კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაიანში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაიანას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი,  6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.  

    მიმდინარე ომის გათვალისიწნებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა. ამ მიზნით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს საზოგადოება და ქართული ბიზნესი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ.

  • გერმანია უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა

    გერმანია უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა. ამის შესახებ განაცხადეს ჟურნალმა Der Spiegel-მა და გერმანულმა ტელეარხმა n-tv-მ. ამავდროულად, ვაშინგტონი განიხილავს კიევში M1 Abrams-ის ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნასაც.

    გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა უკრაინას გაუგზავნოს „ლეოპარდის“ ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის 2A6-ის ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან. საუბარია ტანკების ერთ მარაგზე - ანუ 10-14 ცალ ტექნიკაზე.

    ბერლინი ასევე აპირებს დაამტკიცოს გერმანული წარმოების ტანკების მიწოდება სხვა ქვეყნების მიერ (მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება მწარმოებლის ნებართვის გარეშე).

    წყარო: https://www.svoboda.org/a/germaniya-soglasilasj-na-otpravku-tankov-leopard-ukraine/32237847.html?fbclid=IwAR2aFMt4b9HKTsi2WVlZ31Qp8hXL3CuIqpl43JwBVDHH_Biv48hg80-XKuM

  • ევროკავშირი უკრაინისთვის 3 მილიარდ ევროს გამოყოფს

    დღეს ევროკავშირი დეკემბერში შეთანხმებული 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური მხარდაჭერიდან პირველ 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

    „უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიის დასაძლევად დაფინანსების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გადამწყვეტი და გადაუდებელი“, - წერს ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

    „კომისია მოქმედებს მაქსიმალური სისწრაფით და მონდომებით.ამ გადაუდებელი დახმარების მიზანია მოკლევადიანი ფინანსური დახმარება, უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებების დაფინანსება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თავდაპირველი მხარდაჭერა ომის შემდგომი მდგრადი რეკონსტრუქციისთვის, უკრაინის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

    სესხებს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება.

    მეტი ინფორმაციისთვის:

    Find out more

    Ursula von der Leyen’ Tweet 

  • ანკარაში თურქი, უკრაინელი და რუსი ომბუცმენების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

    უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები დაჭრილებისა და ჯარისკაცების გაცვლასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის "შეხვედრის დერეფნის" გახსნისთვის თურქეთის ომბუდსმენის შერეფ მალკოჩის თავმჯდომარეობით შეიკრიბნენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    დედაქალაქ ანკარაში გამართული კონფერენციის „ადამიანის უფლებების მომავალი 21-ე საუკუნეში“ ფარგლებში; თურქეთ-რუსეთ-უკრაინის ომბუდსმენებმა გამართეს სამმხრივი შეხვედრა ბავშვებისა და ადამიანის უფლებების, დაჭრილებისა და ჯარისკაცების გაცვლის შესახებ სამოქმედო გეგმის განსასაზღვრად.

    თურქეთის ომბუდსმენის შერეფ მალკოჩის თავმჯდომარეობით გამართული უკრაინის ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის და რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენის ტატიანა მოსკალკოვას შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო.

    მოგვიანებით შეხვედრას თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფიც შეუერთდა.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური