ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ ამერიკული NASAMS-ები მიიღეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2022 09:35

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საჰაერო სარაკეტო სისტემა NASAMS-ი. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-ის ჟურნალისტს, მარგარეტ ბრენანს, გადაცემაში სტუმრობისას 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომში განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ ესაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კონგრესს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ NASAMS-ები. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები."

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სისტემები საკმარისი არ არის ისეთი ინფრასტრუქტურის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები. მისივე თქმით, მათ უნდა უზრუნველყონ საჭირო უსაფრთხოება და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად.

ზელენსკიმ, რომელმაც აშშ-ს ასევე ტანკები მოსთხოვა, დასძინა: „თუ აშშ გამოავლენს ლიდერობას და მოგვცემს ტანკებს, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ამ ნაბიჯს. თუ ჩვენ ვიყიდით ტანკებს აშშ-სგან, ვფიქრობ, ევროპელი მოკავშირეებიც დაგვეხმარებიან უკრაინის ქალაქების ტანკებით ოკუპაციისგან გათავისუფლებაში“.

უკრაინის ლიდერმა ასევე მიუთითა რუსეთის მიერ მისი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჩატარებულ რეფერენდუმებზე და თქვა: „ეს არის საშიში გზავნილი, რომ პუტინი არ დაასრულებს ამ ომს“.

ბრენანის შეკითხვაზე: "გჯერათ თუ არა, რომ ევროპაში მშვიდობა იქნება, სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება?", ზელენსკიმ უპასუხა: "არა, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია და ეს არის არა."

წაკითხულია 130 ჯერ

Related items

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსული არმია ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება“

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმია მათი ქვეყნის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება. როგორც "ტრტ-ქართული" იტყობინება, ვ. ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება, ტელეგრამის ანგარიშზე გაზიარებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

    „როგოც ადრე, ახლაც ყველაზე დიდი შეტევები დონეცკის ფრონტზე გაგრძელდა. ფრონტის ხაზზე მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რუსეთმა გასულ კვირას დაბომბა სამოქალაქო და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ახლა კი, კიდევ ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. განსაკუთრებით სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე“, აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი თავის მიმართვაში.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ განცხადებას ავრცელებს!

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის არმიისგან ლუგანსკის რეგიონის დასაბრუნებლად იბრძვიან და წინ მიიწევენ ნელ-ნელა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ზელენსკიმ გუშინ Telegram-ის ანგარიშიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ომის დაწყებიდან 270-ე დღესთან დაკავშრებით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ  რუსული ძალები აგრძელებენ საჰაერო თავდასხმებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე შეტაკებები ამ დროისთვის დონეცკის ფრონტზე მიმდინარეობს რა, გუშინდელს აქეთ თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა.

    მან ბოლოს ისიც, დასძინა, რომ რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები გრძელდება და ქვეყნის 15 რეგიონში, განსაკუთრებით კიევში, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა.

     

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს

    ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

    მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ. „როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

    სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

    „შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.

    თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.

    ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.

    აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

    წყარო: https://1tv.ge/news/si-dzinpini-amerikul-chinuri-urtiertobebi-rtul-vitarebashia-da-chven-es-dzalian-gvaghelvebs/

  • ამერიკა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მანამ არ მოგვარდება, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დატოვებს უკრაინას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ტურნეს დაწყებამდე თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ნაყოფიერი, ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო“.

    აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და დასძინა: „ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დატოვებს უკრაინას“.

    მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ისინი უკრაინას აშშ-ს არმიის ინვენტარიდან 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური