გიორგი ჯახუტაშვილი: “სახელმწიფო სტრუქტურებთან და სხვადასხვა დონორებთან ერთად ჩვენ უნდა დავეხმაროთ კერძო სექტორს ყაზახურ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებით“
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი და ყაზახეთის საქართველოს საექპორტო ქვეყნების ათეულშია. „ყაზახურ ქართულ ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს მაჩვენებელი სიხარულის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს და აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები ყველაზე მეტად ვაჭრობის მიმართულებით განვითარდა და აქედან დიდი წილი სწორედ ექსპორტზე მოდის.
„ექსპორტის ზრდა ორი ძირითადი კომპონენტითაა განპირობებული, ეს არის მანქანების ექსპორტი, რაც ჩვენი ნაწარმი არ არის და დასავლური ბაზრებიდან მოდის; ასევე გარკვეული პროდუქტები გაჩნდა, რომელიც საქართველოში ნაწარმი არ არის და თუ ანალიზს ჩავატარებთ დავინახავთ, რომ ჩინეთიდან ხვდება. ეს შეიძლება ძალიან კარგი ტენდენცია იყოს, რადგან ჩვენ სულ ვამბობთ, რომ საქართველო ჯერჯერობით, ვერ იყენებს იმ თავისუფალ ხელშეკრულებებს, რომელიც ქვეყანას ჩინეთთან და ევროკავშირთან აქვს. თუ ყაზახურმა და ქართულ ბიზნესმა ცალ-ცალკე ან ერთობლივად დაინახეს შესაძლებლობა რომ საქართველოს შეუძლია ჩინეთიდან შეისყიდოს პროდუქცია და შემდგომ ყაზახეთში გაიტანონ და ეს ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს“ - აღნიშნავს ჯახუტაშვილი.
გარდა ამისა, ყაზახეთთან ვაჭრობისას საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ძირითადად მარკეტინგულად შემდგარი პროდუქტები ხდება და ახალი პროდუქტები წამოწევის ტენდენცია არ შეიმჩნევა.
„სამწუხაროა, რომ საექსპორტო კატეგორიებში მნიშნელოვან მატებას არ არის, რომელიც საქართველოში ივაჭრება. ვხედავთ, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. ყაზახეთში საქართველოს, როგორ ბრენდის შესახებ ცოდნა მაღალი და პოზიტიურია ეს იქნება მინერალური წყლები, ლიმონათები, ღვინო თუ სხვა პროდუქტები. სამწუხაროდ, ბევრი სხვა პროდუქტი ხარისხობრივი მაჩვენებლის, საექსპორტო კონდიციისა და ზოგადად მოცულობის გამო ყაზახეთის ბაზარზე დღეს ვერ ხვდება. ექსპორტის ზრდის ტენდენციით მხოლოდ ის პროდუქტები ხასიათდება, რომელიც მარკეტინგულად სრულად შეფუთულია და სტაბილური ექსპორტით ხასიათდება. მაგალითად მთლიანი ექსპორტის 60% საკვები პროდუქტებია და აქედან 80%-ს მინერალური წყლები იკავებს. ხედვა და სწორება ამ ბაზრისკენ ძალიან ცოტაა.ბევრ ექსპორტიორს ვესაუბრებით და მათი მხრიდან ჩვენს გაერთიანებაში მომართვიანობაც ხშირია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ბიზნესს საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ხედვა აქვს. ეს აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სხვადასხვა დონორებთან ერთად გარკვეული პროექტები იყოს შემუშავებული, რომ ჩვენ დავეხმაროთ კერძო სექტორს ყაზახურ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.
შესაბამისად, გიორგი ჯახუტაშვილი გაერთიანებისა და ყაზახური მხარის მიერ გაზაფხულზე საქართველოში დაორგანიზებული სავაჭრო მისიის შედეგებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყაზახური ბაზრის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია.
„ყაზახურ ბაზართან მიმართებით ნაცნობობა ძალიან მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა ყოველწლიურად უფრო ხშირი იყოს. მაგალითისთვის ვიტყვი რომ სავაჭრო მისიის დროს მხოლოდ ერთი კომპონენტის მაკარონის შემთხვევაში ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიებმა გამოკითხეს ყაზახური მხარე და გვითხრეს, რომ ისინი 1 კგ მაკარონზე უფრო ძვირს სთავაზობდნენ, ვიდრე რუსული მაკარონია. მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკება შეიძლება. საბოლოო ეს აჩენს შესაძლებლობას რომ ჩვენ მივმართოთ ყაზახეთს და ვუთხრათ, რომ თუ აინტერესებთ ქართული ბაზარი ან ამ ბაზრით დასავლურ, ან აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გავლა, მოდით ვითანამშრომლოთ და ბაზრის შესახებ ინფორმაციაც შესაბამისად მივაწოდოთ. ჩვენ ვხედავთ იმის საშუალებას, რომ ჯიუტი და მიზანმიმართული მოქმედებებით შევძლოთ ყველა მხარი ხედვის გასწორება იმ ინფორმაციის ბაზაზე, რასაც სტატისტიკა ამოიღებს. ევროპული ბაზრისგან განსხვავებით ყაზახური და შუა აზიის ბაზარი ნაკლები მოთხოვნებით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, რომელიც ევროპული ბაზრისთვის შეიძლება ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი სტანდარტის ან მოცულობის აბსოლუტურად თავისუფლად გაიყიდოს. ეს რუსული ექსპორტდამოკიდებულებიდან ნაწილობრივ გასვლის საშუალებას გვაძლევს“, - განმარტა ჯახუტაშვილმა.
სწორედ ამიტომ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გამართვა იგეგმება. ყაზახეთს სავაჭრო-ეკნომიკური მისიით ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან. დელეგაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახურ ბიზნესსექტორთან B2B შეხვედრებს გამართავენ, რაც მათ ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენს. ანალოგიური ბიზნესფორუმები და B2B შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის დაეხმაროს ქართულ ბიზნეს კომპანიებს, სტარტაპებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა თუ ახალი საქმიანობის წამოწყებაში.