რა უნდა ვიცოდეთ სწრაფი სესხით სარგებლობის წინ?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2022 13:49

თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ გამარტივდა სასურველი თანხის მიღება. უამრავი კრედიტორი კომპნია არსებობს, რომლებიც სხვადასხვა შემოთავაზებებით გამოირჩევიან. ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ სწრაფად და მარტივად სასურველი თანხის აღებას.

სესხის აღება გავრცელებული მეთოდია, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს. საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როდესაც მოულოდნელად დაგჭირდებათ თანხა და იმ მომენტისთვის არ გექნებათ საკმარისი რესურსი. სულ რაღაც რამდენიმე წუთი გჭირდებათ და თანხა თქვენს ანგარიშზე აღმოჩნდება. სწორედ ეს არის სწრაფი სესხის სერვისით სარგებლობა. მთავარია ყველა მოთხოვნილი საფეხური წარმატებით გაიაროთ.

პირველ რიგში, თქვენ ირჩევთ კრედიტორ კომპანიას. თქვენსა და აღნიშნულ კომპანიას შორის დაიდება ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თანხის აღებისთანავე, თქვენ იქნებით საქმის კურსში, თუ რა განრიგით უნდა დააბრუნოთ თანხა.

იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადახდას ვერ შეძლებთ, დაგეკისრებათ ჯარიმა. ამის შესახებაც წინასწარ გეცოდინებათ. ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ არ გამოგრჩეთ, ყველა დეტალს მიაქციეთ ყურადღება.

როგორ ხდება სწრაფი სესხის აღება?

  • შეარჩიეთ კრედიტორი კომპანია;
  • გაიარეთ რეგისტრაცია;
  • შეავსეთ პირადი მონაცემები (გაითვალისწინეთ მცირე შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც შეგექმნებათ პრობლემა და ვერ მიიღებთ თანხას);
  • დაელოდეთ პასუხს, რომელსაც კრედიტორი კომპანიისგან მიიღებთ;
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა მომენტალურად აღმოჩნდება თქვენს ანგარიშზე;

დღეს სწრაფი სესხები საქართველოში ძალიან მოთხოვნადი სერვისია. ყოველთვის მნიშვნელოვანია, სანამ სესხს აიღებთ, გაიაზროთ მისი მიზნობრიობა. ანუ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ის თანხა, რომელსაც იღებთ.

თუ ზუსტად არ იცით რომელი კრედიტორი კომპანიისგან გსურთ თანხის აღება, არ იჩქაროთ. ასეთ შემთხვევაში ჯობს რამდენიმე კრედიტორ კომპანიასთან ერთდროულად გქონდეთ კომუნიკაცია. ასე ბევრად უფრო მარტივი იქნება. გაეცნობით თითოეულს და მათ შორის გააკეთებთ არჩევანს. რა თქმა უნდა, არჩევანი იმაზე უნდა შეაჩეროთ რომლის პირობებიც თქვენთვის ხელსაყრელია და რომელიც თქვენთვის უფრო კარგი ვარიანტია.

წარმოგიდგენთ სესხის ტიპებს:

  • ავტოსესხი;
  • განვადება;
  • სამომხმარებლო სესხი;
  • იპოთეკა;

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლით სარგებლობაც შეგიძლიათ. ასეთ დროს, მთავარია, იცოდეთ, თანხა რისთვის გჭირდებათ. სხვა ყველაფერში კი თქვენს მიერ შერჩეული კომპანია დაგეხმარებათ. მოგაწვდით სრულ ინფორმაციას და გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რომელი სესხის ტიპით ისარგებლოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე დღეს უამრავი კრედიტორი კომპანიაა, მათგან ერთ-ერთის შერჩევა ნამდვილად რთულია. აღნიშნული პროცესი მოითხოვს ენერგიას და ბევრ დროს. ჯერ უნდა მოიძიოთ თითოეული, ცალ-ცალკე გაეცნოთ მათზე ინფორმაციას და ა.შ. იმისათვის, რომ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება არ იყოს შეცდომა, ეს პროცესი აუცილებელია.

პლატფორმა Finpanda გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოიძიოთ ინფორმაცია კრედიტორი კომპანიების პირობებისა და შემოთავაზებების შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას უფრო მარტივად მიიღებთ.

თანხის მიღების შემდეგ, შეგეძლებათ, ის თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ - შეიძინოთ ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა, ნაძვის ხე საახალწლოდ და ა.შ.

წაკითხულია 117 ჯერ

Related items

  • აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა

    აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა.

    აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

    ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

    ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ და ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

    შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს. აქცია გრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.

    დეტალური პირობები: www.libertybank.ge ლიბერთი ბანკი - Liberty Bank

  • როდის უნდა აიღოთ ბიზნეს სესხი?

    საკუთარი ბიზნესის ქონა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ცადოთ. დღეს, ისე როგორც არასდროს, უამრავი ინფორმაცია თუ გზამკვლევი არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიო, შესაბამისად ინფორმაციული ერა სათავეს უდებს ეპოქას, სადაც ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს საკუთარი, ინდივიდუალური საქმე შექმნას. კომპანიის დაარსება საკმაოდ პოპულარული ნაბიჯია, თუმცა ისევე, როგორც სხვა სახის ბიზნესს დასაწყისიდანვე უამრავი გამოწვევა ელოდება წინ. უპირველესი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ფინანსების მობილიზებაა, ამის შემდეგ კი სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა უკვე მფლობელზეა. ყველაფერთან ერთად, უნდა განისაზღვროს რისკები, გარემო ფაქტორები, შიდა ხარვეზები და გადაწყვეტილების მიღებისას ყოველი შედეგისთვის უნდა იყოს მზადყოფნა.

    ბიზნესის მართვისას გამოწვევა მხოლოდ მისი დაწყება არ გახლავთ, პირიქით, ნამდვილი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც პირველ წარმატებებს მიაღწევთ, თუმცა მოტივაცია ამ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ პრობლემების გადალახვაც მეტ-ნაკლებად მარტივდება, მთავარია სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესის გარკვეულ ეტაპზე მისი განვითარებისთვის შეიძლება ფინანსური დახმარება გახდეს საჭირო, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ინფორმაციას ფლობდეთ იმაზე, თუ რა ალტერნატივები შეიძლება გქონდეთ და რომელია მათგან საუკეთესო. ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთმნიშვნელოვნად სესხის აღებაა, ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კი სანდოობის კუთხით ნამდვილად კარგი გამოსავალია. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს მოთხოვნილებებზე სრულად მორგებული ბიზნეს სესხი, რომელსაც ეტაპობრივად დაფარავთ.

    ბიზნეს სესხით სარგებლობა ნებისმიერი სახისა თუ ზომის კომპანიას შეუძლია სხვადასხვაგვარი მიზნობრიობითა თუ დანიშნულებით. კრედიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენისთვის თუ განახლებისთვის. აღნიშნული ტიპის კრედიტის აღება მიზანშეწონილი უმეტესად მაშინ არის, თუკი მმართველს საკუთარი ბიზნესის განვითარება ან გაფართოება სურს. ბიზნეს სესხები უმეტესად გრძელვადიანი ტიპის კრედიტებია, რომელთა მოცულობაც შეიძლება საკმაოდ დიდია, შესაბამისად გადახდის გრაფიკი წლებზე ნაწილდება, დადგენილი პროცენტითა და ყოველთვიური ფიქსირებული შესატანით.

    საბრუნავი საშუალებებისთვის რეკომენდირებულია სესხის მოკლე ვადით გამოტანა, რადგან ასეთ შემთხვევაში მართალია მისი ყოველთვიური შენატანი უფრო მაღალი იქნება, თუმცა ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით, ვიდრე გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას. გაითვალისეინეთ, ამ მიზნით სესხით დაფინანსებისას საბრუნავი საშუალებების შეძენისთვის დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნებაა შესაძლებელი, რადგან გადასახდელი თანხა შედარებით ნაკლები უწევს.

    ძირითადი საშუალებების შეძენისა თუ განახლებისთვის გამოყოფილი თანხის დაბრუნება უკეთესია გრძელვადიან პერიოდში მოხდეს, რადგან თანხის ოცულობა შედარებით დიდია როგორც წესი, საბრუნავი საშუალებები ბიზნესის ერთ ციკლს გადის, რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად მეწარმეს უჩნდება შესაძლებლობა, რომ პროდუქტში დახარჯული თანხა, ამ პროდუქტის გაყიდვითვე დაიბრუნოს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში.

    როგორც წესი, ბიზნეს სესხები სხვადასხვა ბანკში განსხვავდება მათი პირობებით, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია სხვადასხვა ორგანიზაციის შემოთავაზებებს გაეცნოთ და საუკეთესო აირჩიოთ. სესხის განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხი კი აუცილებლად დააზუსტეთ ადგილზევე მანამ, სანამ ხელშეკრულებას გააფორმებთ.

  • რა არის ავტო სესხი?

    რა არის ავტო სესხი?

    ყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი  მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ.

    ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომლის უდიდესი უპირატესობა საპროცენტო პირობებია, სესხის უზრუნველყოფა კი, ავტომობილის გირავნობით ხდება და მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის მიზნით, ამიტომ პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მყიდველზე. პროცესი მარტივია - თავდაპირველად უნდა გაგიჩნდეთ ახალი, ან სულაც, პირველი ავტომობილის ყოლის სურვილი, შემდეგ შეძენა უნდა გადაწყვიტოთ, ამის შემდეგ ალტერნატივებიდან რომელიმეს აარჩევთ, დაეკონტაქტებით მფლობელებს და დააზუსტებთ ინფორმაციას, აარჩევთ სასურველ მანქანას, შემდეგ ესტუმრებით ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდს ან უახლოეს თუ უშორეს ფილიალს, შეავსებთ კრედიტის განაცხადს, დაელოდებით პროცედურის დამსრულებას, რომელიც მაქსიმალურადაა გამარტივებული და 30 წუთის შემდეგ მიიღებთ დამტკიცებულ სესხს. გაითვალისწინეთ, სასურველი ავტომობილის არჩევიდან სასესხო განაცხადის შევსებამდე აირჩიეთ სასურველი ბანკი, ისეთი, რომელსაც ყველაზე მისაღები პირობები ექნება თქვენთვის.

    ავტო სესხის აღებისას აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ბანკისა თუ საფინანსო ორგანიზაციის პირობები, რადგან პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, ავტომობილზე შეზღუდულია გამოშვების წელი და  სხვადასხვა ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მინიმუმი ზღვარი არის 1995 წელს გამოშვებული. კრედიტის მისაღებად უნდა გახლდეთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში ასაკი შეიძლება იყოს დაწეული და 20 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს განაცხადის შევსების შესაძლებლობა. სესხის მისაღებად, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელი მოთხოვნაა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რათა მისი დაფარვა შეძლოთ.

    ავტო სესხიინდივიდუალურია, რომლის მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, მანქანის შერჩევისას აჯობებს ეს დეტალი გაითვალისწინოთ და წინასწა, ცალი თვალი მაინც შეავლოთ ბანკების პირობებს. ამ ტიპის კრედიტისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, თუმცა განაცხადის შევსებისას დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

    სანამ ავტო სესხის პირობებზე დათანხმდებით და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით მის პირობებს და ვალდებულებებს. უპირველესად შეამოწმეთ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას. ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის შემთხვევაში ეს ნაწილი აუცილებლად დააზუსტეთ ექსპერტთან, რათა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდეს და დამატებითი პასუხისმგებლობა არ იტვირთოთ დაუკვირვებლობისდა გამო. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი, რომელიც აუცილებლად შეამოწმეთ, რათ ნებისმიერი სახის უზუსტობების თავიდან შეძლოთ. გაითვალისწინეთ, ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კრედიტი წინსწრებით გადაიხადოთ, თუკი ამის სურვილი თავად გექნებათ, თუმცა აჯობებს წინასწარ დააზუსტოთ ასეთ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი იქნება თუ არა და თუ კი, რამდენი. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ - გახსნათ საკუთარი ავტომობილის კარი, საჭეს ხელი თავდაჯერებულმა მოკიდოთ და წახვიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდათ რომ წახვიდეთ.

  • "ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე", - ვაჟა მენაბდე

    ,,არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი - საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით“ - გადაცემა ,,ბიზნეს კურიერის“ ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან.

    – ამაზე მინდოდა, მეკითხა.. დაზღვევის კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად აძვირებს სესხს, არის სიცოცხლის დაზღვევა. ხანდაზმული ადამიანების დაზღვევა საერთოდ არ არსებობს ფაქტობრივად ბაზარზე, ან იმდენად ძვირი შეიძლება იყოს, რომ აზრი აღარ ჰქონდეს ასეთ დაზღვევას.
    ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამას ხელი მოჰკიდონ, ან ხომ არ შეიძლება, რომ მთავრობის ჩართულობითა და კერძო სტრუქტურების ერთმანეთში მოლაპარაკების გზით, მივიდეთ საკითხის გადაწყვეტამდე.
    თუ გქონიათ, ამის მცდელობა და საუბარი ამ თემებზე?

    – სადაზღვევოსთან გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ ხანდაზმულებს იმიტომ არ აზღვევს არავინ, რომ ეს საკმაოდ ძვირია, რისკი ასაკთან ერთად საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი მომხმარებლისთვის, რომ შეგვეთავაზებინა.

    ვერავინ სთავაზობს ასაკოვან მოქალაქეებს, სიცოცხლის დაზღვევას სესხის გაცემის მომენტში, ამიტომ ჩვენ ეს სესხის ფასში გვაქვს გათვალისწინებული და თუ ღმერთმა დაიფაროს და ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენ მისი ოჯახის წევრებს არ ვთხოვთ სესხის გადახდას, ანუ ჩამოწერას ვახდენთ ხოლმე ამ სესხის.

    შესაბამისად პირდაპირ დაზღვევას ვერ დავარქმევთ, მაგრამ საბოლოო შედეგით იგივე გამოდის. ანუ ფაქტობრივად გარდაცვალების რისკის ფასი, ჩადებულია, ამ სესხის თანხაში. მთლიანობაში ფაქტი ამასაც მოიცავს და ამის მიუხედავად ჩვენი ფასი მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ანალოგიური კრედიტები სხვა ბანკებში.

    – დაპირებები ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგან, ხან სესხის პროცენტს ანახევრებენ და პრობლემებს უგვარებენ და იპოთეკით დაზარალებულების თემაც გვახსოვს, არჩევნების წინ ხშირად ხდება ხოლმე აქტუალური. სამწუხაროდ ხშირად ეს სრულდება უშედეგოდ. თუმცა ამით ზარალდება კერძო სექტორი და მომხმარებლები.

    რა თქმა უნდა, ბანკის საქმე სულაც არაა პოლიტიკურ ბატალიებში შესვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნოყიერ ნიადაგს, ხშირად აქტიურად იყენებენ.
    ალბათ პოლიტიკოსებს პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით მართებთ პასუხისმგებლობა, რომ თავიანთ განცხადებებს, უფრო მეტი პასუხისმგებლიანობით მოეკიდონ, რადგან ჩვენ ბევრი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს.

    – ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ, გვინდა, მომხმარებელს მოვემსახუროთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

    თუ ვინმეს რაიმეს დაზუსტება უნდა, აინტერესებს რატომ გვაქვს ასეთი ფასი და ის მაღალია თუ დაბალი, აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს პასუხი და ნებისმიერს შეგვიძლია მოგვმართოს. დავსხდებით და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებთ.

    ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს და საქმიან რეჟიმში დაგველაპარაკოს.

    – თუ ჰქონდათ პოლიტიკოსებს მცდელობა, ვინც ბანკებს აკრიტიკებს, კამერების გარეშე გაერკვიათ, ამბავი.

    – ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ არ გვქონია. პირდაპირ რეჟიმში არავინ მოსულა და კონსტრუქციულ რეჟიმში არავის გაუვლია ეს საკითხები.

    საჯარო განხილვები და საკომიტეტო განხილვები კი გვქონდა და ასე რომ ვიღაც მოსულიყო და უბრალოდ შეხვედრა ეთხოვა და კითხვები დაესვა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

    მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ამისთვის ყოველთვის ღია ვართ და მზად ვართ.

    – ბოლოს მინდა გკითხოთ ახალ ტენდერთან დაკავშირებით. ეს პროცესი თითქოს ცოტა გაიწელა. პრინციპში არ გვიანდება, მაგრამ დიდი ხანია უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

    რა ეტაპზეა ახლა, ჩვენ რამდენადაც ვიცით, სხვა ბანკები რეალურად დაინტერესებასაც არ აცხადებენ, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ლოჯისტიკური შესაძლებლობები, რომ ყველა პენსიონერს ყოველთვიურად მიუტანონ პენსია და არ დააგვიანონ და შესაბამისად მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ რჩება ერთადერთ ბანკად, ვინც ამას შეძლებს, როგორც ამას აკეთებს წინა საუკუნიდან მოყოლებული.

    – ჯერ დაგვიანებული არაფერია. ერთ წელია თითქმის დარჩენილი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ შემოდგომაზე ტენდერი და ჩვენი სურვილი იყო, იმისთვის, რომ დასრულებულიყო ამ თემის ირგვლივ გაუთავებელი მითქმა-მოთქმა.

    ჩვენი ვამბობდით, თუ შეიძლება, გამოაცხადეთ გამჭვირვალე ტენდერი და მოვიდეს, თუ ვინმეს აქვს სურვილი ეს საქმე უკეთესად აკეთოს და ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, ისევე როგორც ამ კონტრაქტის დასრულებისთვის, თუ ამის საჭიროება იქნება.

    თუ ვიღაც უკეთეს პირობებს მოიტანს, ამაში არანაირი ტრაგედია არ იქნება. ამ საკითხის სხვა ბანკების დაინტერესების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს.

    შეიძლება, ვიღაცას დაინტერესება აქვს და უნდა, ტენდერში შემოვიდეს, რაც მეტი მსურველი იქნება და რაც მეტი ჯანსაღი კონკურენცია იქნება, მით უკეთესია ყველასთვის.

    ასეთია ჩვენი პოზიცია და თუ არავინ იქნება, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ტენდერის პირობებზეა დამოკიდებული და ჩვენ დაინტერესება და სურვილი გვაქვს, გავაკეთოთ ეს საქმე, პირობების თემა მნიშვნელოვანია, ვემზადებით.

    თუმცა იმისთვისაც მზად ვართ, რომ სხვა თუ უკეთეს თემას მოიტანს, გააკეთოს სხვამ. ამაში არაფერი ტრაგიკული არაფერი იქნება.
    ჩვენ ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ იმისთვის, რომ მომხმარებელს კარგად მოვემსახუროთ.

    ყველაფრის განვითარების ფუნდამენტი არის კონკურენცია და პირველ რიგში ბიზნესში კონკურენცია მნიშვნელოვანია.

    – მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები ჩარევა იყოს კონკურენციაში და რეგულაციაში, მით უფრო ეს უკეთესი იქნება ბაზრისთვისაც და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც სარგებლობს ამ სესხებით.

  • AFD-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს სესხის თანადაფინანსებას საქართველოს წყალმომარაგების რეფორმისთვის

    28 იანვარს საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს საქართველოს მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად. ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში  სესხს  ხელი მოაწერეს  AFD-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა სესილ კუპრიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

    პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების  სექტორის მმართველობის გაძლიერების გზით.

    საფრანგეთის განვითარების სააგენტოს30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პოლიტიკაზე დაფუძნებული  სესხის მეორე ტრანშის თანადაფინანსებას.

    გარდა აღნიშნული სესხისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას 500 000 ევროს ოდენობის FEXTE-ის გრანტის მეშვეობით.

    „საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზანდასახულობა, ჰქონდეთ ევროპული სტილის სახელმწიფო და ეკონომიკა, აღმაფრთოვანებელია. ჩვენ საფრანგეთში და ევროკავშირში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მხარი დავუჭიროთ ამას წყლის მართვის შესახებ საჯარო პოლიტიკის სესხზე ხელმოწერით. ეს გააუმჯობესებს მმართველობას, გააუმჯობესებს ადგილობრივი ინსტიტუტების დემოკრატიულობის დონეს და ამით უზრუნველყოფს საჯარო სერვისების უკეთეს მიწოდებას“, - განაცხადა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

    “მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას. საფრანგეთი არის განვითარების მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, დახმარების დროული და ეფექტური მიწოდებით AFD-ის მეშვეობით, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. AFD-სა და საქართველოს შორის მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი ილუსტრაციაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შეთანხმების მიზნები, რომელიც არის მმართველობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, მათ შორის, ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მმართველობის გაძლიერება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა საქართველის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

    ღონისძიების დასასრულს, ქალბატონმა სესილ კუპრიმ აღნიშნა, რომ „ამ პროექტის შესახებ საკრედიტო შეთანხმების ხელმოწერა, ტექნიკური დახმარების კომპონენტთან ერთად, ადასტურებს AFD-ის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ამბიციური რეფორმების გატარების პროცესში. ეს აჩვენებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ ერთად ქვეყანაში უფრო მდგრადი და სამართლიანი წინსვლისთვის. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ”

    საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)        

    საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის დაფინანსების, ასევე კვლევებისა და პუბლიკაციების მეშვეობით, AFD მხარს უჭერს და წვლილი შეაქვს უფრო სამართლიანი და მდგრადი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. AFD ატარებს მდგრადი განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების სხვა ტრენინგებს საფრანგეთში (AFD კამპუსში). 

    ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვიღებთ  საერთო გადაწყვეტილებებს გლობალური სამხრეთის ხალხთან და ხალხისთვის.  ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ  4000-ზე მეტ პროექტში - საფრანგეთის საზღვრებს მიღმა, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, როგორიცაა კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშესაწყობად, საერთო სამყაროსკენ.

    მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Georgia | AFD - Agence Française de Développement

    AFD-ის პრეს რელიზი

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური